გაბახებულები

პირველად სიტყვა იყოო. მე კი პირველად გრძნობები და აზრები მგონია იყო. ალბათ 84_mainდიდხანს ღრღნიდნენ და აწვალებდნენ HOMO SAPIENS-ს და საბოლოოდ სიტყვებს მიმართა საშველად. ჰოდა, მიყვა და მიყვა.

იშველიებდნენ და იშველიებდნენ გაუთავებლად, ჭკვიანურად თუ სულელურად, სხვებთან თუ საკუთარ თავთან საუბრისას, შინაურებთან თუ გარეულებთან, საქმისთვის თუ ემოციებისთვის, საჯაროდ თუ ფურცელში თავჩარგულად, გულის მოსაგებად თუ ჭკუის დასარიგებლად,ერთისთვის თუ მრავალთათვის.

ხმარებაში ყველაფერი ცვდება, მოგეხსენებათ. ჰოდა, გაცვდა სიტყვებიც. მით უმეტეს, რომ კაი ხანია, გრძნობები გამოეცალა და აზრებიც იმდენად ერთი და იგივეა, უკვე ვეღარც რომ გადაახალისებ, რაც გინდა იწვალო სიტყვების კომბინაციებზე.

ადამიანები სიტყვებს ხმარობენ, პირდაპირი გაგებითაც და გადატანითითაც…იფრქვევიან აქეთ-იქით უმოწყალოდ გაბახებული  სიტყვებით შეკოწიწებული ფრაზები და მათი სიყალბე ყროლის სუნით ავსებს სამყაროს.

დასაჭურისებული გრძნობები, გაცვეთილი აზრები აწყობენ სიტყვებს და ეს პროცესი უღიმღამო სქესობრივ აქტს ჰგავს, უფრო ხშირად კი- გაუპატიურებას…

კარგა ხანია, შევიძულე სიტყვები. აღარც ვამბობ და აღარც ვისმენ, აღარც ვწერ და კითხვითაც ერთობ ვფრთხილობ არჩევისას. ან რა საჭიროა? პირველად ხომ გრძნობები და აზრები იყო. გრძნობების გადმოცემა ქმედებით მირჩევნია, აზრების  ადგილი და დრო კი ყოველთვისაა გონებაში  და სულაც არაა საჭირო სხვებისთვის თავზე მოხვევა. არადა, ახლა სწორედ ამას ვაკეთებ და ჩემი ნაბოდვრით ვაწვალებ კიდეც ალბათ ვინმეს, მაგრამ ეს ხშირად არ განმეორდება, პირობას ვდებ :).

პ.ს. ისე მაინც დარჩა ერთი სიტყვა ნამუსაუხდელი. მისი გაუბახებლობის მიზეზი მისსავე შინაარსშია, რაკი თავად მოიაზრებს ამ  აქტს…

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

9 комментариев на «გაბახებულები»

  1. «გრძნობების გადმოცემა ქმედებით მირჩევნია» — მეც.

  2. უმცირესობაში ხარ ანუ შენც 🙂

  3. რადგან გაუფასურდა, უარს ხომ ვერ ვიტყვით სიტყვებზე, ჩემო კარგო,უნდა ვიზრუნოთ მათ რეაბილიტაციაზე ყოველნაირად. მე როგორც მთარგმნელი,სულ უფუნქციოდ დავრჩებოდი.
    ისე, უაზრო სიტყვები გაუფასურებული ფულივითააო,ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა.

  4. მეც ეგ მინდოდა მეთქვა და სიტყვები არც ჩემი საქმისგანაა შორს, ბოლოს და ბოლოს, ფილოლოგია სიტყვის სიყვარულს ნიშნავს :).ამიტომაც არ ვხმარობ სიტყვებს ტყუილად. ჩემი არც ერთი სიტყვა არაა გაბახებული 🙂

  5. Yes! გეთანხმები, ნუ დამივიწყე.

  6. ბლოგოსფეროში ერთადერთი ხარ, ვის წინაშეც დამნაშავედ ვთვლი თავს და სინდისი მქენჯნის ხოლმე 🙂 გეწვევი

  7. რას ამბობ…
    უბრალოდ, მიყვარს შენი კომენტარები!

  8. ოკ. იმ მოთხრობამ მოლოდინს გადააჭარბა, ვითომ კი შემამზადე წინასიტყვაობით, მაგრამ მაინც. აქამდე გამომყვა და თარგმანიც გადასარევია 🙂

  9. მადლობა, ფოიხტვანგერი არ ნახე?

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s