უჟანგბადობა და ჰალვა

გადამეტებული ემოცია ხელს უშლის წერას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ემოციები ერთგვაროვანია და განმეორებადი. ჰოდა, დაგვედო ასე ფუთი მტვერი მეც და halva_domashnyaya_armyanskaya_kuhnyaბლოგსაც. გეომეტრიული პროგრესიით იზრდება შავი ჩანაწერების სია, ზოგში დასაწყისია, ზოგში-დასასრული, ზოგშიც მეც აღარ ვიცი , რა.

ისეთი ამბები დატრიალდა და იმდენი სიბრძნე თუ სისულელე დაიფრქვა «სიყვარულის», «თანადგომის», «შემწყნარებლობის»,»სამართლიანობის» ეგიდით, რომ მე, ერთი თავმდაბალი ობივატელი მობლოგერო ელემენტი, როგორ გავბედავდი ამ ორომტრიალში გარევას. ისიც მეყოფა, ჩემი წინდაუხედაობით ერთი-ორი აზრი რომ შემომეთქვა აქა-იქ, ვირტუალურს გარეთ.

რაღაც ორი კინკილა ნერვი გადავირჩინე ჩემი ქვეყნის და ცხოვრების გადამკიდემ და რატომღაც სულ არ მაქვს სურვილი, ესეც გადავაყოლო სიყვარულდავიწყებულ და სიძულვილმოყვარე ორფეხების «კვანტი-დაუდეს», «ჰკა-მაგას», » მიდი-მოადეს». ისღა დამრჩენია, მათი «საქმენი საგმირონიას» გაგებისას ხელები გავასავსავო. ისე, უკვე იმდენი ხანია ასე სავსავობაში ვარ, რომ დავფიქრდი, ხომ არ ღირს ეს ეროვნულ ვარჯიშადაც დავნერგოთ?! ჯვრების, სკამების, ლანძღვა-გინების მოშველიებით ვარჯიშს აღარ სჯობია?!

კიდევ ერთი იდეა გამიჩინა ამ ამბებმა. რომ მივუშვათ ყველა ერთმანეთზე? ჰომოები- ჰეტეროებზე, ზე-მორწმუნეები ზე-«პრადვინუტებზე» და ბარემ გალეწონ კალო ბოლომდე. არც ერთი შემეცოდება, რაკი აქ გამოიდებენ თავს.

ისედაც დიდად ვერ დავიკვეხნი კომუნიკაბელურობით და ხალხში ტრიალის სიყვარულით და ახლა საერთოდ. უკვე მეცინება ამ ყველაფერზე და თან ყროლის სუნი არ მშორდება ცხვირიდან.

ძვირფასი ქვეყანა, კიდევ უფრო ძვირფასი ხალხით!

აქამდე ვამბობდი, კუსტურიცას ფილმში ვცხოვრობ, მგონია-მეთქი, ახლა უკვე აღარც ვიცი, გავასწარი ამასაც :).

ჰე-ჰე, ვიღაც ქრისტეს სახელით ვიღაცის ჩაქოლვას ცდილობს, ვიღაც დემოკრატიული ღირებულებების ფრიალ-ფრიალით აწიტ-აფურთხებს ყველას, ვისაც     ეკლესიასთან ახლოს გავლილს დაინახავს( ერთმა ასეთმა ისიც კი მითხრა, საქონელივით უნდა დადაღო და დანომრო ყველა, ვინც ამ დროში კიდევ თავს დებს ქრისტიანობაზეო. რომ გავუპროტესტე, მეც ამ დასადაღთა სიაში დამინახა ეტყობა, კი ვერ გამიბედა ასე პირდაპირ თქმა, მაგრამ შენ თავზე იღებო 🙂 ჰაჰ, ნეტა ვინ და სად მნახა პრეტენზიით-დამაცვევინეთ ქრისტიანობა 🙂 როცა პახუხად მიიღო, რაკი ასე ფიქრობ, მთელი შენი «პრადვინუტობა» ისეთივე დემაგოგია გამოდის, როგორიც იმათია, ვისაც აფურთხებ-მეთქი, გაბრაზდა და შემომწყრა 🙂 ).ვიღაც «დიად» ხელოვნებას ემსახურება და პარალელურად ყიჟინით ხვდება ბევრისგან ცოტას ცემა-ტყეპას, ვიღაც სამართლიანობის სახელით სამაგიეროს გადახდას ცდილობს და სამარცხვინო «ბეზღობის» წერილს აშანშალებს( აქვე ავხსნი: დასასჯელი უნდა დაისაჯოს! კი, ბატონო, გინდა გადახდა და გადაუხადე, თარგმნე, რაც იბოდა და გაგზავნე, საკმარისი იქნება. აი, ის ტექსტი კი, რომ ვითომ და ქედს იხრი პროგრესულობის აკვნის წინაშე და არ გინდა მისი წმინდა სცენა  და სულიერი ღირებულებები შეიბღალოს და ამიტომ აგებინებ ამ ამბავს, რომ ვითომ და დიდი ხელოვნების წაბილწვის გეშინია ამ უწმინდურთან შეხებით, ეს უკვე დემაგოგია კი არა, აფერისტობაა).

