«ნამარშრუტკალი»

ზოგჯერ კარგია, როცა დრო არ გაქვს, ეცე ბლოგს და დაპოსტო ის, რაც გიტრიალებს voprositelnyi-znak-mezhdu-vosklitsatelnyh-0002280765-previewთავში და გულში. მეც არ მეცალა. შინ დაბრუნებულს ერთი ვაგონი მოსწავლე მყავდა გასასტუმრებელი და ახლაღა მოვიცალე აქ შემოსასვლელად. ამასობაში კიდეც გამინელდა ბრაზი და მშვიდად შემიძლია ვილაპარაკო. აი, ხომ მგონია, რომ ვისწავლე თავის მართვა და არაყოლა სიბრაზის, მაგრამ ზოგჯერ მაინც გამექცევა ხოლმე თავიც და ემოციაც.

მოკლედ, ისეთი თითქოს არაფერი- ერთობ სტანდარტული მგზავრობა გადაჭედილი «მარშრუტკით», აი, უკვე ჰაერში რომ ფეხებს აფხარკალებ და ცდილობ, ცერით მაინც მისწვდე ცოდვილ მიწას და კიდევ უფრო სტანდარტულ-ბანალური ხეპრული მარგალიტები-თითქოს არც არაფერია ისეთი, რაც არ ყოფილა გუშინ თუ გუშინწინ. მაგრამ ამ საგანძურიდან ერთმა ისე ამშალა,კიდევ ერთხელ მანატრებინა კაცად ყოფნა…

მოკლედ, ვდგავარ, როგორ ამბავში კი გითხარით, და რომელიღაც გაჩერებაზე მესმის ქალის ხმა, ადგილი არააო? ამაზე სიცილი ამიტყდა, შე დალოცვილო, ადგილები თუა, ეს ამდენი ხალხი ჭირის ოფლს რომ იდენს და ადენს სხვას( სიცხეში სულ სხვა მუღამია მაინც, არომატით და მოღებულ სანდლებში ან «ბასანოშკებში» ჩალურჯებულ-ჩაბეჟილი თითებით), მოხალისეა, თუ როგორაა შენი საქმე? ლამის კიდეც ვთქვი ეს ჩემთვის, მაგრამ მძღოლის პასუხმა ახლად დაწყებული სიცილი მიმაყინა. არაა ადგილი, შენთვის არააო, მიუხურა კარი და დავიძარით.

ვიწვალე, მაგრამ მაინც შემოვბრუნდი და გაჩერებაზე დარჩენილ ქალს გავხედე: დიდი, მსუქანი, სახეზე დაბნეული გამომეტყველებით, ხელში დიდი ჩანთით და  გახვითქული. ისე გავმწარდი, ვერ მოვითმინე და რა თქმა იყო ახლა ეგ-მეთქი. აბაო, რამხელა იყოო, მაგას ერთი სამი კაცის ადგილი უნდაო. თუ სამი კაცის ადგილი უნდოდა, მას მერე კი ამოიყვანე სამიც და ბარე ოთხიც და ესენი თუ დადგნენ, როგორმე ისიც დადგებოდა-მეთქი. ხო იცოდი, რომ ისედაც არ ამოდიოდა და რაღას მოწამლე-მეთქი.

ამ ხეპრე იდიოტზე მეტად იმან გამაგიჟა, რომ უმრავლესობა იცინოდა და აზრადაც არავის მოსვლია, რომ ამ ყ..ვერზიდამ( გურიაში უძახიან ხოლმე ასე უვარგის კაცებს 🙂 ) ყოვლად შეგნებულად და გააზრებულად ამდენი ხალხის თანდასწრებით დასცინა ქალს, რომელსაც არა მგონია სხვებზე ნაკლებად აწუხებდეს საკუთარი წონა და გინდაც რომ საერთოდ არ აწუხებდეს, როგორ გამოიყურება, შენ ვინ გეკითხება? ალბათ სუფრაზე  ქართველი კაცების ვაჟკაცობაზეც ილაპარაკებს ბოყინ-ბოყინით და მერე მანდილოსნების სადღეგრძელოსაც დალევს. კიდეც ვუთხარი ეს( ნუ ბოყინის გამოკლებით 🙂 ).

