მე, ზაფხული და ქალაზიონი

ზაფხულთან ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მგონი აღარავისთვისაა 2cb90f4102adუცხო. ჩემი წელიწადი ზაფხულიდან ზაფხულამდე დროის გადაგორებაა. არ ვცნობ არც ერთ დანარჩენ დროს. სიამოვნებით ამოვჭრიდი ყველას და დავიტოვებდი მხოლოდ სამ, მზისგან დაჭორფლილ თვეს.

არ აქვს მნიშვნელობა, მაქვს ფული თუ არა, მივდივარ სადმე დასასვენებლად თუ ვერა( უფრო ხშირად ვერც მივდივარ 🙂 ), მე მაინც კმაყოფილი ვარ და ვტკბები ამ სიცხისგან გათანგული ქალაქით, ვიღიმი ტანჯულ-გახვითქული სახეების დანახვაზე და ვეძლევი არაფრის კეთების ზაფხულურ მოთენთილობას.

ბუმბერაზი კლასიკოსების არ იყოს და» ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა?» მოინდომა აქ მოდუნება და დასვენება. სადაა ასე. თანაც ერთფეროვნება ხომ მოსაწყენია, გინდაც კარგი იყოს და მძაფრი შეგრძნებებიც სასარგებლოაო და  აჰა ისიცა!!! ვიღვიძებ ერთ უმშვენიერეს დილას. ვახელ თვალს, ხო, ხო, თვალს და არა თვალებს, რადგან ცალი მაქვს მარტო, მეორის ადგილას კი წითლად გასიებული  უფორმო სფერო მადევს. მტკივა მარა რა მტკივა. მდის ცრემლი, მარა რა მდის.

შემოვკარი განგაშის ზარი. წამოვიდა და წამოვიდა რჩევა-დარიგებები. დამამშვიდეს ბანალური ჯიბლიბოაო. კი გავაპროტესტე, მთელი ბავშვობა ისე გავიარე, არ მქონია და ამ სიბერეში რა დროს ეგაა-მეთქი, მაგრამ მაგან ასაკი არ იცისო, სიყვარულივით რა 🙂 . მკურნალობის ვარიანტებიც ერთობ საინტერესო აღმოჩნდა: გვირილის და ჩაის ნაყენის საფენები, ნივრის წასმა, მიფურთხება და თვალში კუტუს ამოსმა. აქ დავინტერესდი, ზრდასრულის-მეთქი? და არა, ჩვილისო. მოკლედ, რაკი არც შეფურთხება აღმოჩნდა ჩემთვის მისაღები და არც პენისოთერაპია, ისევ საფენებს დავჯერდი. არ მარგო. დამეხვიენ თავიდან დოხტურები და კეთილისმსურველები და დაასკვნეს კონიუქტივიტიაო. ბევრი ვიძახე, არ იქნება ეგ. ყველაზე და ყველაფერზე ქრონიკული ალერგიის მქონე, ანტიჰისტამინურებზე შემჯდარი ადამიანი მაგას როგორ ვერ მივხვდებოდი-მეთქი, მაგრამ საქმეში ხარ?  დიპლომი ხომ არ მაქვს ექიმის და რა ჭკუა მომეკითხება? დამინიშნეს წვეთები. თავიდანვე სკეპტიკურად განვეწყვე, მაგრამ ისევ რომ არ ემღერათ ძველი სიმღერა ჩემი სიჯიუტის შესახებ, ვიწვეთე და ვიწვეთე. რასაკვირველია, უშედეგოდ.

გავიდა ამასობაში ერთი კვირა. დავდივარ ასე ილიკო ბრუციანივით და ცალი თვალით ვუმზერ სამყაროს, მეორედან კი თხრამლი მდის. თან მტკივა ისე, რომ თავში უროს მიბრახუნებენ მგონია.

