აკაკი-ძაღლი და ცხვრები

ერთი ფარა ცხვარი დადიოდა თავისუფლად, თანაც ერთი ძაღლი დაჰყვებოდა და ყოველთვის ყეფაში იყო ისე, რომ სწორედ მოაძულა თავი ცხვრებს. აუტყდნენ ცხვრები: რა უბედურებაა, რომ ეს ძაღლი არ გვასვენებსო! ნეტავი რა სარგებელი მოაქვს ამის ყეფასო? ყურათასმენა აღარ გვაქვს ამისგან და ბულბულების ჭიკჭიკიც აღარ გვესმისო. ერთი სიტყვით, იმოდენად შეაწუხეს ეს ძაღლი, რომ ვეღარ გაუძლო მათს დევნას, დაანება ცხვრებს თავი და მოშორდა. თვითონაც დაისვენა და ცხვრების გახარებული დარჩნენ.გამოიარა მცირე ხანმა და, მისთანა თქვენს მტერს, ცხვრებს საქმე მოუვიდათ: ძაღლის ყეფა რომ ვეღარ გაიგონა მგელმა,იფიქრა: მისთანა სიზმრებს ვხედავ, რომ, მგონია, ჩემი ბედი აკუნტრუშდაო! — მიუახლოვდა ცხვრის ფარას და ძაღლი რომ ვეღარ დაინახა, გაერია შიგ, ხან ერთს შეაჯდა ზურგზე და ხან მეორეს! ჰქიჩნიდა უმოწყალოდ!.. შევიწროებულმა და ბედის მაწყევარმა ცხვრებმა ღმერთებს მიმართეს ვედრებით: «ყოვლის შემძლებელო, ისევ წაღმა მოგვიბრუნე ჩვენი ბედის ჩარხიო! აქამომდე ძაღლისგან აღარ გვქონდა ყურთასმენა და ახლა მგელი უარესს გვიშვრება: ზურგზედ ტყავს აღარ გვარჩენსო!» იუპიტერმა მიუგო: «თქვე უგუნურებო, თქვენაო! ის ძაღლი იმიტომ კი არ ყეფდა, რომ თქვენ შეეწუხებინეთ, არა ,იმიტომ არ ისვენებდა, რომ თქვენი მტერი მგელი შეეშინებია, და ეგ დღე არ დაგდგომოდათო. თქვენი ერთგული თქვენვე მოიძულეთ და ახლა რაღას მაწუხებთო?!» შეწუხდნენ ცხვრები და ისევ შეევედრნენ: «რადგანაც მისი დაბრუნება აღარ შეიძლება, ერთი პატარა ლეკვი მაინც გვიბოძეო!» მაშინ განრისხებულმა ღმერთმა მიაყვირა: «თქვენ ისეთი ჯიშისა ხართ, რომ კუდი მოკლე გაქვთ და რქები დიდიო და სანამ მაგ რქებს არ მოიცვლით და ტყავს კუდის რიკამდე არ ჩაგახევენ, ვერც ძაღლს იგუებთ და ვერც კატასო! ბულბულის სტვენით ნადირი ვის მოუგერიებიაო? წაბრძანდით ახლა და თქვენს მელიებს დაეკითხეთო!» 1884 წელი

Запись опубликована в рубрике სხვადასხვა с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s