არავის არ დასცდენია,უი დედა, სიტყვა კი არა, ბგერაც კი. საინტერესო ისაა, რომ უმრავლესობა ქალები იყვნენ. ისე იცინოდნენ, თითქოს  ამაყობდნენ, რომ მათი კილოგრამები მთლად » მარშრუტკის» დასაწუნი არ იყო, თითქოს ამ წუთას ყველამ უნაკლოდ იგრძნო თავი და ზეაღმატებულად. მე კი გავსკდი გულზე. თან ეს ოხერი ზრდილობა კიდე რა უბედურებაა. კბილებით ვიჭერდი» შე ყლეო», » შე გოიმო შოფერო» და ასეთებს, მაგრამ ეჭვი მაქვს სახეზე მეწერა ეს ყველაფერი და ალბათ ამიტომაც გაჩუმდა.

ამასობაში ჩემი გაჩერებაც მოვიდა.

ჩამოვედი და გზაში მეფიქრებოდა და მეფიქრებოდა. მერე, როგორც ვიცი ხოლმე, უცებ წარმოვიდგინე, მე რომ ვყოფილიყავი იმ ქალის ადგილას და სულ გადავირიე. არა, შეიძლება ის სულაც არ განიცდიდა ამას და კიდეც ეკიდა მაგრად, მაგრამ მე მაინც ვერ ამოვიგდე თავიდან ეს ამბავი. მერე გვიკვირს ჰომოფობების სისასტიკე. ხოდა, მე მგონია, რომ არ არსებობს ცნება ჰომოფობი იმ გაგებით, რომლითაც იყენებენ ამ სიტყვას. არსებობენ ბოროტი და კაცთმოძულე ადამიანები, რომლებსაც ევასებათ, სხვებს რომ ამცირებენ, გულს სტკენენ. სხვანაირად ვერ ებრძვიან საკუთარ კომპლექსებს, საკუთარ არასრულფასოვნებას. სადაც ეს მუტრუკი ამაყი და დაკმაყოფილებული დარჩა იმით, რომ  არაფერში დამნაშავე ქალი გამოლანძღა, რაღა გამიკვირდეს, თუ მისნაირები გავეშებული დაეძგერებიან იმათ, ვინც კიდევ უფრო თვალში საცემად განსხვავებულია…

და ბოლოს, საინტერესოა, ის დაწუნებული მგზავრი კაცი რომ ყოფილიყო, ეტყოდა ამას ეს იმბეცილი? გაუბედავდა?!.

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

28 комментариев на ««ნამარშრუტკალი»»

  1. Georgian Dreamer:

    სექსიზმ ენდ ოღრაშიზმ ინ ექშენ — მოკლედ გრუზინობა და გურჯისტანი

    განათლებაა საჭირო, ზრდილობა უნდა ისწავლონ, ისაო,ესაო — არ მჯერა მე ესეთების 😐

    расстрелять надо эти ублюдки

  2. tami:

    აუ როგორ არ შეამკე , მართლა ეგეთი მძღოლები და ადამიანები გადმოიღო და ცემო მაგრად, და ის კმაყოფილი მგზავრებიც. ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს მგზავრობა და ნერვები დამაგლიჯეს უკვე, უზნეო ადამიანებმა

  3. ოღრაშიზმი რა კარგი შეფასებაა!!! დასამკვიდრებელი. ხო, არც მე მჯერა ხმამაღალი ნათქვამების 🙂

  4. კი, შენ წარმოიდგინე მგზავრ ქალებზე კიდევ მეტად გავბრაზდი. ვერა და ვერ ამოვიგდე თავიდან. გული მერევა მთელი დღეა.

  5. Georgian Dreamer:

    თან ფოტოს ლინკიც ქონდა კომენატარს და არ აჩენს ბლოგი 😐

  6. უი რატომ? სინჯე კიდევ ან მერე ფბ-ზე ვნახო ეგებ ჰა? 🙂 დქამაინტერესა

  7. კაცობა და ქალობა ჩემი აზრით არაფერ შუაშია აქ. რა თქმა უნდა იმავეს გაუბედავდა (კაკ მინიმუმ) და არც მხოლოდ იმიტომ დაუმცირებია ის ქალი რომ მაინცდამაინც ქალი იყო. ამ ყველაფერში გენდერულ საწყისებს ნამდვილად ვერ ვხედავ მე.

