ტოტებს ქარისას გადაჰყვა

91365

ჯერ ნახევრამდე ვარ მისული. დაწოლამდე დავცლი. ურნაში ჩავუძახებ კოლოფს და გავაყოლებ 20-ჯერ ნაფაზ-ნაფაზ ნაფიქრ-ნამსჯელევს.

შევუწვები ღამეს ლოგინში გაჭვარტლული ფილტვებით, ჩახეხილი ბრონქებით, ნაწვალევი ფიქრებით და გვარიანი ხველა-ხლუჯუნის მერე რაღაც მომენტში აუცილებლად გავიფიქრებ, რომ უნდა შევეშვა, უნდა გადავაგდო( სტილისტურად თავი დავანებოა სწორი, მაგრამ დავტოვებ კალკს, ასე უფრო მომწონს).

დილით ისევ დაიწყება დღე ბანალურად ყავით და ცელოფანშემოცლილი კოლოფით, წვით და დაგვით ჩაფერფლილ-ჩამწვარი ფიქრებით.

სიგარეტივით ხარ-მეთქი ვუთხარი. ყოველ ღამე ფიქრობ გადამაგდო და ვერ მაგდებო?-მკითხა გაბრწყინებულმა. თავი დავუქნიე და მხარზეც მოვუტყაპუნე ხელი, მიხვედრილობა შევუქე. გაიჯგიმა და ისე ჩამიკრა გულში, დავინახე, როგორ სამტიმეტრობით მოიმატა სიმაღლეში მისმა თვითშეფასებამ. ასე ალბათ ის არ გაახარებდა, რომ მეთქვა, ვგიჟდები შენზე, უშენოდ არ შემიძლია-მეთქი. თუმცა ასეთ სისულელეს არც არასდროს ვიტყოდი, იმიტომ, რომ არც მომივიდოდა თავში. კარში გამოსულმა თავი შევყავი უკან და ვკითხე, ისე, როგორ გგონია, ადამიანის გადაგება უფრო ადვილად შეიძლება თუ სიგარეტის-მეთქი. პასუხს არ დაველოდე და კიბეზე დავეშვი. სადარბაზოდან გამოსულს ზარი დამეწია, დაფეთებული ხმით რეკავდა, რატომ მკითხეო. მეც, რა ვიცი, ისე, უბრალოდ-მეთქი.

საძილედ გამზადებულმა ჩავკალი ბოლო ღერი, მოვისროლე ცარიელი კოლოფი და მშვიდად დავტოვე უპასუხოდ, უკვე მერამდენედ, შემომავალი ზარი.

დილით ზამთრის სიცივე დამახვედრა მარტმა. მეც მოვიკალათე სავარძელში, სახესთან მივიტანე ქაფქაფა ფინჯანი და თამბაქოს და ყავის სურნელში გახვეული მივაშტერდი ჩემს ჭერამს, უმოწყალოდ რომ აცლიდა თეთრ ყვავილებს მარტის ქარი. მე არც თეთრი ჩავიცვი და არც ქარში წავედი მოცარტივით, უბრალოდ ავიღე ტელეფონი და ერთადერთი სიტყვა დავწერე: გადაგაგდე.

ვრთავ მუსიკას, არა მოცარტს, არა რეკვიემს. მარტის ამ ქარიან და სუსხიან დილას მე ვუსმენ ვივალდის «შემოდგომას», რომელშიც  რატომღაც გაცილებით მეტს ზაფხულისას ვხედავ, ვიდრე შემოდგომისას…

P.S.მიყვარს, როცა ჩემს დასმულ კითხვას, თვითონვე ვცემ პასუხს…

Запись опубликована в рубрике პროზა, ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «ტოტებს ქარისას გადაჰყვა»

  1. ჩემი დაწერილი მეგონა :)))

    სიგარეტი=კონკრეტულ ადამიანს? თუ სიგარეტი=ადამიანს, სიგარეტის კონკრეტული მარკა (მაგ კენტი 8)=კონკრეტულ ადამიანს?

    ანუ სიგარეტის გადაგდება ზოგადად ადამიანებისადმი რაღაც დამოკიდებულების გადაგდებას ნიშნავს და კონკრეტულ მარკაზე უარის თქმა, კონკრეტულ ადამიანზე უარის თქმას?

  2. როგორც გამოცდილებამ აჩვენა, კონკრეტულ მარკაზე უარის თქმა,სიგარეტის მარკის გამოცვლაა, კონკრეტული ადამიანის გადაგდება მასზე საბოლოოდ უარის თქმაა ან მისი შეცვლის მცდელობა, მოწევის გადაგდება საერთოდ უარია სიგარეტზე, როგორც ჩვევაზე და ამას ადამიანისგან განსხვავებით ვერაფრით ჩაანაცვლებ, ამიტომ უფრო ძნელია და დიდად არც გინდება ამიტომ მაგისი გაკეთება 🙂 . რაღაცა ნამეტანი ჩავხლართე, მაგრამ მჯერა ამ აბრაკადაბრაში გამოიტან აზრს. 🙂 ვზივარ და ვაბოლებ :)პ.ს ანუ გამოდის ადამიანის გადაგდება იგივეა, რაც სიგარეტის კონკრეტული მარკის გამოცვლა, ამიტომაცაა უფრო იოლი 🙂 გადასარევია!!!

  3. მეც მაქამდე მივედი 🙂 მოკლედ თუ კენტიდან მალბოროზე გადახვედი, გამოცვალე ადამიანი და თუ სიგარეტს დაანებე თავი, მაშინ გამოდის რომ საერთოდ ადამიანებისადმი ამგვარ დამოკიდებულებაზე თქვი უარი.

    მოკლედ სიგარეტის ერთგულება ერთია, მარკების მეორე 🙂

  4. აჰა, ოღონდ ადამიანების შემცირება არაფრით არ იგივდება სიგარეტის რაოდენობის შეცირებასთან, რაღაცა პირველის ნაკლებობას უფრო ადვილად ვიტან 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s