ლუდი, პიცა და ღამე უყურსასმენოდ

ვინც მიცნობს, იცის, რომ გამოუსწორებელი ქვეითი ვარ. არ ვცნობ ავტობუსს, ვერ pizza_beerვიტან მეტროს და თუ ნამეტანი შორს არ მიწევს წასვლა, აქოთებულ სამარშრუტო ტაქსიში ჯდომას ფეხით მირჩევნია გადაადგილება. ისედაც, ქუჩაში წანწალი ერთგვარი თერაპიაცაა ჩემთვის( ამიტომაცაა, რომ ჩემს გარდერობში ქუსლიანი ფეხსაცმელები არასდროს ცვდება, დაბალძირიანების ყიდვას კი ვერ ავუდივარ 🙂 ). ოღონდ ამ თერაპიას ამ ბოლო ხანებში აუცილებელ ატრიბუტად დაემატა ყურსასმენები. აქამდე ამას მუსიკის სიყვარულს ვაბრალებდი, მაგრამ ერთმა მშვენიერმა საღამომ მიმახვედრა, რომ მთლად ასე მარტივადაც არაა საქმე. ხომ დავდიოდი ადრეც და ამ საქმიანობით სიამოვნების მიღებისთვის სულ არ მჭირდებოდა მუსიკა ყურში, ის მე ისედაც მესმოდა რაღაც ფორმით.

მოკლედ, ჯერ იმ ერთი მშვენიერი საღამოს შესახებ:

პატივი მცა მეგობარმა და კინოში დამპატიჟა. ოღონდ ისე ვერ მომხიბლა რეპერტუარმა, მცირეოდენი სურვილიც კი არ დამიტოვა შესვლის და ნახვის. ცოტა ვიბოდიალეთ და კიდეც მოგვშივდა. ეს ჩემი მეგობარი ძალიან სასაცილო და საინტერესო ვინმეა. ყველაფერში რომანტიკას ხედავს და ეძებს, ისეთ პროზაულ საქმეშიც კი, როგორიცაა ჭამა-სმა. მოკლედ, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ბევრი ვბჭეთ თუ ცოტა, პიცაზე შევჩერდით. ამ ბორიალ-ბჭობაში  კიდეც დაღამდა. ავუყევით ვერაზე აღმართს და გეზი პიცერიისკენ ავიღეთ. სიბნელის და ქუჩების მიხვეულ-მოხვეულობის გამო, გზა აგვებნა და ბელინსკის ნაცვლად სულ სხვა ქუჩაზე გავუხვიეთ. ისეთ მომაკვდინებელ აღმართზე აღმოვჩნდით, სიარულისას ოთხად რომ ხარ მოკეცილი და მუხლები ლამის ცხვირთან მიგაქვს. მე ენაგადმოგდებული მივდევდი და ხან ვინ თქვა, ხერგიანი მოკვდა-მეთქი-ვამბობდი, ხან არ მინდა- ბინოკლი მეთქი. როგორ იქნა, მივაღწიეთ.

პიცა დიდი ვერაფერი, მაგრამ ამ მოშიებულზე მაინც კარგი რომ გეჩვენება( მე გაცილებით გემრიელი გამომდის), ლუდიც ისეთ პონტში რა, რომ არა უშავს და კაი ჩაციებული წავა ამდენ ნახათქუნებზე. მაგრამ განწყობა მოიტანა ამ ყველაფერმა გადასარევი და ეს არც პიცის პრალი იყო და არც ლუდის. დამნაშავე სიტუაცია უფრო იყო. სიმშვიდე, მიხედავად იმის, რომ ადგილები არაა და გადაჭედილია, სიგრილე და სუფთა ჰაერი, თავს ზემოთ ტალავერით და ხის სკამებით. უცნაურია, რომ სადაც ქართველები არ ჭარბობენ, ყველგან ასეა. აქაც ირგვლივ სულ უცხოელები სხედან, კიდეც ჭამენ, კიდეც სვამენ, კიდეც საუბრობენ, მაგრამ მაინც სიმშვიდეა.

მოკლედ, კაი გვარიანი ხორციელი საზრდოს მიღების და ჭეშმარიტად ლუდური მოფამფლების შემდეგ დავუყევით დაღმართს. მე, როგორც ყოველთვის, არც ვაკვირდებოდი, საით მივიდოდით, ქუჩიდან ქუჩაზე ბრმად მივყვებოდი მეგზურს, ქარი ტანზე მაკრავდა თხელ ბლუზას, ცივად მიძვრებოდა გაოფლიანებულ თმის ძირებში და მერე მთელ სიგრძეზე აქეთ-იქით ფანტავდა. იყო სიჩუმე. აქ არ იყო არც ახლადდაგებული ასფალტი, არც თვალისმომჭრელი განათება, პირიქით, ჩამობნელებულ ჩიხებში ლანდებად ვჩანდით ორივე. იყო გვიანი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მარტო ჩვენი იყო ეს ქალაქი. თუმცა არა, ვიტყუები, ეს ქალაქი არა, ის თბილისი, ფეხქვეშ რომ მქონდა ამოდებული ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ… და მეც ის სულელი, თავქარიანი, მოხულიგნო გოგო ვიყავი, ცა ქუდად რომ არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად… წლების მერე პირველად ვიგრძენი ის, რასაც ვგრძნობდი ადრე-გამთლიანება ქალაქთან: ის-შენში, შენ-მასში და ამ მთლიანობის იდილია…

