დედა, მამა, ერთი ბიჭი და ავტომობილი

დედაჩემი!.. კიდევ კარგი კარი ზედა საკეტითაც გადავკეტე, თორემ  გააღებდა. მერე შემოვიდოდა და მერე მტრისას, აქ ამბავი დატრიალდებოდა. მაშინ რომ იყო ისეთი, აპოკალიფსური. რომ მახსენდება, თმები ყალყზე მიდგება, მარტო თავზე არა ოღონდ…

წარმოიდგინეთ: მე და ჩემი გოგო ვართ მარტოები, განცხრომაში. მე, სრულიად დარწმუნებული, რომ «პრედკები» ხვალამდე არ დაბრუნდებიან და თავისუფლების მთელი დღე მაქვს წინ, ჭკუაზე აღარ ვარ სიხარულით. ყოველთვის კი არაა ასეთი ფუფუნება. მოკლედ რას ვამბობდი? ხო, ვართ მე და ჩემი გოგო ერთ ამბავში, ვინ საითაა და ვისი რა ვის რაშიას პონტში და ამ დროს იღება ჩემი ოთახის კარი და ყველაზე საშიშ თრილერსაც რომ არ დაესიზმრება ისე, ჩნდება დედაჩემი. ცხადად გავიგონე, როგორც ახმაურდნენ მისი მდედრი წინაპრების კაპასი ძვლები შორეული გურიის მიწაში. დედა შვილს არ აიყვანსო, ის იყო სწორედ. ერთი შეიცხადა და ეცა ჩემს გოგოს. ძლივს გამოვგლიჯე ხელიდან, ახლა ლანძღვა და მრავალფეროვანი შემოკობები რაღა ჩამოსათვლელია, ისედაც იგულისმება. მე ვაკავებ, ეს კიდევ იწევს და თან კივის, უყურე ამ უსირცხვილოს, ასე ურცხვად დგას ტიტველი და ვითომ აქ არაფერიო. ახლა თუ დამაცლით, ჩავიცვამო, უპასუხა გოგომ. ამაზე სულ გადაირია, ენას როგორ მიბრუნებსო. მოკლედ, დიდი წვალებით გავიყვანე ოთახიდან. გოგომ ჩაიცვა. გამოვიდა. ახლა იქ ეცა და გააგრძელა. მეც მომდგა, ჩემს ოჯახში ბოზი რამ მოგაყვანინაო. ლამის ვუთხარი, ეს ის არაა, რაც შენ გგონია-მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ეს სხვა შემთხვევებისთვისაა. თუმცა ამასაც უხდება, რადგან ჩემი გოგო ნამდვილად  კარგი გოგოა და აგერ უკვე ორი წელია სიამტკბილობით ვართ ერთმანეთთან. ყველაფერი მომწონს მისი. გარეგნობაც, აზროვნებაც, გემოვნებაც, იმ პონტშიც გადასარევია, არც ტვინს ბურღავს.  გამიმართლა პარტნიორში. მაგრამ ახლა ამ ყველაფრის დედაჩემისთვის ახსნა წყლის ნაყვაა. ამისთვის გოგო თუ ხელისმოწერამდე ბიჭთან დაწვება, ბოზია ერთმნიშვნელოვნად და გადარწმუნება ყოვლად შეუძლებელია. მოკლედ, ვდგავარ, არ ვიცი, რა ვქნა, ეს ილანძღება, გოგო მშვიდი სახით მიყურებს და მეკითხება: შენ ასე იდგები ყ..სავითო? მერე  ისე თქვენი შვილი კაი ხანია სრულწლოვანია და  რაკი ჩაწერილია აქ სრული უფლება აქვს, ვინც უნდა ის მოიყვანოს, თუ მარტო იმის მოყვანა შეუძლია, ვიზეც თქვენ დართავთ ნებასო. აქ კიდევ დამჭირდა დედაჩემის გაკავება. მერე გიტოვებთ ვაჟს უვნებელსო და ღიად დატოვებული კარიდან დავინახე კიბეზე, როგორ ხტუნვა-ხტუნვით ჩავიდა  მისი ცხენის კუდი.

მთელი თვე არ მიკარებდა სიახლოვეს ამის მერე. ძლივს შემოვირიგე და ყველაფერი ისევ ჯიგრულად იყო. ახლა? ეს მინდოდა? არადა, რომ არ გავაღო, არც ეს გამოდის. დედაა ბოლოსდაბოლოს, თან დასველებულა. ვდგავარ აკრული «გლაზოკთან» და გოგოს ვანიშნებ, დერეფანში რომ ოთახია, იქ შევიდეს. მე ამას შემოვიყვან და აბაზანისკენ გავიტყუებ, შენ კიდევ გაძვრები კარში-მეთქი. უხმოდ დამიქნია თავი და ხუთოსნურად, როგორც იცის ხოლმე, შეასრულა. რა ვიცი, თითქოს არც გაუპროტესტებია, არც წყენა დამჩნევია.  დედაჩემი იქით გავიყვანე , მერე ღიად დატოვებული კარი მივხურე და ოდნავღა დავლანდე მისი გაწეწილი თმა.