  8. არა, მაინცდამაინც ეგ არც მე დამინახავს, თავიდან უზრდელი კაცის საქციელმა გამაბრაზა, უბრალოდ მერე დავფიქრდი და რატომღაც გადავწყვიტე, რომ კაცს ვერ ეტყოდა, აი რომ დაძრავდა მერე კი იტყოდა,როცა უკვე ადრესატი ვერ გაიგონებდა. პ.ს. ფემინიზმისგან ძალიან შორს ვარ 🙂

  9. Georgian Dreamer:

    ფემინიზმისგან შორს ყოფნა რას ქვია ? ფემინიზმი შიგნიდან მოდის და ბუნებრივია , მითუმეტეს ქალისთვის , თუმცა საქართველოში ქალების უმრავლესობა სექსისტია (კაცების უმრავლესობა კი არა 99 პროცენტი, უბრალოდ ხარისხებშია განსხვავება, ზოგი მეტად ზოგი ნაკლებად) და რაც არ უნდა პარადოქსი იყოს სექსისტი ქალები საკუთარ სქესს აღიქვამენ სუსტად, მეორეხარისხოვნად და ა.შ.

  10. Georgian Dreamer:

    პირდაპირი გაგებით ალბათ არა მაგრამ ქვეცნობიერად იმიტომ გაუბედა ამდენი რომ ქალი იყო , საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას სექსიზმის და გენდერული დისკრიმინაციის საკითხი

  11. ზოგადად -იზმები არ მიყვარს მე 🙂 ჰუმანიზმი და პაციფიზმი-ეს ორი გამონაკლისია 🙂

  12. მეც მასე მგონია…

  13. Georgian Dreamer:

    ეგ მესამეც უნდა გახდეს 🙂

    «იზმები» და სტატუსები , იარლიყები არც მე მიყვარს მაგრამ ფემინიზმი უბრალოდ გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლას და ზოგადად გენდერულ თანასწორობას ქვია

    ასე რომ ყველა ადამიანი ფემინისტი უნდა იყოს , ქალიც და კაციც , მითუმეტეს ქალი ხარ შენ 😉

  14. მე უბრალოდ საყოველთაო თანასწორობის მომხრე ვარ ყველგან და ყველაფერში და ამი8ს მაინცდამაინც რომელიმე -იზმის ჩარჩოში მოქცევა არ მინდა. რაც შენ იგულისხმე, მაგ გაგებით ყველა ნორმალური და თავმოყვარე ქალი უნდა იყოს ალბათ ფემინისტი, მაგრამ მანდაც არის რაღაც გადამეტებული, ამიტომ მოდი ისევ ჩარჩოს გარეთ დავრჩები და ისე ვიქნები ჯანმრთელი თანასწორობის მომხრე 🙂

  15. Georgian Dreamer:

    ჯანმრთელი თანასწორობაა ფემინიზმი 😐
    ვინ თქვა რომ ავადმყოფურია ?

    ისე არიან რამდენიმე სექსისტი ქალი საქართველოშიც ვინც იბრალებენ ფემინისტობას მაგრამ ისინი ჩვეულებრივი სექსისტები არიან

    შენი ნებაა 🙂 თუმცა მიმაჩნია რომ ყველა ქალი ფემინისტი უნდა იყოს , ანუ გენდერული თანასწორობის მომხრე

    მინდა წიხლით შევდგე ხოლმე იმ ქალებს რომლებიც საკუთრ სქესს დისკრიმინაციას უწევენ და მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ, მე თუ კაცი ვარ და ფემინისტად ვთვლი თავს საკუთარ სქესს რატომ უნდა მტრობდეს ქალი ? მოკლედ ეგეც გრუზინული პარადოქსებიდან არის 😐

  16. გარემოა ასეთი, გარემო გვაწვება, გვშხამავს, როგორც არ უნდა ვცხოვრობდეთ საბოლოო ჯამში ულევ აგრესიას განვიცდით და უბედურები ვართ, ერთმანეთის ცხოვრება გვადარდებს, გარეგნობა, ჩაცმულობა, გამოხედვა, თმის ვარცხნილობა და სხვა. ამით ვსულდგმულობთ. ვერ ვიტან ამ გარემოს.

