ჟოზე სარამაგუ-«სიკვდილი ისვენებს»

«სიკვდილი ისვენებს»-ამ სათაურმა ისე ჩამავლო კლანჭები, მიუხედავად IMG_7096bალერგიული კონიუქტივიტის გამწვავების, ვეცი და აღარც გამიშვია ხელიდან, სანამ ბოლო წინადადება არ ჩავკალი.

ეჰ, სად იყო სარამაგუ, ჩემი ვაჟა რომ ამბობდა: შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითაო. თუმცა ვერაფერს იტყვი, სარამაგოც შთამბეჭდავია. ორიგინალური სტილი, რომელიც ცოტა დამღლელი იქნებ კიდეც არის, მაგრამ კარგად იკითხება, ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის ავტორს. თითქოს გათვლილი აქვს, როგორც კი ქანცი გწყდება ამდენი გადაბმული წინადადების კითხვით, ამდენი საჭირო თუ ცოტა ზედმეტი ვარაუდების თუ მსჯელობების კითხვით, მაშინვე შემოგიგდებს ისეთ მომენტს, რომ ათეულობით გვერდს სულმოუთქმელად ნთქავ ისე, რომ  დაღლა აღარც კი გახსოვს, თუ გქონდა. გემოვნებით და დროულად მორგება მითოლოგიის ცოდნის, მსუბუქი ირონია და რაც მთავარია შეგრძნება, რომ შენთან, მკითხველთან, აქვს დიალოგი. კი არ წერს, გიყვება თითქოს.

პირობითად ორი ნაწილად შეიძლება გაიყოს წიგნი. პირველში აქცენტი ადამიანებზეა, მეორეში კი- სიკვდილზე.

სიკვდილი გაცილებით ჰუმანურია, ვიდრე ადამიანები. ის თავის საქმეს აკეთებს, არა გამორჩენისთვის, არა პოპულარობისთვის. აი, ადამიანები კი სულ სხვაგვარად იქცევიან. აქ ჰუმანიზმად ნათლავენ იმას, რომ წლობით უყურონ ზიზღით ჩავარდნილი ავადმყოფების და მიხრწნილი მოხუცების ტანჯვას და უარი თქვან მათ სიკვდილზე არა იმიტომ, რომ მართლა ენანებათ და უყვართ, არამედ იმიტომ, რომ ხალხი რას იტყვის და რომ ეს ცოდვაა… სანამ სიკვდილი მეფობს, ხელისუფლება, სარწმუნოების მესვეურნი, წვრილი მეუფროსენი და ჩინოვნიკები მშვენივრად ითბობენ ხელს ამით. როცა სიკვდილი ისვენებს და აღარავინ კვდება, მაშინაც საოცარი სისწრაფით ახერხებენ მოერგონ სიტუაციას და ისევ სარგებელი ნახონ. ადამიანი გაცილებით საშიშია, ვიდრე სიკვდილი და გაცილებით დაუნდობელიც…

სინემატოგრაფიული ეპიზოდები-ეს ისაა, რაც ყველაზე მეტად მხიბლავს პროზაში, როცა ვკითხულობ და  თან ფილმის კადრებად ვხედავ იმას, რაც მწერალმა სიტყვებით მაჩვენა. ეს კი აქ იყო ბლომად. განსაკუთრებულად ეფექტურია სიკვდილის ზღვარზე გადაყვანა სიკვდილს მონატრებული ადამიანების და ფინალური სცენა- ბახის სუიტა-6, სიკვდილი, რომელსაც ხელები გაუთბა თავისდა გასაკვირად, ერთი რიგითი, თითქმის შეუმდგარი მუსიკოსი, რომელიც სიკვდილის წინაშე როსტროპოვიჩივით უკრავს და გრძნობით სავსე ღამე ამ ორ მარტოსულს შორის…

მოკლედ, ღირდა წაკითხვად. ვზივარ ახლა და მეღიმება- მეც ხომ კაი ხანია დავემშვიდობე არყოფნის შიშს. თქვენც გირჩევთ. თუ ატყობთ, რომ სიკვდილი ბრაზობს, უბრალოდ ენა გამოუყავით. ან ჩართეთ მუსიკა, ეგებ თქვენც მოახერხოთ მისი გულის გათბობა.

Запись опубликована в рубрике წიგნები с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «ჟოზე სარამაგუ-«სიკვდილი ისვენებს»»

  1. ყველაზე ცოცხალი მკვდრებსა და ცოცხლებს შორის — სიკვდილია …

  2. ასე გამოდის…

  3. ნიკოლოზ:

    საერთოდ არ მომეწონა ეს წიგნი,ამ წამს დავამთავრე მისი კითხვა . ბოდიშით,მაგრამ ვფიქრობ,რომ ეს სისულელე იყო .

  4. ბოდიში რა მოსახდელია, ჩემი წიგნი კი არ არის :). მეც არ მომწონს ზოგი ისეთი წიგნი, სხვას რომ მოსწონს, არაფერია მაგაში ცუდი.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s