ეტლი და «პოვოსკა»

nicubunu_RPG_map_symbols_a_caravan

careta111

მას მერე, რაც თავი ემიგრანტად ვაღიარე ჩემსავე ქვეყანაში, შევეშვი ხეთქებას მოტირალისა და მოცინარის პოზიციებს შორის და მყარად ავირჩიე მოცინარის როლი. მართალია, ამ სიცილს სიმწრისას უფრო დავარქმევდი, მაგრამ უშედეგო ცრემლის ღვრას მაინც ეს მირჩევნია. თანაც რაკი ემიგრანტი ვარ, წესით აღარც მეხება არაფერი, ან არ მინდა შემეხოს. მაინც არ მასვენებს ჭია. რამდენიმე დღეა ამეკვიატა «მგზავრის წერილები». ჰოდა, გადავწყვიტე რამდენიმე სიტყვა მეთქვა ამაზე მათთვის, ვინც  პატრიოტობას იბრალებს, ვინც მორეული დათვისთვის «ბაბას» დაძახებას არჩევს, ვისთვისაც «ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისულებას».

ვერავინ დამაჯერებს, რომ მათ დიდი ჰუმანური და კოსმოპოლიტური იდეები ამოძრავებთ. არც გულუბრყვილოებს ჰგვანან, კაცმა რომ თქვას. ეს ალბათ უფრო მინელებული ეპიდემიის რემისიაა. ამ ეპიდემიას კი რუსეთის ნოსტალგია ჰქვია. განსაკუთრებულად ეს ნოსტალგია აწუხებთ საბჭოურ ჯილდოებსა და პრივილეგიებს მიჩვეულ «ინწილიგენტებს» და კლიმაქსსმიახლოებულ ხვადებს. არც სხვები უჩივიან ამის ნაკლებობას, მაგრამ მგონია, რომ იმ სხვებშიც ამათგან გადავიდა ეს საოცარი დამოკიდებულება «ვითარცა ღვინო- ქვევრიდან ქვევრში». არ დამთავრდა ამ ქვეყანაში ღვინით სახეაჭარხლებული სკვითების შთამომავლების  სამადლოდ გადმოგდებულ ქება-დიდებაზე გულის აჩუყება და კურცხალის ღვრა. არ დაილივნენ ლარისა ივანოვნებზე 37 მანეთიანი ლაშქრობების მონატრულები.

ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ არ შეიძლება რომელიმე ერი გძულდეს, რაკი კარგი და ცუდი ყველას ჰყავს. მაგრამ არც ისაა ნორმალური, უამრავი ერიდან ერთს უპირობოდ, უთავმოყვარეოდ გაეგო ფეხქვეშ, მით უმეტეს, თუ ეს ის ერია, რომელმაც ისეთი გიქნა,  რაც ვერავინ მოგიხერხა მანამდე…

ვაღიარებ ჩემს ნაკლსაც და, რა ვქნა, მიყვარს რუსული ენა. ყურშიც მელამაზება და ისედაც, როგორც ფილოლოგი, ვთვლი, რომ ყველაზე მდიდარი ენაა ლექსიკურად და გრამატიკაც გადასარევად გაწყობილი და კანონზომიერი აქვს( ქართულის მერე, რასაკვირველია 🙂 ). კულტურაც ვიცი, ბატონო, მისი და ვაფასებ, მაგრამ ეს სულაც არ მიშლის ხელს მახსოვდეს, რა დღეში ჩამიგდეს ეს ჩემი პატარა ქვეყანა… თუმცა ჩამიგდეს რა, როდის იყო, რამე ქართველის ჩარევის გარეშე მომხდარა…

