ერთი დღე მარტში

მარტის ქარი დატრაბუცობს ქალაქში. dym-kosyak-Favim.ru-83161

მივყვები გზას . ადამიანები დაბორიალობენ ირგვლივ. მეჩვენება, რომ უმრავლესობა წაიგონჯებს, ან იქნებ არც მეჩვენება.

ქარი თვალებში მაყრის მტვერს და სინანულს.

მივყვები გზას მეგობრამდე.

კენწეროში მოქცეულ პატარა ხუხულაში ორი საუბრობს, კვამლში, ყავისა და შოკოლადის თანხლებით.

ამბრის და უმბრის, აქაური და იქაური.

სიტყვები თვითონვე ენაცვლებიან ერთმანეთს.  საით არ მიჰყავთ  მოსაუბრეები. ყელზე საბელგამობმულივით მიჰყვებიან მორჩილად სიტყვების დენას და ყველაფერს  სიმართლის სუნი ასდის…

ხელიდან ხელში გადადის სიტყვა და კვამლით დაბურული ბოთლი. ტრიალებს «მშვიდობის ჩიბუხი» და ბურანსა და მოძალებულ სიცილს შორის სივრცეს კლავს საუბარი. ალბათ სადღეგრძელოც ასე უნდა იყოს წესით. თემა, რომელიც შემოვარდება და რომელზეც საუბრობ, მსჯელობ შენც, სხვაც და ბოლოს ასკვნი რაღაცას, ყოველგვარი დაზეპირებული გაცვეთილობის გარეშე.

მშვიდობის კვამლი ფანტავს მდუმარებას, სევდას და გულიდან ამოხეთქილი სიცილი ავსებს მთელ სხეულს.  ეს არ ჰგავს «სიცილის ოთახში» დანახული გამოსახულებებით გამოწვეულ სიცილს. ეს იქნებ უმიზეზო, მაგრამ მართალი, გულიანი სიცილია, იქნებ სხვებზე, იქნებ საკუთარ თავებზე . და ამ დროს ცხოვრება აღარ ჰგავს უნიჭო დოკუმენტურ ფილმს. ამ დროს გახუნებული ფერები თავიდან იბადებიან და მარტის ქარი მტვრისა და მოწყენილობის ნაცვლად ბაბუაწვერებივით ყვავილებს მაყრის თვალებში.

გზა იგივეა, თითქოს მეც, ოღონდ აღარაფერი ხვდება მზერას გარდა სიმსუბუქის და სისავსის, რომელსაც ღიმილის გრილი სუნი დაჰკრავს და მოწითალო ღრუბლები გასდევენ ფონად.

მარტი  დატრაბუცობს ქალაქში…

Запись опубликована в рубрике ემო, მიძღვნა :) с метками , , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «ერთი დღე მარტში»

  1. Уведомление: ერთი დღე მარტში - ქართული ბლოგები

  2. „ყველაფერს სიმართლის სუნი ასდის…“ და არაფერი იყო ყალბი …

  3. და სიმართლისგან ყველაფერი იყო გამჭვირვალე 🙂 :*

  4. დავმშვიდდი

  5. მეც, და დღესაც გამომყვა 🙂 გირჩევ :)))

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s