აპრილი

აპრილი გორგალად ახვევს ჩემს აზრებს,

და როცა ამოცლის ტვინის ხვეულებს,

გრძნობებით ხლართავს ცარიელ ლაბირინთს.

ცხელი ტვინიდან მდუღარე ჟონავს,

ცეცხლის ზოლებად მსერავს ნელ-ნელა.

ვეპოტინები წართმეულ გორგალს-

ეგებ ძაფის ბოლოს წავავლო ხელი…

ეგებ მოვახერხო, თუნდაც ნაგლეჯ-ნაგლეჯ,

ისევ ავიფარო აზრები ფარებად

და გავაგრილო გრძნობების კუპრი…

Запись опубликована в рубрике არაპოეტური ლექსები с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

9 комментариев на «აპრილი»

  1. მაინც მიდრეკილი პოეტურობისკენ : )

  2. მადლობა, მეგობარო, ვერ გეტყვი, რომ არ მესიამოვნა, მერე რა, რომ არ მაქვს ამბიცია პოეტურობის 🙂 თუმცა ლეონიძე ამბობს, მარტო ფურცელზე რითმებით მოლაპარაკე ადამიანები არ არიან პოეტებიო… :*

  3. რასაკვირველია — პოეტური სული, განწყობა, დამოკიდებულება გარემოსადმი, მისი აღქმა, ცხოვრების ნირი.
    დოზას გააჩნია მგონი, ვინ რამდენად ვართ პოეტურები 🙂

  4. აჰა, ნუ შენი დოზა დაახლოებით კი მეცოდინება, იმდენი დამთხვევა იყო აქამდე 🙂

  5. ❤ რაღაც კარგიც ხდება ზოგჯერ ცხოვრებაში :*

  6. «პოეზია, უპირველეს ყოვლისა!»

  7. მადლობა, რუსა, ასეთი შეფასებისთვის… წამიერი მოზღვავება იყო, არც კი ვიცი, როგორ 🙂 ტაეპიც კი არ დამიწერია აქამდე. არც ახლა მეგონა, რომ რამე სიახლოვე ექნებოდა ლექსთან. უცნაურია, რომ გამოვიდა. გაიხარე :*

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s