  17. არც ადარდებთ, უბრალოდ ამაზე საუბარი და ამის ქექვა ასაზრდოებთ… ვერც მე ვიტან, ამიტომაც ვცდილობ იზოლაციას. რა იქნება, ჩვენნაირები რომ იყვნენ უმრავლესობაში? 🙂 :*

  18. ეეეჰ რომელი უმრავლესობა კატერინა, სტატისტიკურად გიგანტურ ნულს მივეკუთვნებით საქართველოში 🙂

  19. ტფუი! 😦 მსგავსი რამ არაერთხელ მინახვას საკუთარი თვალით. განთლების ნაკლებობა მგონია, მაგრამ ეგეც არაა, დიდი განათლება არ ჭირდება წარმოიდგინო რას გრძნობს სხვა, თუ კი რამის გრნობა თავად შეგიძლია. 😦 ყველაზე სულმდაბლობაა მსგავსი ადამიანების მხრიდან ამა თუ იმ გარეგნული ნიშნის მქონე ხალხის დაცინვა. 😦

  20. გეთანხმები. არადა, ნეტა გენახა, თვითონ რას ჰგავდა!

  21. უზრდელურად გამომივა რომ გითხრა ამ პოსტზე მაგრად ვიხალისეთქო, მაგრამ მართლაც ეგრეა 😀 ვერ შეგედავები რომ მართლაც სერიოზული პრობლემაა ეგ ქართველი ერის. ღიმილი და ხალისი კი ამ პოსტის გულუბრყვილო აღშფოთება და ბავშვური დაჟინება იყო. ამ წუთას მთელი შენი გული ამ ნაწერში მედო და ვკითხულობდი იმდენად გულიანად გქონდა დაწერილი, თავი დამშვიდებული მაქვსო თავიდანვე აღნიშნავდი და შემდგომში ნაწერი კი სხვას ამბობდა. არ გიცნობ პირადა მაგრამ ასე მეგონა შენი ინტონაციით ვკითხულობდი ამ პოსტს 😀

  22. 🙂 რესპექტ!!! შენ წარმოიდგინე, მეც მაგ გავიფიქრე, დავიწყე, რომ გადამიარა-მეთქი და როგორც გამოჩნდა წერისას, არ გადაუვლია-მეთქი 🙂 ნუ ცოტათი გამიარა, თორემ მაშინვე რომ დამეწერა, უი, დედა 🙂 .არაჩვეულებრივი კომენტარია, განსაკუთრებით ბოლო წინადადება, მიხარია, თუ ეს გამოვიდა. მადლობა ასეთი გულღია შეფასებისთვის.

  23. შენი ბლოგის ხშირი სტუმარი ვიქნები თუ ესეთი გულიანი პოსტები დამხვდება ხოლმე 😀

  24. გამიხარდება მთელი გულით. მანდ ისედაც ყველაფერი გულიდანაა, სხვანაირად არ გამომდის. მარტო მაშინ ვწერ, როცა გულში და ტვინში მაწუხებს და მიდუღს რამე, მიხარია შენი გაცნობა. მეც გეწვევი, წუხელ ძალიან გვიანი იყო და ვერ გავქაჩე 🙂

  25. ჩემთვისაც ასევე სასიხარულოა შენი გაცნობა, ჯერ-ჯერობით ჩემი ბლოგი ახალია, ამიტომ ბევრს ვერაფერს ნახავ, მაგრამ რასაც ნახავ იმედი მაქვს რომ ასე თუ ისე მოგეწონება.

  26. MAKA:

    ჩემი აზრით მძღოლი მამაკაცსაც იგივეს ეტყოდა,იმიტომ,რომ კარები მიკეტა,წავიდა და საშიშიც აღარ იყო გაჩერაბაზე დარჩენილი…„მარშრუტკის„ მგზავრები კი…მკიდიაააა,აი რას გაიფიქრებდნენ ისინი.ერთეულის გარდა და ეს ერთეული შენ ხარ :*

  27. ალბათ, ოღონდ მერე ეტყოდა, როცა კარს მიხურავდა, თუმცა ეს არაა ისე მნიშვნელოვანი, მთავარი ისაა, რომ საერთოდ უნდებათ ადამიანებს ასე მოექცნენ სხვებს. ერთეულობისთვის დიდი მადლობა :* კომენტარისთვისაც ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s