Silent Swim

208 აქამდე ზღვა მზე იყო და მზე — ზღვა. თითქოს უერთმანეთოდ ვერ იქნებოდნენ. მეგონა ასე…

აქამდე მზით გათანგული  ზღვაში ვისროდი სხეულს გასაგრილებლად.

აქამდე ჩქარი ცურვით მივყვებოდი ოხშივარადენილ ბილიკს. ვჩქარობდი უმიზნოდ, მიზეზგამოცლილი შიშით ვეკვროდი გულში ხახადაღებულ სილურჯეს და გაფარჩხული თითებით ვიცილებდი მკერდიდან მის ხელებს.

ნაპირთანვე ყრონტში მავლებდა ხელს უკან დაბრუნების სურვილი ან უკან ვერდაბრუნების შიში.

წინ გაწელილი სივრცე მწვავდა თვალებს და  მეც ჩუმად ვაპარებდი მზერას უკან, ნაპირისკენ, თითქოს იქ რამე დიდი და მნიშვნელოვანი მელოდა და უჩემოდ გაქრებოდა.

მომწონდა მზის ბილიკზე საკუთარი უწონადობით ტკბობა-სრიალი, მაგრამ თან უკან გამოსვლა მეჩქარებოდა. დროც ამიტომ მეკარგებოდა ბევრი, გამოსვლა უფრო ჭირს, ვიდრე შესვლა.

როცა დაღლილი ფეხქვეშ ქვებს  ვიგრძნობდი, შფოთი ქრებოდა და შვება მეუფლებოდა.

აქამდე ასე იყო…

ახლა ზღვა უმზეოდაც ზღვაა, უფრო შავი, ვიდრე ლურჯი, უზარმაზარი, უსასრულო, მე კი თითქოს არც ვარ.

ღამის სიბნელე ახვევია გარშემო ნაპირად და ჰორიზონტიც აღარ ჩანს. მხოლოდ ვარსკვლავებით  ირჩევა, სადაა ცა და სად -ზღვა.

ვდგამ ნაბიჯს. წყალს დღის ნატანჯი სიცხე  აქვს შერჩენილი.

შევდივარ ნელა.

სლიკინა ხელებს ვგრძნობ მთელ სხეულზე და ვნებდები.

ვკარგავ სხეულს და მივყვები სიმსუბუქეს.

დრო ქრება. აღარ არის არც წარსული, არც მომავალი, არც აწმყო. არის მხოლოდ მშვიდი ცურვა  ორ უსასრულობაში… ორივე გრილია, შავი და ვარსკვლავებმობნეული…

არაფერი დამრჩენია უკან. აღარც ნაპირი მადარდებს. მე აღარ ვჩქარობ, რაკი აღარ ვაპირებ დაბრუნებას.

ვწვები ზურგზე. ორი სივრცე ერთდროულად მიმასრიალებს შორს.

მარილიან კანზე ფრთხილად ვახებ თითებს. სხეული სავსეა გრილი სიმსუბუქით.

ჰაერში ვიწევი და ვაგრძელებ ცურვას ვარსკვლავებს შორის. ჰაერიც ისეთი გრილია, როგორც ზღვა. ზემოდან დავყურებ ლაპლაპა სივრცეს და ვხედავ ბრჭყვიალა წერტილებს შორის მობორიალე საკუთარ თავს.

მერე ისევ ვეხვევი მლაშე სიმრუმეში და სხეულთან ერთად თავსაც ვკარგავ.

აღარაფერია მშვიდი ცურვის გარდა.

აღარაფერია მშვიდი სიმსუბუქის გარდა.

არაფერი  დამრჩენია უკან, არაფერი მელის წინ. არის მხოლოდ მშვიდი ცურვა…

Запись опубликована в рубрике ჩანახატები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

8 комментариев на «Silent Swim»

  1. ღამე ცურვა მაშინებს. «როცა დაღლილი ფეხქვეშ ქვებს ვიგრძნობდი, შფოთი ქრებოდა და შვება მეუფლებოდა» — ახლაც ასე ვარ. ერთადერთხელ ვიგრძენი სრული სიმშვიდე, ჯერ კიდევ რომ ვერ იტყოდი «სეზონიაო», წვიმდა და მთელ ჩაყოლებაზე ადამიანის ჭაჭანება არ იყო, მაშინ ფეხქვეშ ქვების შეგრძნება არ მეჩქარებოდა.

  2. შენ გისინჯავს მაინც. მე ეგეც არ მიქნია, მეც მეშინია 🙂 ეს უფრო ნახატი იყო, ანუ ის, რასაც ვხედავ ამ სიმღერის მოსმენისას.

  3. კი, მიცდია, თუმცა უშედეგოდ 🙂

    ვიცურებდი ახლა აუღელვებლად, მშვიდად, ნაპირზე და ყველაფერ დანარჩენზე ფიქრის გარეშე. ისე, უბრალოდ.

  4. რა ლამაზად წერ. სიამოვნებით ჩამეკითხა შენი პოსტები.

  5. დიდი მადლობა, მესიამოვნა 🙂 ისეთი სიმღერა გახდა ამ ჩანახატის შთაგონება, ცუდი რომ გამოსულიყო, დანაშაული იქნებოდა 🙂

  6. ოცნება, რომელიც ვერ ავისრულე.

  7. ვერც მე, მხოლოდ წარმოსახვაში 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s