თამაშში დაკარგული

ერთი მეორეს მიჰყვება, მეორეს-მესამე, მესამეს-მეოთხე და როცა იმსიგრძე და kak-perestat-igrat-v-kompyuternye-igryიმსიმძიმე ჯაჭვად აიხორხლება, რომ უკვე წელში ვწყდები მგონია, ტრადიციულად აჩემებების თერაპიას ვეფარები.  ნაცნობი, გამოცდილი და ერთობ შედეგიანი ხერხია. არაერთხელ გაუმართლებია. ხერხი ერთია, უბრალოდ  ხანგრძლიობა არის სხვადასხვა,საშუალებები  და, შესაბამისად, თერაპიების სახელწოდებებიც.

ნუსხაშია:

ფილმოთერაპია-მოიაზრებს გაუთავებლად, გადაბმით უამრავი ფილმის ნახვას, თან მონაცვლეობით- ერთ დღეს მომაკვდინებელი ფილმები, მეორე დღეს ქენქერული და გასართობი, მესამე დღეს რომანტიკული და მეოთხე დღეს სისხლებით,გადმოყრილი ნაწლავებით და ასე შემდეგ…

ჭიჭნაუხტთერაპია— გულისხმობს სახლში არსებული ნარჩენებისგან და ძველმანებისგან ახლების შექმნას. ვზივარ და ვაწყობ მძივებს, ყელსაბამებს, სამაჯურებს, ოღონდ გაკეთების რა გითხრათ, არც კი მახსენდება ხოლმე. კეთების პროცესი  უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ტარების. ვკერავ და ვკიდებ კარადაში და მერე არც მახსენდება და მაინც ჯინსს ვერ ველევი.

კულინარიული თერაპია- ვიგონებ კერძებს, ვაცხობ ექსპრომტად შეთხზული რეცეპტებით და არ ვჭამ.  ეს ერთადერთი თერაპიაა, რომლის დაწყებასაც ცის გახსნასავით ელის ოჯახი 🙂

მუსიკის თერაპია-სხვადასხვა ჟანრი, სხვადასხვა განწყობა, მონაცვლეობა ყურების დახეთქვამდე.

ადამიანების თერაპია-ვიჩემებ ურთიერთობებს, ან არსებულს, ან ახალს. წინასწარ ვიცი, რომ მომბეზრდება, ისე ,როგორც ყველა სხვა აჩემება, მაგრამ მაინც ვიწყებ და როგორც კი შემოპარულ მობეზრებას ვამჩნევ, ვქრები…

ვარჯიში-ეს შედარებით ახალგაზრდაა ამ სიაში, მაგრამ ეფექტური და ამიტომაც იმ კატეგორიიდანაა, არაერთხელ რომ მიუბრუნდები.

სიარულის თერაპია- ენის გადმოგდებამდე და ქუსლების დაბეჟვამდე ბორიალი და ყიალი, გზადაგზა ადამიანებზე დაკვირვებით და თავში მობორიალე ფიქრების აზრებად დალაგებით პოსტისთვის. ამის განუყრელი თანმდევია შემდეგი-

ყურსასმენთერაპია-ეს ერთადერთია, რომელიც მუდმივია და არასდროს მბეზრდება, ამაზე ადრეც დავწერე და ამიტომ ახლა აღარ შევჩერდები.

შოკოლადის თერაპია-ყველაზე ტკბილი, ყველაზე სასიამოვნო და სასურველი, მაგრამ ყველაზე იშვიათი, რაკი საშინლად არასასურველი შედეგი აქვს 🙂

მასაჟი- შოკოლადივით სასიამოვნო და სასურველი, ყველაზე ხშირად გამოყენებადი და არასდროს მობეზრებადი. ამაზე სასიამოვნო მხოლოდ ერთი პროცესია( ამ ერთს ზოგჯერ უკუჩვენებებიც აქვს ხოლმე, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჩიტი ბრდღვნად ღირს 🙂 ).

ახლა სულ ახალი, ცინცხალი აჩემების შესახებ, რომლიც უკვე მობერზებულთა სიაშია, თან გარანტიით, რომ არასდროს აღარ მივუბრუნდები- თამაშები.

