პალიმფსესტი

Wil-etratis_uadgari_X_s._berZnul_qartuli_palimfsesturi_furceliმას მერე, რაც წერამ აიტანა, მწერელი გახდა. დიახ, დიახ, მწერელი, გგონიათ შემეშალა? მწერალები  ისინი არიან, ვინც სხვებისთვის წერენ, მერე ეს სხვები ყიდულობენ, კითხულობენ, იწონებენ ან არ იწონებენ(რომ შემეკუმშა, განსხვავება დაიკარგებოდა, ამიტომ იყოს ასე), თუმცა, მე რომ მკითხო, ამ მწერალებიდანაც უმეტესობა მწერელი უფროა, მაგრამ ეგ არაა ჩემი საქმე და მათი მწერალებად ჩათვლაც მკითხველების გემოვნებისთვის, გონებისთვის და სნობობის ხარისხისთვის მიმინდივია… ეს კი თავისთვის წერს და თანაც უფრო მეტად ფიგურალურად, ვიდრე პირდაპირი გაგებით. მისი ამბები საკუთარი თავისთვის მოგონილი ისტორიებია ან სულაც ნამდვილი და სულაც არაა გათვლილი სხვებზე. თანაც ეს ისე ცოტაა, არც კი ღირს სათავალავში ჩასაგდებად. გაცილებით მეტია ის, რაც არ ჩანს, მაგრამ განუწყვეტლივ იწერება ძილში თუ ცხადში, წლიდან წლამდე, და უხილავ ბროშურებად ხოლიხდება ასეთივე უხილავ თაროებზე.

იმდენი დახვავდა, საკუთარი თავის ჩასაკვეხებელი ადგილი აღარ დარჩა, აღარც ფურცლების ძებნის დრო და თავი. ჰოდა, ერთხელაც ადგა და ყველას თავიდან გადაკითხვა დაიწყო. მიყვა და მიყვა. გზადაგზა დაინახა, რომ ყოველ მათგანში თითქმის ერთი და იგივე მეორდებოდა, მცირეოდენი განსხვევებებით. აი, სწორედ მაშინ გადაწყვიტა ამ ყველაფრის გადაწყობ-გაერთიანება და კომპაქტურად მოქცევა ერთ ამბავში.

რამდენი ადგილი გამოთავისუფლდა, რომ იცოდეთ, დიდ ფანჯარასთან  უშველებელი საქანელა სავარძელიც კი ჩადგა. ახლა მასში კომფორტულად მოკალათებულს საღამოობით შეეძლო ნელ რწევაში და თამბაქოს კვამლში ეწერა და ეშალა, რამდენიც უნდოდა.

მოკლედ, როგორც ვთქვი, ყველაფერი ერთ თხელ რვეულში ჩაეტია. ხანგამოშვებით იღებს და თავიდან კითხულობს. ადგილებს შლის, ფხეკს და ახალს აწერს ზემოდან. ეს ძირითადად ის მომენტებია, სადაც პერსონაჟები არიან და ემოციები. შეფასებები და დასკვნები თითქმის იგივე რჩება და ამიტომ მათ წაშლას დაა ახლიდან წერას აზრი არ აქვს, ასეა პრობლემებიც, ამიტომ ამათაც ხელუხლებლად ტოვებს. ზოგი პერსონაჟიც რჩება უცვლელად, მაგრამ ეს  იშვიათად ხდება. ცოტა არიან ასეთები.

უცნაური პალიმფსესტი გამოდის. ახლად დაწერილზე ძველის ნაკვალევი თან ჩანს და თან არა. განსაკუთრებით საინტერესო პერსონაჟების ადგილებია. აი, უყურებ ერთს და უცებ ვიღაცის თვალი ჩნდება ქვემოდან, ან ყური, ან ფრაზის ნაგლეჯი, მერე ისევ ქრება.  ბავშვობაში კალენდარი მქონდა, ერთი გაპრანჭული გოგო ეხატა, ცოტას თუ შეაყირავებდი, სასაცილო კაცუნა ჩნდებოდა. დაახლოებით ისეა ესეც.

დროთა განმავლობაში ამდენი გადაფხეკ-გადაწერისგან იცრიცება ფურცელი და ეს ადგილები ძნელად იკითხება. სამაგიეროდ, ის მომენტები, რომლებიც ხელუხლებლად რჩება, ახალივითაა და ნაწერიც გარკვევითაა.  ასეც უნდა იყოს ალბათ…

აი, ახლაც ზის ფანჯრის წინ «კაჩალკა» სავარძელში( ბარბარიზმს უბრჭყალებოდ ვერ ვაკადრებ, მაინც მწერელია და უხერხულია), ეფიხცება აგონიის პირას მყოფი მზის ნარჩენებს და თავიდან ფურცლავს უხილავ პალიმფსესტს…

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «პალიმფსესტი»

  1. იცი რომ შენ პოსტებზე ყოველთვის ერთი შინაარსის კომენტარს ვტოვებ ხოლმე, ვწერ რა ნაცნობია, როგორ მეცნო და ა.შ. ახლაც იგივე უნდა დავწერო, მაგრამ ამ რა ნაცნობიას ხარისხი ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა.

    «მისი ამბები საკუთარი თავისთვის მოგონილი ისტორიებია ან სულაც ნამდვილი და სულაც არაა გათვლილი სხვებზე. თანაც ეს ისე ცოტაა, არც კი ღირს სათავალავში ჩასაგდებად. გაცილებით მეტია ის, რაც არ ჩანს, მაგრამ განუწყვეტლივ იწერება ძილში თუ ცხადში, წლიდან წლამდე, და უხილავ ბროშურებად ხოლიხდება ასეთივე უხილავ თაროებზე»

  2. გელოდებოდი და რომ იცოდე, ამ ადგილს როცა ვწერდი, უნებურად შენ გამახსენდი 🙂 რომ იცოდე, რამდენი დავახვავე ამ თაროებზე… უკვე ფილმად ყალიბდება მგონი 🙂

  3. ეს შენზეა ლაპარაკი? უკაცრავად, პალიმფსესტი რას ნიშნავს?

  4. ჩემი კომენტარი სად გაქრა?

  5. არაფერი გამქრალა, აგერ არის ორივე 🙂 ვიზეა საუბარი ეგ არაა მნიშვნელოვანი 🙂 პალიმფსესტი (ბერძნ. παλίμψηστον, παλιν ისევ, ხელახლა და ψαω ვფხეკ, ვშლი), ხელნაწერი (ჩვეულებრივ ეტრატი), რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად.

  6. მადლობა, ჩემთან არ მოსულა პასუხი და ახლა შემთხვევით შემოვიხედე და ვნახე.
    აბა დროებით!…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s