ჰოდა, ასე, რუდუნებით ვუვლი ჩემს სიმწრით შეკოწიწებულ სიმშვიდეს და კბილებით გამოგლეჯილ ნერვულ უჯრედებს-ვარ ოფლაინ და კვლავ ვშუშანიკობ, ანუ «ვიზღუდავ თავს მტკიცედ».

ახლა ვწერ და ცალი თვალი თეფშისკენ გამირბის,ზედ მაცდულებლად აწყვია ჰალვის ნაჭრები და არომატი ცხვირში მიღიტინებს.პატივი ვეცი თავს და ვუყიდე. არც ვინანე-ცალკე საყვარელი ნუგბარი შემრჩა და ცალკე სახალისო დიალოგი მარკეტის გამყიდველთან. კითხვაზე რისი ჰალვაა-მეთქი, ვანილისო. ვანილისგან ჰალვა არ კეთდება და რისია, მზესუმზირის, სიმინდის, კაკლის თუ რისი-მეთქი და ვანილისო 🙂 მერე დაუძახა სხვას და ამას აინტერესებს ,რომელი ქარხნისაა ეს ჰალვაო. მე არ დავიზარე და ისევ თავიდან ჩავატარე ეს კითხვა-პასუხი და ბოლოს დიდი ჩხრეკის და კომპიუტერში ძრომიალის მერე აღმოაჩინეს, რომ მზესუმზირის იყო. არა, მე რა, სხვა რამისასაც კი ვიყიდდი, მაგრამ ცოტა გავერთე 🙂

უფ, ისევ მომინდა ხელების გასავსავება, მაგრამ ცალი ხელით «პუბლიშ» უნდა მივცე და ცალში უკვე ჰალვის ნატეხი მიჭირავს და მეფხვნება.

პ.ს თუ ავი კომენტარის დაწერა მოუნდება ვინმეს, მაინცდამაინც თავს და თითს ნუ შეიწუხებენ, არ ვუპასუხებ და ვერც გამაბრაზებენ, მარტო ხელებს გავასავსავებ და გავიღიმებ.

პ.პ.ს ქალაქში ჟანგბადის ნაკლებობაა, ის კაი ხანია ჩაანაცვლა ტყუილმა და სიძულვილმა.

პ.პ.პ.ს ჰალვა კი გემრიელია 🙂

Запись опубликована в рубрике საზოგადოება, ჩანაწერები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

9 комментариев на «უჟანგბადობა და ჰალვა»

  1. კარგი ხაააარ 😀

  2. გ აიხარე. მიხარია, თუ მოგეწონა. ჰაჰ, რაღაც «გაიხარე-გამახარე»გამომივიდა:)

  3. შენც დაკარგულხარ ჩემი არ იყოს. მომენატრე 🙂

  4. კი, დავიკარგე ან გადავიკარგე 🙂 მეც მომაკლდი ერთობ, გუშინ ვფიქრობდი, ნეტა რას შვრება და სად გადაიკარგა-მეთქი 🙂 :*

  5. დაკარგულებისა იყოს!…

  6. მომენატრეთ:)

  7. 🙂 :* გამიხარდი 🙂

  8. farer seafarer:

    ჰალვა მომინდა ბლდ…

  9. 🙂 კარგია. გემრიელად მიირთვი

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s