ბოლოს მომბეზრდა ლოდინი, გავიხსენე მარტივი ჭეშმარიტება, რომ რაც კი სხვისთვის დამიჯერებია, სულ მინანია მერე და ყოველთვის ის ყოფილა სწორი, რაც მე მიფიქრია და და წავედი უფრი ცივილურ კლინიკაში, კერძოდ ჯავრიშვილის კლინიკაში. მართალია, დაშინებული ვარ სახელოვანი კლინიკებით, მათი ფასებით , მერე ამ ფასების და მომსახურების შეუფერებლობით, მაგრამ «ოფთალმიჯი» გამონაკლისი აღმოჩნდა. ის კი არა  ძალიან კმაყოფილიც დაგირჩით. მშვენიერი ფასებია, კარგი მომსახურება, ყურადღებიანი პერსონალი. ექიმიც კარგი შემხვდა, იმდენად კარგი, რომ მე, გამოუსწორებელ სკეპტიკოსსაც კი ამიჩუყა გული და განმაწყო დადებითად.

ძალიან სასაცილო ვიყავი. შევედი ამაყი, გაპრანჭულაქსესუარებიანი, სათვალით( მელა კვდებოდა და თავი საქამთმისკენ მიჰქონდაო, ჩემზეა ნათქვამი). დავუჯექი ექიმს და რას უჩივითო. მე უხმოდ მოვიძრე, ფილმებში რომ იძრობენ სათვალეს, ისე და აი, რას ვუჩივი- მეთქი. უიმეო, შეიცხადა. მოკლედ, მსინჯეს, იკვლიეს და აღმოჩნდა რაღაც ვირუსი, რომელმაც გამოიწვია თვალის ანთება და მოიცა, რა ერქვა? ხო, ქალაზიონი, რაც მოკვდავთა ენაზე არის ლორწოვანი გარსის დაჩირქება და  მითხრეს, რომ კარგია, რომ დროულად მივედი, თორემ რქოვანაზე გადავიდოდა და მერე რია ვიცი, რია ვიციო. ნემსებიო. ის იყო გავიფიქრე, რა ბანალურობაა-მეთქი და დააყოლეს, თვალშიო. ოოო აი ეს უკვე სხვა საქმეა. ვინ თქვა, რომ სიახლეები არ არის მრავლად ცხოვრებაში? აი, თვალში ნემსები ჯერ არ გამიკეთებია.

ჰოდა, დავდივარ ახლა და ვეძლევი თვითგვემის ახალ სახეობას-ვირჭობ ნემსებს თვალსა შიგან. იქიდან წამოსულს ცალი თვალიდან სიმწრის ცრემლი მდის, მეორიდან- ქალაზიონიდან წამოსული თხრამლი. მაგრამ მაინც მიხარია ზაფხული.

ერთი ის მადარდებს, ვერც ექს-პრეზიდენტი დავიტირე ამ ჩემი ცალთვალობის გამო ჯეროვნად და ვერც ჩემს ექს-მერს მივწერე უსტარი. ესაა საქმე?( აქ სმაილს მივუწერ, ემანდ ვინმეს სერიოზულად ნათქვამი არ ეგონოს, ჭრელია ხალხი 🙂 ) მაგრამ ვიხსენებ ჩემს შოთას, ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავის მქმნელი რომაა, ვითა ტაროსი რომ გიხვდების და ჭირსა შიგან გამაგრებული ისევ ვაგრძელებ ზაფხულის ხვატით ტკბობას.

მე მიყვარს ზაფხული. ეს ერთადერთი დროა, როცა სრულიად უმიზეზოდ მეუფლება ამოუხსნელი სიხარული. მაშინაც კი, როცა არაფერიც არაა კარგად და იქნებ ცუდადაცაა, დავხუჭავ თვალებს, ავხედავ მზეს და მისი სიმხურვალე ისე ამავსებს სიცოცხლით, ყველაფერი ცუდი გაუფერულდება.