აი ასე, უცებ, ჩემთვისაც გასაკვირად, თამაშში დაკარგული გავხდი. ვინც მიცნობს, გაუჭირდება ამის დაჯერება, რადგან მე და თამაშები ყოველთვის ძალიან შორს ვიყავით. დიდად არც აზარტით დავიკვეხნი, ეს თამაშში, თორემ საქმეში იცოცხლე, ამის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი. ჰოდა, ასე ჩემდაუნებურად შევყევი. ვისროლე და ვისროლე, პირდაპირ თუ » რიკოშეტით», ბურთებით თუ ბომბებით. ისე დავხელოვნდი, » ვოროშილოვსკიი სნაიპერი» გავხდი. ვიბრძოლე ზღვაზე და ხმელეთზე, ჯუნგლებში და ოკეანის ფსკერზე,ალქაჯებთან და პანდორასთან. ვაგროვე კანფეტები ერთი ჯღავანა გოგოსთვის,ვიზრუნე გოჭებზე და ძაღლუკებზე, მათ შენახვა-გადარჩენაზე, მცირეწლოვანი პანდების ბედ-იღბალზე, მათი კბილებდაკეჭილი მგლის ხახიდან გადარჩენაზე და დედისთვის ჩაბარებაზე. კაი ხანს გამიგრძელდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ, არა შეჯდაო მწყერი და ასეთები. ჯერ გოჭებზე და ძაღლებზე ვიყარე ჯავრი და გადარჩენის მაგივრად, სათითაოდ გადმოვყარე და დავხოცე, ისე, რომ ხელიც არ ამკანკალებია. ის კი არა, ყოველი მათგანის სიკვდილზე  იშ, მასე მოგიხდება-მეთქი, ვიძახდი. მერე პანდების დედას ვაგინე, ამხელა ძროხა რომ დგახარ და მე მელოდები, როდის ჩაგაბარებ შვილებს, თვითონ რას მიკეთებ-მეთქი. ბრძოლებში წესით ვის წინააღმდეგაც უნდა მებძოლა, იმათი მოკავშირე გავხდი. პანდორას ყუთები სულ ჭყლოპინით დავხსენი ,იმ უზნეო გოგოს, კანფეტებისთვის რომ ტიროდა, სულ თავგასიებული და გასკდა შენი მუცელი-მეთქი, ვეძახე. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მივაბლოკე ყველაფერი და უკანმოუხედავად გამოვიძურწე.

თამაშში დაკარგვა არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა, თუმცა ერთი კია, ინტერნეტული ქაოსიდან მომწყვიტა და ტვინიც გვარიანად გამილაითა. მაგრამ, როგორც ყველაფერი, რაც მსუბუქია, ესეც მალე მოსაბეზრებელი აღმოჩნდა და უინტერესო. ასე რომ, სამუდამოდ დავემშვიდობე ამ ამბავს და დავბრუნდი.

რას ვიზამ, ყველაფერი ხომ არ გაამართლებს? თუმცა გამართლება აქ არაფერ შუაშია, აჩემებები დროებით თავშესაფრებია, ზოგი გამოგადგება და ზოგი არა, მაგრამ გინდაც ვერ გამოდგეს, იმას მაინც იზამს, თავსხმაში მოყოლილს გამოგადარებინოს.

დროა ახალი აჩემებების.

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «თამაშში დაკარგული»

  1. სერიალი „ყოფაში თუ ყოფითში დაკარგულები -1“ … „აჩემებებში დაკარგულები — 2“ 🙂

  2. აჰ, რა გასაკვირია კატერინა რომ ისევ «ჩემ თავზე» დაწერილ პოსტს გადავაწყდი შენ ბლოგზე 🙂

    ახლა ვცდილობ რაიმე სასარგებლო ავიჩემო, თავდაუზოგავი შრომა მაგალითად 🙂

  3. 🙂 გასაკვირია უთუოდ 🙂 მშვენიერი აჩემებაა, ოღონდ დიდხანს არ გინდა, თორემ შეჩვევა იცის, თან არა მარტო იმისთვის, ვინც იჩემებს, გარშემო მყოფებისთვისაც 🙂

  4. ეგეც მართალია 🙂 მომენატრე 🙂

  5. :* მეამა 🙂 აზრზე ხარ, რა კარგია, რომ არც ერტ არ ვართ ასაჩემებელ და მერე მოსაბეზრებალთა სიაში? 🙂
    პ.ს. მეც ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s