შემოდგომა

მცვივა დღეები, ფერწასული, დამჭკნარი და ნელ-ნელა ვშიშვლდები.561269_354287738016142_2124449471_n

მცივა ცა ნაცრისფერი, მტკივა მზე განელებული.

სველ მიწას ფენად ეკვრება წითელ-ყვითელი და საძებარი მიხდება მწვანე.

ვგდავარ ფერშეცვლილი, გარდაცვლილი და ვადევნებ თვალს უამრავ ფეხქვეშ ატეხილ შრაშუნს.

სულ ცოტაც და ეს ხმაც მინელდება მზის მცხუნვარების მგსავსად,

ნეშომპალად იქცევა გახუნებული დღეები, საათები,

ჩაკვდება სველ მიწაში   წითელი, რომელსაც გამხმარი სისხლის სუნი აქვს,

და ყვითელი, რომელსაც თამბაქოს ფერი დაჰკრავს.

მე კი ვიდგები ალბათ გარდაცვლილი და ისევ ვინატრებ ფერებს ვანგოგურს.

და რაც მეტად ვინატრებ, მით მეტად ჩამავლებს მყრალ საცეცებს სიძველე,

ძარღვებცარიელი ვიდგები მომაკვდავად და აღარც გავიბრძოლებ,

რაკი დიდ ურსულას ვემსგავსები მგონია…

მე კი რემედეოსს გავყოლოდი მინდოდა ყოველთვის,

თეთრი ზეწრების ტკაცუნით ცაში…

Запись опубликована в рубрике არაპოეტური ლექსები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Один комментарий на «შემოდგომა»

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s