ორ წელს შუა

ესეც ასე, კიდევ ერთი წელი ჩავკალ-მივაძაღლე და ტრადიციულად კვლავ არაფერი 01გაჰყვა ისეთი, «ცრემლიანი თვალით რომ მახედებდეს» უკან. რაღა დროს გასული წლის შეჯამებაა, ყველამ  დააჯამა უკვე, რაც კი ჰქონდა შესაჯამებელი, მაგრამ ეტყობა უსაქმურობის ჟამს სერიალსა და სერიალს შორის შუალედებმა თავის გაიტანეს და  მაინც დავიწყე ეს უაზრო არითმეტიკა.

ტრადიციულად მარცხით დამთავრდა ყველა მცდელობა სიახლის პოვნის, თუმცა სიახლე ისაა, რომ აღარ ვდარდობ ამას და ვიღებ, როგორც ჩვეულებრივ ამბავს და კანონზომიერებას.

სამაგიეროდ, ყველა მცდელობა მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგიანად დამთავრდა- ყოველი ასეთი მონდომების და შემართების შემდეგ ფინალში გაცილებით უარესადაა ყველაფერი, ვიდრე მცდელობის დაწყებამდე იყო. რა გინდა, რაც ერჩი, ესეც ცვლილებაა.

ტრადიციულად ერთი-ორი ადამიანი გავაყოლე იმ წელს, აი, შემომატების კი რა მოგახსენოთ.

ის წელიც მოსწავლეებთან ჩიჩინში გავატარე და, სავარაუდოდ, ამ წელსაც ასევე იქნება.განკითხვის დღესავით მზაფრავს იმის გაფიქრებაც კი, რომ ორშაბათს მთავრდება ჩემი არდადეგები, მაგრამ რაკიღა «ესე ყოველი ცხოვრებაი წარმავალ არს და დაუდგრომელ», ვემზადები მორალურად. ჰო, აი იმ მოსწავლეს, წინა პოსტში რომ მოგიყევით, დავემშვიდობე. ერთ მორიგ გაკვეთილზე რომ მივედი და დიდ ხანს მალოდინა კართან, მერე დედიკოს რომ ებაასებოდა ტკბილად და მე რომ გაღიმებული ვუყურებდი და თან ფილმად ვხედავდი, როგორ გამოვჭერი ყელი ორივეს, გამოვუფატრე მუცელი და ჭყლოპინით ვადევნებდი თვალს, როგორ ცვიოდა ნაწლავები მათი გადაჭრილი მუცლებიდან, მერე როგორც ავიღე ის ფული, რაც უნდა მოეცა, როგორ დავშალე წვრილ კუპიურებად და სათითაოდ დაგორგლილი შევტენე უკანალში დედასაც და შვილსაც, ავდექი და ეს ყველაფერი რომ უცებ მართლა არ განმეხორციელებინა, წამოვედი( რასაკვირველია, რამდენიმე ტკბილი სიტყვის დატოვებით) და კიდევ ერთხელ გავუმეორე თავს ამაყად, რომ  არანაირი ფული არ ღირს ჩემს თავმოყვარეობად.

ხო, შენ ხარ ჩემი ბატონი და ურთიერთობები ზოგი დავამთავრე, ზოგი არ ვიცი დავამთავრე თუ არა, ზოგი თითქოს დავიწყე, მაგრამ მაინც ვერ დავიწყე მთლად საფუძვლიანად და თვითონაც ვეღარ ვხვდები, დავიწყე თუ მომეჩვენა, ზოგს ვაპირებ და თან არ ვიცი, ღირს თუ არა და ასე…

სრულიად საბოლოოდ და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დავიკიდე ყოველგვარი ახლობლურ-ნათესაური და ასეთი პონტის ამბები. არსად არ მივდივარ, სადაც ოდნავ მაინც არის იმის ალბათობა, რომ რამეზე ნერვი უნდა ამიტოკდეს და საერთოდ არ მანაღვლებს, რას იფიქრებენ და ეწყინებათ, თუ არა. არ ვერევი არანაირ დისკუსიაში, უფრო სწორად კამათში, აბა ჩვენთან დისკუსია სად იციან, ეგრევე კამათი და წივილი-კივილი და ლანძღვა-გინებაა. ის კი არა, სოციალურ ქსელებსაც საინფორმაციო წყაროდ უფრო ვიყენებ, ვიდრე საკონტაქტოდ. ვიგებ რა ხდება ქვეყანაზე, ზოგჯერ ამასაც არ ვშვრები. რაღა საქმე მაქვს იმასთან, რაც ხდება იქ, სადაც კაი ხანია მივხვდი, რომ ჩემი ადგილი არაა. ასემც უქნიათ დაუჭამიათ ერთმანეთი რეალურშიც და ვირტუალურშიც.

საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ ჩემი ცხოვრება არის მცდელობა საკუთარი თავის და  საყვარელი ადამიანების დაცვის და გადარჩენის და მეტის აღარც ძებნას ვაპირებ არაფრისას და აღარც მოპოვებას.

მთელი წელია ვებრძვი რამდენიმე კილოგრამს და ეს ბრძოლა კაი ხანია დამსგავსა იმ ავადხსენებულ ნაშრომს — » ნაბიჯი წინ-ორი ნაბიჯი უკან». დავიწყე ვარჯიში ისევ და დაკლების მაგივრად მგონი მოვიმატე :). თუმცა რა გასაკვირია, ძგიდის ოპერაცია გავიკეთე და საერთოდ ვეღარ ვსუნთქავ 🙂 .

ნაყოფიერად ჩაიარა გრიპთან თანამშრომლობამ: შესუნთქულ-შესხურებული მაქვს 2 ლიტრი «აკვამარისი», ამდენივე «სნუპი»,დაწუწნულ-ჩაკრახუნებული მაქვს ერთი კილომეტრი «სტრეპსილსი» და ამდენივე ექინაცია, დალეული მაქვს ერთი ცისტერნა ტერაფლიუს ჩაი, ზოგი დარიჩინით და ზოგიც ლიმონით.

ტრადიციულად ვებრძოლე ყოფით პრობლემებს, ზოგი მოვიგვარე, ზოგიც ვერა, მაგრამ ოჯახი უკმაყოფილო არაა ჩემით 🙂 .

ჰოდა ასეა, ორშაბათს მთავრდება ეს უცნაური შუალედი ორ წელს შორის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს ახალი წლის ამბებიდან. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სადღაც გაიჭედე დროში, აღარც წინა წელში ხარ და არც ახალში, თითქოს ამოვარდი წელთაღრიცხვიდან და სამყაროდანაც საერთოდ. ორშაბათს ვბრუნდები და მივყვები ახალ წელს ახალი( ან ძველი) პრობლემებისკენ. დიდად არაფერი ვგეგმავ წონის დაკლების გარდა.

მოკლედ, გემშვიდობებით და თუ ამ ახალ წელში გადამივლის  ეს უნებლიე დაკარგვა წერის სურვილის, მოვბოდავ კიდევ რამეს, თუკი დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც ეს აინტერესებს 🙂

ახლა კი წავედი, გამოვიცვალო უნდა, თორემ ჩემი საწყალი ჯინსი სიმწრით კბილებდაკრეჭილი მახსენებს სამომავლო გეგმას და  ისე ჩაფრენია ჩემს ჭიპს, ლამის გადამჭრას. ისე, კი ვწუწუნებ ხოლმე, მაგრამ ეს წონაში მატების პრობლემა რომ არ არსებობდეს, რაღა მეშველებოდა? საქმე მაქვს ორშაბათიდან, სერიოზული საქმე და დიადი მიზანიც 🙂

კარგად მეყოლეთ ❤

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

9 комментариев на «ორ წელს შუა»

  1. tami:

    აი წონი პრობლემამ გადაფარა ჩემი ყველა სხვა პრობლემა. წარმატებები კატერინა<3

  2. ვიცოდი, მაგას მეტყოდი 🙂 ხო, ვემზადები მორალურად. მადლობა და შენც წარმატებებს გისურვებ და თან არა მარტო წონის ამბავში :*

  3. tami:

    მადლობა კატერინა<3

  4. «თუკი დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც ეს აინტერესებს» როგორც ხედავ დავრჩით! 🙂
    ეს წელი ისე დაიწყო ვერ გავიგე, ვერც წინა წელს ვაჯამებ და ვარ ასე მეც გაჩხერილი ორ წელს შუა.
    მეც შვებულება მაქვს და სულ რამდენიმე დღეში მთავრდება, ასე რომ შენს დღეში ვარ 🙂
    წარმატებები გეგმების შესრულებაში!! იქნებ მეც დავისახო რამე მიზნად 🙂

  5. :* :* ეჰ, სადღაა მიზნები… საკეთებლებია მაგენი უფრო 🙂 მადლობა. ხო, უცნაური შუალედია ეს პერიოდი, მეგონა მარტო მე ვიყავი ასე… მოკლედ, გაკვეხებულები ვართ და არა მარტო ორ წელს შუა 🙂

  6. „აზრის მართვის უნარი ადამიანის ხელთაა და აქედან გამომდინარე ადამიანის ხელშია მთელი მისი მომავალი და ბედისწერა” ტიბეტური სიბრძნე

  7. კი, კი, მაგასაც ვიმეორებ ხოლმე 🙂 ეგეც იმ სიიიდანაა, სიბრძნედ ციტატაში რომაა და როგორც კი ყოფაში გადმოდის, უტოპიაა 🙂

  8. „უტოპია“ ხომ იმიტომ არის, რომ ყველაზე რთული აზრების(ში) ცვლილებაა… 🙂

  9. ჰიჰიჰიჰიჰი

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s