გვიან დავურეკე, მოვიკითხე. გადასარევად ვარო. შენ რომ გამომაძუძგე მაქედან და იმ თავსხმაში რომ გავედი და გავილუმპე იმის მოლოდინში, რომ გამოაღწევდი და მანქანით მაინც წამიყვანდი, ერთმა კარგმა ბიჭმა გამიჩერა, სახლშიც მიმიყვანა და შეგიძლია დღეიდან არც მნახო და არც დამირეკოო. აი ასე, უცებ. არც ამიხსნა, რატომ. რა ეწყინა, აბა უნდა გამეღო და დამეხვედრებინა დედაჩემისთვის? პირიქით რომ ყოფილიყო, მსგავს სიტუაციაში მე ვყოფილიყავი მასთან და ასე გაპარვა მომწეოდა, გამიტყდებოდა? სულაც არა. არც ის მეწყინებოდა კიდევ, თუ არ გამომაკითხავდა და წვიმაც თუ დამასველებდა. ეგაა რა. ვერ გაიგებ ამ ქალებისას. აი ბიჭები რომ ამბობდნენ ხოლმე, ყველა ქალი ერთი და იგივეაო, მე ვბლატაობდი,  ჩემი გოგო მასეთი არაა-მეთქი. ზოგჯერ კიდეც შურდათ, ვატყობდი და მისწორდებოდა რაღაცნაირად. ახლა კიდე მაგათ უნდა ვუხსნა, რატომ და რა მოხდა. მეც ვიტყვი, დავშორდი, ჯვარი კი არ მქონია დაწერილი-მეთქი. აბა იმას ხომ არ ვიტყვი, ასე «დამაპაშოლა»-მეთქი.  არადა, რასაც ჰქვია, ზედ ვყვებოდი, არასდროს არც დამიყვირია და არც შემიგინებია მისთვის, როცა გვიჩხუბია, მაშინაც კი, ხელის აწევაზე ხო საერთოდ ლაპარაკი არაა. იმ ამბავშიც სულ ვცდილობდი კმაყოფილი დამრჩენოდა, თვითონაც კი კაი ოხერი იყო ამ პონტში, მაგრამ მაინც. ხოდა მეტი რა მექნა?  ვერ გავაკითხე ხო, რომ გავსულიყავი, სულ დასაბმელი გახდებოდა დედაჩემი. თანაც როგორც გაირკვა, მამაჩემისთვის უნდა მიმეკითხა და გამომეყვანა მანქანით. საწყენი იყო  ეს?

ასეა რა, ვერ მოიგებ ამ ქალების გულს ვერაფრით. ერთი პატარა ფეხი გადაგიბრუნდება და ყველაფერს წყალში გიყრიან. მარტივად ვერაფერს უყურებენ. არადა, როგორ მეგონა, რომ ჩემი გოგო სხვანაირი იყო.  გატეხილში ვარ…

ავტორის მინაწერი: ამბავს საფუძვლად დაედო რეალური ამბავი, უფრო სწორად, 21-ე საუკუნის ათიან წლებში ორი ყმაწვილის შემთხვევით მოსმენილი დიალოგის ფრაგმენტები

 

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «დედა, მამა, ერთი ბიჭი და ავტომობილი»

  1. მართალია ეს ბიჭი, შემეცოდა ://

  2. კია შესაცოდი. თუმცა იმ გოგოსიც მესმის, განსაკუთრებით იმ მომენტში, წვიმაში რომ იდგა და ეგონა ამას ეყოფოდა გამბედაობა სახლიდან გამოსვლის. როდესმე კაცად ხომ უნდა ჩამოყალიბდეს… ცოდვაა კი, გეთანხმები.

  3. მეტის ღირსი იყო თქო, რომ დავწერო, ძალიან ბანალური ვიქნები, ხო? არაუშავს. დაე, ვიყო!

  4. ბანალურობა ყოველთვის ცუდი არაა 🙂 მეც მასე ვფიქრობ

  5. yvelaze tragikuli aq isaa rom ver mixvda im gogos wasvlis mizezs da patara shecdomad chatvala tavisi chmoroba

  6. მართალი ხარ და ამ ამბის ყველაზე მთავარი მომენტიც ეგაა.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s