ისევ ილიას დავუბრუნდები. გახსოვთ, ალბათ, » მგაზვრის წერილების» დასაწყისი, ქართველისა და ფრანგის დიალოგი. ბინძური, ბრიყვული გამომეტყველების «იამშჩიკი» თავისი დანჯღრეული «პოვოსკით» და ცივილური ეტლი. ქართველი «პოვოსკას» ირჩევს, თუმცა არავინ აძალებს, «პოვოსკა» კი, ევროპელის თქმით, ალაყებს გულს და ტვინს და რუსეთიც იმიტომააა «შორს წასული», მაგით რომ დადის… ქართველი ხელს ართმევს ევროპელს, რომელიც ისე მჭიდროდ უჭერს ხელს, როგორც მხოლოდ ევროპელებმა იციან, მერე მაინც «პოვოსკაში» ჯდება, ევროპელი კი გვერდიდან უყურებს და კვდება სიცილით… არ შეგაწყენთ თავს ამ ყველაფრის ახსნა-გაშიფრვით, ისედაც მიხვდებოდით, ვიცი. ჰოდა, სწორედ ეს ფრაგმენტი ამეკვიატა ეს დღეებია და არ მასვენებს. რა უცნაურია! არადა ხომ ყველას აქვს თითქოს ნასწავლი?! სკოლების უმეტესობა დასახური რომაა, კი ვიცი, მაგრამ ნუთუ იმათგან, ვინც ასე ასჩუყებია დიდ რუსეთს, ერთს არავინ აუხსნა წესიერად ეს მოთხრობა? თუმცა რა მიკვირს, ჩემი პირველი კონფლიქტი დირექტორთან  სწორედ ამ ნაწყვეტის ახსნას არ მოჰყვა? არადა, ისტორიკოსი იყო ჩვენი შეფი :), მაგრამ ეტყობა მის ძარღვებშიც 37- მანეთიანი ნოსტალგიით გადუბელებული სისხლი დუღდა…

საშინლად არ მინდა «პოვოსკით» გალაყებულმა ქართველმა ისევ ჩააბაროს ქვეყანა არაყს დაძმობილებულ გონებასუსტ  ჩინოვნიკს, რომლისთვისაც ჩემი თბილისი ყოველთვის «წიტიან» ქალაქად დარჩება, რომელიც თავს დაგვაყვედრის და ჩვენში ცივილიზაციის შემომტანობის ამბიციით გაასმაგებული მონდომებით წაკუზავს, აქამდე ისედაც არაერთხელ გაბახებულ, საწყალ ქვეყანას… ამჯერად უფრო მტკივნეული იქნება, გადავიწყებულზე მაინც, ხომ იცით, ძნელია… არ მინდა ჩემმა შვილებმა გამოიარონ  «რუსობაჩი» ყოფნა…

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

13 комментариев на «ეტლი და «პოვოსკა»»

  1. ყველა სიტყვას უპირობოდ ვაწერ ხელს

  2. მადლობა, მოლი. ალბათ, მეც და შენც გვერჩია ეს თემა არც ყოფილიყო საერთოდ, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. ნეტავი, თუ იქნება დრო, რომ ეს აღარ იქნება საფიქრალი… რაღაცა ყველაფერი წრეზე ტრიალებს აქ, თუ მე მეჩვენება, ჰა? 😦

  3. ვერაფერს დავამატებ, ერთი იმას ვიტყვი რომ იმედი მაქვს ოდესმე გვეშველება (ყველა ასპექტში).

  4. ეჰ, რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებად მჯერა მაგის…

  5. მხოლოდ მაშინ გვეშველება, თუ მენტალურ ოკუპაციას დავაღწევთ თავს… როგორც ჩანს, ეს ფიზიკურ ოკუპაციაზე რთული დასაძლევი ყოფილა…

  6. გეთანხმები.

  7. უდავოდ გეთანხმები, საზიზღრობა და მარაზმია ყოველივე, ხოლო ის, ვინც არ გეთანხმება მართლა რომ წარსულის გადმონაშთი და იმ «დიდებული დროების» ხამია. კეჟერაძეს აზრს ვიზიარებ და პირველ რიგში მაგის გამოსწორებაა საჭირო, მაგრამ … საბედნიეროდ, შენი ყოფილი დირექტორისგან განსხვავებით უმაგრესი ისტორიის მასწავლებელი მყავს. და მსაგვსად შენს პოსტში აღწერილი სიტუაციისა, მისი ნათქვამი მახსენდება გეორგიევსკის ტრაქტატზე. უმრავლესობას რომ ვკითხოთ, (განსაკუთრებით მათ, თავი განათლებულად რომ მოაქვთ და სინამდვილეში კი …) თითოეული მათგანი დაგიდასტურებთ, რომ ეს აუცილებელი გადაწყვეტილება იყო, ერეკლემ ფიზიკური გადარჩენა არჩია და მისთანანი. არადა ისტორიას რომ გადავხედოთ საქმე პირიქითაა, ირანში შაჰი არ ყავთ და არეულობაა, აქეთ ოსმალეთი იშლება. შეიძლება ერეკლეს მართლაც ძალიან უყვარდა ქართლ-კახეთი, მაგრამ დიდი შეცდომა დაუშვა. :/ ამავდროეულად უმეტესობა ამის მადლობელია, თან ამას იმასაც უმატებენ ერთმორწმუნე ერი ვართო. იმედია ოდესმე გვეშველება და მე ამას მოვესწრები.
    პ.ს. დიპლომატიის დონით, ნეტავ რომელ ადგილზე ვიქნებით?

