«HERE COMES THE SUN»…

8043116996_8e83199a24_o

თავი არ დაუზოგავს. ყოველ დღე, ყოველ საათს, დილიდან დაღამებამდე, ქვა-ქვაზე,ლოდი-ლოდზე. ეჰ, არ იყო ადვილი! ათასი ჯურის ელემენტის ბორიალიც ვერ იყო მაინცდამაინც საისამოვნო. ამიტომაც იწურავდა ჭირის ოფლს…

***

ჟესტების ენა ყველამ არ იცის. არც თვითონ იცის. ეს სხვებს ჰგონიათ, რომ ეცოდინება, თორემ აბა საიდან? ერთი ესენი არიან ყრუ-მუნჯები, მისთვის რამის გაგებინებას რომ ცდილობენ სასაცილოდ ხელების ქნევით და მერე თვითონ. სცადა, გამოუვიდა და კიდეც მოეწონა. ძლივს დააღწია თავი არაფრის მომცემ ხმაურს, სიტყვების ქაოსს. თვითონაც აღარ უწევს რაიმეს თქმა, ახსნა, აღარც იძულებით და აღარც ნებით. თორემ ხომ იცით, როგორ იცის შეყოლიება? ზოგჯერ ისე აგიტაცებს ამოთქმის სურვილი, აღარც კი ზოგავ სიტყვებს, გრძნობებს. ბოლოს კი რა? სიცარიელე! განცდა, რომ გაგაშიშვლეს და დარცხვენილმა აღარ იცი, სად და რას  შეაფარო თავი! ასე უკეთესია. ამას მაშინ  მიხვდა, როცა მსგავსება აღმოაჩინა სიტყვებსა და ადამიანებს შორის. მიდიან-მოდიან, გპირდებიან, გითანაგრძნობენ, ინტერესდებიან, გახარებენ, გტკენენ, სიყვარულს გიმტკიცებენ, ზედმეტი ემოციების გამო გსაყვედურობენ, გავალდებულებენ, იტყუებიან, იფიცებიან, აპროტესტებენ, იწონებენ-ყველაფერს ხმამაღლა, ხმაურით, თუმცა როდის იყო ბგერების ქაოსი საქმეს აკეთებდა? ამაო ხმაური უერთდება ამაოებათა ამაოებას და ყოველივე ამაოდ რჩება…

სიტყვები სულაც არ დაუკარგავს, მარტო თავისთან სასაუბროდ დაიტოვა. კრიალოსანივით მარცვლავს დღის ბოლოს, მძივივით აწყობს, კამათლებივით აგორებს. თუმცა რატომ მარტო დღის ბოლოს?ისეთი გაუდით თავში დილიდან დაღამებამდე, ისე ენაცვლება ერთმანეთს ფორტე-პიანო, კრეშჩენდო-დეკრეშჩენდო, «ეგმონტის» უვერტიურა მიმიქარავს. კარგია ასე. არავინ ეჩხირება ამ ჰარმონიაში უნიჭო სტვენით, არავინ არღვევს იდილიას…

***

…გალავანთან ჯგროდ მომდგარან, ჩამოქექილები, გაცვეთილები, აზრდაკარგულები, თვალთმაქცები, ხმაურიანები… გალავნის შიგნით კი სიწყნარეა. ფანჯარაში მზე სტუმრობს, ორი კაჭკაჭი კი ბუდეს დასტრიალებს.»HERE COMES THE SUN»… ეღიმება. თვალებს ხუჭავს, სიტყვების ქაოსის მაგივრად  თბილი სიმშვიდე ხვევს ხელებს წელზე…

«HERE COMES THE SUN»…

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s