როგორ არ მინდა, ზაფხული მთავრდებოდეს…

პ.ს. გაგრძელება იქნება

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

7 комментариев на «მე, ზაფხული და ქალაზიონი»

  1. ზაფხული არ მიყვარს მეთქი რომ ვთქვა ენა არ მომიბრუნდება, მაგრამ აშკარად ადრე უფრო მიყვარდა ვიდრე ახლა, ბოლო 2-3 წელია, ისეთი სიხარულით აღარ ვხვდები. ახლა ვერ ვიტყვი ასაკში შევედი და ცუდად ვხდები მეთქი :დ მაგრამ აშკარად ვეღარ ვუძლებ სიცხეს და იმდენად ცუდად ვხდები, ზოგჯერ მგონია სულ ცოტაც და სული ამომხდება მეთქი. ამას დამატებული «კალიების ყოველწლიური შემოსევა» (მადლობა ღმერთს, წელს მათი ხილვის ბედნიერება არ მქონია და იმედი მაქვს არც მექნება) და ზაფხულის სიყვარულს ნამდვილად ვეღარ დავიჩემებ (ბავშვურად ჟღერს მაგრამ კალიებთან ისეთი დამოკიდებულება მაქვს, ოღონდ კალია არსად ვნახო და მზად ვარ გველებით სავსე ოთახში გავატარო ღამე).

    თუმცა ზაფხული კი არა აგვისტო მიყვარს, აი კონკრეტულად აგვისტო, ყველაფერი კარგი (ჩემი დაბადების ჩათვლით) ამ თვეს უკავშირდება და ის დროც «საუკეთესოდ» და «ბედნიერად» რომ მოვიხსენიებ, სწორედაც რომ აგვისტო იყო.

    თვალზე კიდე ძალიან კარგი რომ დროულად მიხვედი ექიმთან, ასე სხვების გამოცდილებით მკურნალობა ყოველთვის ძალიან სახიფათოა, ჰოდა, კი გექნება ეხლა მტანჯველი პერიოდი მაგრამ მთავარია რომ კარგად გადაივლის და ისიც კარგია რომ ზაფხულში დაგემართა (ამ დროს ხომ ბედნიერი ხარ, ჰოდა უფრო მარტივი ასატანიც იქნება). 🙂

  2. მაკა:

    ზაფხული აუცილებლად დამთავრდება,შენდა სამწუხაროდ და ჩემდაც…
    რაღაც გამახსენდა (ტყემლის არ იყოს 😀 ) ჩემი ახალგაზრდობის თბილისში ასე ხდებოდა:_აიღებდი ყურმილს სადმე დასარეკად და ისმენდი მთელი თბილისის ლაპარაკს.(ჩართული ხართ და გათიშეთ, ეს თქვენ ჩამერთეტ და თქვენ გათიშეთ და იყო დაუსრულებელი ჩხუბი)
    ავიღე ყურმილი და…ძალიან განაზებული ხმით გოგო ეუბნება ბიჭს,ვერ გამოვალ დღეს,
    _რატომ?
    _იცი თვალზე ჯიბლიბო მაქვს და ასე ქუჩაში როგორ გამოვიდეეე
    _იცი,დაგეხმარებოდი,მაგრამ მეშინია თვალი არ ამოგთხარო
    :*

  3. ხო, ცუდია, რომ დამთავრდება, იმაზე ცუდი, რაც ახლა მჭირს. ჰმ, როგორ უპირებდა ნეტა დახმარებას?:)

  4. მაკა:

    რაც შენ შემოგთავაზეს…მაგრამ დიდი ასაკის :*

  5. 🙂 🙂 🙂 ძაან გადარჩენილა

  6. ჯობდა არ დამთხვეოდა ზაფხულს, მაგრამ რას ვიზამ :), აგვისტო მეც მიყვარსმ ოღონდ არა ჩემი დაბადების დღე

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s