  8. ნეტავ მარტო დიპლომატიის დონით ვიყოთ ჩამორჩენილი. აქ ზოგადად აზროვნების ჩამორჩენილობასთან გვაქვს საქმე. ხო, ერთმორწმუნე იყო და როცა შემოიჭრა, «მხსნელთა» ჯარს წინ ჩვენივე ნინოს ჯვარი მოუძღვოდა, მეტი ცინიზმი რაღა გვინდა? მაგ ერთმორწმუნეობაზე სულ აკაკი მახსენდება: «შორიდან შემოგვეპარა მტერი, ვით ტურა-მელაო» 🙂

  9. ზუსტად, სამწუხაროდ ოღონდ. 😦 სულ ვამბობდი და ვამბობ: რელობის არდანახვა ღუპავდა და ღუპავს დღევანდელ ქართველობას. რელობის დანახვას კი აზროვნება უნდა, აზროვნებას კი სურვილი. 😦

  10. » …გაასმაგებული მონდომებით წაკუზავს, აქამდე ისედაც არაერთხელ გაბახებულ, საწყალ ქვეყანას… ამჯერად უფრო მტკივნეული იქნება, გადავიწყებულზე მაინც, ხომ იცით, ძნელია…»—მყვარს შენი დიდაქტიკური ეროტიზმი!…რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ კურსს, ნეიტრალურ პოზიციას უნდა ვიჭერდეთ, რადგან, თუკი ერთხელ მკვეთრად ევროპისკენ გადავიხრებით,სულ მგონია, რომ დიდი დათვის თანავარსკვლავეი დაგვარტყამს და სანამ იმსიშორიდანევროპელებიჯერ იმსჯელებენ, ღირს თუ არა ჩვენი დახმარება და მერე ჯარებს გამოგვიგზავნიან, ისე არ მოხდეს, რომ, სანამ პეტრე მოვა, პავლეს ტყავი გააძრონ…რა ვიცი, რა ვიცი… ისე, რუსული ენა მეც მიყვარს, მაგრამ რუსულ კულტურაზე რა მოგახსენოთ— მეჯავრებიან ეგ სკვით-სლავ-მონღოლები!!!!…

  11. მარტო ერთი გოგოლი რად ღირს, გადაუარა სრულიად რუსეთს :დდ იმიტომაც ვერ იტანდნენ 🙂 ხო, ყველაფერი დაფიქრებით და ჭკვიანურად არის გადასაწყვეტი, ეს კი აქ დეფიციტშია, დიპლომატია კიდე ცოტნეს თქმის არ იყოს არაა…

  12. nick:

    ცოტა არ იყოს, «გადაღეჭილი» თემაა ) აქტუალურიო არ ითქმის, რადგან ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, რომ ისევ უკან წარსულსი დავბრუნდებით. ) არ მევასება რა ამ წარსულზე წუწუნი, წერის ნიჭი გაქ, გამოგდის კიდე, წერე რა მომავალზე და რეალობაზე ) ეხლა ეგ ისედაც იასნი პონტია, რომ რუსეთს აღარავინ არ მიემხრობა, აჰა მაქსიმუმ ეკონომიკის და კულტურის თანამშრომლობის სფეროები, ისიც იმიტომ, რომ კულტურა სულ სხვა თემაა )თუმცა ამ კულტურამ დაგვღუპა. მოდი იმაზე ვისაუბროთ, რომ საქართველოში ქართველები არ ცხოვრობენ, აი ჯავახეთში ქართველების ხვედრითი წილი 3%-ია მხოლოდ, : )
    —————————————————————
    პროტესტი საზოგადოებას!
    იზრუნე იმისათვის, რომ ცხოვრობდე უკეთესს საზოგადოებაში!
    http://www.peoplle.wordpress.com

  13. ნუ რა რა და წარსულზე წუწუნს და მის ნოსტალგიას მე ვერ დამაბრალებს ვერავინ, პირიქითაა, რომ იცოდე, თუ გადაათვალიერებ ბლოგს, მიხვდები. რეალობას რაც შეეხება კი, ეს თემაც მისი ნაწილია, რაც არ უნდა გადაღეჭილად გვეჩვენებოდეს. ისე მეც საზოგადოებას ვუპროტესტებდი, ვერასდროს რომ ვერ მოახდინა აზროვნების რევოლუცია.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s