სწორედ აქ მივხვდი, რატომ გახდა ასეთი აუცილებელი ატრიბუტი ყურსასმენები. ჩემი ახლანდელი სიარულის თერაპია სულ სხვა მიზეზს და შედეგს მოიაზრებს- ვირევი უამრავ ადამიანში და ვემიჯნები მათ, ვიზღუდავ თავს მათი აზრებისგან, საუბრებისგან და აურისგან. ისინი თავისთვის არიან და მიედინებიან, მე-ჩემთვის… ქალაქი თავისთვისაა, მე კი-სადღაც, გაურკვეველ განზომილებაში და იქიდან ვაკვირდები ამ ყველაფერს, როგორც განსმდგომი მეთვალყურე. შედეგი ერთია ყოველთვის-კიდევ ერთხელ ვრწმუნები მარტოობაში და ამ დარწმუნებით გაძლიერებული სიამაყითაც კი ვაგრძლებ ყოფას.

ისე, სიმართლეს თუ ვაღიარებ, გაცილებით მერჩივნა ეს მეთვალყურეობა იმ მშვენიერი ღამის განწყობაში გამეცვალა, მაგრამ სადაა მასე.

თუმცა ვინ იცის, ეგებ კარგიცაა ასე, მაშინ ხომ ვერ დავინახავდი ასე ცხადად განსხვავებას და იქნებ არც ასეთი საოცარი განწყობა დამრჩენოდა.

მოვდიოდი სახლში და თავში ერთი წიგნის სათაური მიტრიალებდა-» და დღე იყო  გრძელი წუთისოფელზე». არადა, განწყობას არაფერი საერთო არ ჰქონდა წიგნის შინაარსთან…

პ.ს შემდეგი გაწანწალება შენზეა, მეგობარო :* ❤

Запись опубликована в рубрике ემო, ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

11 комментариев на «ლუდი, პიცა და ღამე უყურსასმენოდ»

  1. მე პირიქით, ფეხით სიარულს სულ გადავეჩვიე, მუდმივად სადღაც მაგვიანდება ან საქმე ხელოვნურად მიმყავს იქამდე რომ მაგვიანდებოდეს. არადა დრო იყო მეც მიყვარდა ფეხით აღმა–დაღმა ხეტიალი ყურში მუსიკით, საუკეთესო თერაპიაა 🙂

  2. უზომოდ მიყვარს ფეხით სიარული, ზუსტად მესმის ყურთსასმენების ეფექტის, ხანდახან, ისე ვემიჯნები დანარჩენ სამყაროს სეირნობის დროს, უკან მიჭირს დაბრუნება…

  3. რაც გიყვარს, ის არასდროს ქრება. მოვა დრო და მიუბრუნდები. ხშირად აღარ გამოვა, მაგრამ მაინც იქნება, მენდე 🙂

  4. ზუსტად 🙂 არაჩვეულებრივი შეგრძნებაა

  5. Jane:

    მე კიდევ ყურსასმენები გამიფუჭდა და ახლის ყიდვას თავი ვერ მოვაბი…გადავეჩვიე კიდეც 😦

  6. ეგ არაფერი, თუკი გადაეჩვიე, უმაგისოდ ივლი, ეგეც არაა ცუდი, ის კი არა მე აგერ კიდეც მომნატრებია მასე სიარული ხო ხედავ, უბრალოდ რეალობა არ მაძლევს საშუალებას და იმდენი უარყოფითი მუხტია ირგვლივ, მაინც ყურშიგაკვეხებულს მირჩვენია სიარული 🙂

  7. ჩემთვის ყურსასმენებით სიარული წარმოუდგენელია, ისევე, როგორც ქუჩაში კითხვა. ერთი მწერალი წარამარა რომ გვეუბნება, რადგან ქუჩაში არ ვკითხულობთ, მკითხველი ერი არა ვართო. კითხვას განსაკუთრებული კონცენტრაცია უნდა, ისევე, როგორც გარემოს აღქმას.

    შენი წყნარი საღამო კი ნამდვილად შემშურდა!

  8. მე ვერც ტრანსპორტში ვახერხებ კითხვას. მართალი ხარ, კითხვას კონცენტრაცია სჭირდება

  9. ვარსკვლავები გაგიყვითლე!

  10. აჰა, ვნახე და მოვიხიბლე 🙂 :*

  11. anna:

    kxm — chitadzeze, sagareos pirdapir iyavit ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s