მკვლელი

პირველად საკუთარი მამა მოვკალი, დიდი ფიქრის და წვალების შემდეგ. გამიჭირდა3 (2) შესრულებაც და შეგუებაც. დიდხანს მტანჯავდა «რაღაც». მაინცდამაინც სინდისის ქენჯნას ვერ დავარქმევ იმ» რაღაცას». ალბათ უფრო იმ ყველაფერზე დარდი იყო, რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა.  მერე მიჰყვა და მიჰყვა. თანმიმდევრობა აღარც მახსოვს, არც კატეგორიები, რაკი ყველა შეიძლებოდა მოხვედრილიყო ამ სიაში: ახლობელი თუ შორებელი, მეგობარი თუ უბრალოდ ამხანაგი, ნათესავი თუ უბრალოდ ნაცნობი. რასაკვირველია, ყოველ ახალ მკვლელობას წინ ისევ დიდი ხნის წვალება და ფიქრი უძღოდა, შემდეგ კი ისევ ის მტანჯველი «რაღაც» მოსდევდა. მაგრამ ეს თავიდან. დროთა განმავლობაში ისე ჩვეულ ამბად იქცა ეს ყველაფერი, უკვე გარდაუვლობის და, მეტსაც გეტყვით, აუცილებლობის ელფერიც კი შეიძინა და ნელ-ნელა გადაიქცა ცხოვრების წესად. აღარც დაფიქრება მჭირდებოდა დიდხანს და აღარც დარდი.

თავიდან მეგონა ამით ვიადვილებდი ცხოვრებას. მერე ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ  მოკლულთა გარემოცვაში აღმოვჩნდი. მხოლოდ შიგადაშიგ თუ გამოერეოდა თითო-ოროლა კინკილა ცოცხალი. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მოკლულები სულაც ვერ ხვდებოდნენ, რომ ცოცხლების სიაში აღარ იყვნენ და მაინც მიწევდა მათთან ურთიერთობა, თან ისე, რომ მაინცდამაინც არ მეგრძნობინებინა, უკვე გვამის სუნით ყარხართ-მეთქი. ამას იმხელა ძალისხმევა სჭირდებოდა, რომ არაქათგამოცლილი უკვე საკუთარ თავს ვგრძნობდი მოკლულად.

ყოველი მათგანის მოკვლისას, საკუთარი თავიც მომიკლავს თურმე და როცა ზეზეურად ხრწნის სუნმა ჟანგბადი გადამიკეტა, როცა საკუთარ თვალებში მომაკვდავის მზერა დავიჭირე( ჩაგიხედავთ მომაკვდავისთვის თვალებში? შიში, მარტოობა, დაქანცულობა, უმწეობა და ხვეწნა ერთმანეთშია არეული და აჭრილ მზერაში არყოფნის სიცარიელე მოჩანს) ზურგით დავჯექი.

ვზივარ ზურგით სამყაროსკენ. ჩემ უკან ირევიან ადამიანები, მე კი მხოლოდ წინ ვიყურები, სადაც სიცარიელის უსასრულობაა. ეს სიცარიელე წვეთ-წვეთად გადმოდის ჩემში,  მავსებს და ვიცლები.ისე აშკარად ვგრძნობ ამ სიცარიელეს,  ზოგჯერ მსხვრევადი მგონია თავი.

მშვიდი სიცარიელით ვზივარ სამყაროში უსამყაროოდ და რაკი აღარაფერი დარჩა მოსაკლავი, დროს ვკლავ.

ვკლავ დროს წლობით, დღეებით, საათობით, წუთებით, წამებით.

ვკლავ დროს არყოფნამდე.

ვკლავ დროს და ველი მისგან საპასუხო გასროლას…

Запись опубликована в рубрике ჩანახატები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

7 комментариев на «მკვლელი»

  1. TAMARA:

    კატარინა, ისე ახლოს ხარ, რომ ჩემი და მგონიხარ….

  2. TAMARA:

    ბოდიში კატერინა მინდოდა მეთქვა….ისე ჩემს დას სინამდვილეში კატარინა ქვია…

  3. მით უმეტეს, არა უშავს, კარგიც კია მაშინ 🙂 მიხარია ჩემს სიცარიელეში ადამიანების პოვნა, რომლებიც სიახლოვეს გრძნობენ ჩემთან… :*

  4. TAMARA -ს ვეთანხმები 🙂

  5. 🙂 მადლობა. მრავლად მენახეთ სულით მოახლოვე ადამიანებო :*

  6. და არა მხოლოდ დროსა და ადამიანებს – მოკლული ფიქრების, ჩანასახშივე დაწუნებული იდეების, ემოციების, ურთიერთობების, სათქმელის მკვლელები ვართ. ჰოდა, რა გასაკვირია რომ ცხვირში გახრწნილი გვამების სუნს ვგრძნობთ და შიგნიდან კიდევ ლპობას განვიცდით.

    ყველაზე დიდი სიამოვნება მკვლელობის პროცესი კი არა, ერთ ჩვეულებრივ საღამოს იმის აღმოჩენაა რომ შემოგაკვდა. ხშირად მიჩნდება ხოლმე სურვილი, რაიმე მოძველებული ხერხით ვაცნობო, ეს ესაა შემომაკვდი მეთქი.

  7. მე აღარ მიჩნდება სურვილი მაგისი გაგებინების, თვითონ იწვალოს და მიხვდეს, ცოცხალია თუ მკვდარი, ან თუ ვერ მიხვდება, ეგონოს საკუთარი თავი ცოცხალი ზოგადად, თუმცა მაინც მგონია, რომ სულის სიღრმეში ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ ცოცხალი მხოლოდ ზოდადააა, ჩემთვის კი მკვდარზე უმკვდრესი…შენ უფრო ლბმობიერი ყოფილხარ, შემოკვდომა უფრო ჰუმანურია. ჯერ წინ გაქვს ყველაფერი 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s