შიში ანუ კივილი დუმილში

ზოგჯერ ხდება რაღაც, რის შემდეგაც ყველაფერი უმნიშვნელოდ გეჩვენება, რის rasstrelფონზეც ყველაფერი მეორეხარისხოვანია და უაზრო.  ერთადერთი, რაც დაგრჩენია, ისაა, მიუჯდე კლავიატურას და ულმობლად მიახვრიტო მონიტორს შავბნელი ფიქრები, ცხლად რომ გისერავენ ტვინის ხვეულებს.

ზოგჯერ არც ესაა გამოსავალი.

აი უკვე მეორე კვირაა, მივაყენებ მახინჯ აზრებს კედელთან და ვგრძნობ საკუთარ უძლურებას. ისინი კი მატულობენ და მატულობენ, გასაქანს არ მაძლევენ. ზიზღმა ამავსო  და პროტესტი მახრჩობს. არადა, რა უნდა ვთქვა ისეთი, რაც აქამდე არ უთქვამთ ჩემზე ჭკვიანებს, ჩემზე დიდ ადამიანებს, ჩემზე ბრძნულად  და გულში ჩამწვდომად?! არც არაფერი, მაგრამ მაინც ვამბობ, რომ არასდროს ისე არ მძულებია ცხოვრება და მისი უსამართლობა, როგორც ახლა. არასდროს ისე არ დამწყვეტია გული ზეციური გულისხმიერების და სამართლიანობის დუმილზე, როგორც ახლა.

მძულს ყველა უღირსი, ბოროტი, რადგან ასე მგონია, ისინი წურბელებივით იკვებებიან ღირსეულების სისხლით,  ჯანმრთელობით, ხელიდან გლეჯენ ბედნიერ წუთებს, წარმატების სულ მცირე ნაფლეთსაც კი და ზეობენ…

ცხოვრება მშვენიერიაო,ამბობენ. ოღონდ ეს მშვენიერება მხოლოდ იმისთვისაა, რომ უყურო «მელა და ყურძენივით», გინდოდეს, შენც შეეხო, შენც იგემო, მაგრამ იმასაც ხედავდე, როგორ გაცლის ყოველთვის სხვა ხელიდან და ეს სხვა არასდროს იქნება ისეთი, ვინც ღირსია ამის. შენ კი უყურებს ისევ შორიდან ამ «მშვენიერებას» ნერწყვმორეულ-გულდაწყვეტილი და ერთადერთ გზად ისღა დაგრჩენია, თავი დაირწმუნო, რომ სწორედ ესაა კანონზომიერი, რომ სწორედ ასე უნდა იყოს და არაფერია გასაკვირი. თუმცა ახლა ესეც არ გამომდის, რაკი ამჯერად მე არ ვარ ფიქრის ობიექტი.

აღარაფერია მნიშვნელოვანი. ვიღაც ამაღლებულ თემებზე საუბრობს, ვიღაც პოლიტიკურად ანგაჟირებულია, ვიღაცას პატრიოტობის შეტევა აქვს, ვიღაცას ინტელექტის, ვიღაცას მორალის, ვიღაცას ათეიზმის, ვიღაცას თეიზმის, ვიღაცას ჰუმანიზმის, მე კი ვირეკლავ ამ ყველაფერს და თავში მხოლოდ ერთი გოგო მიტრიალებს თავის გაწეწილი თმებით და დახეული ჯინსებით… თვალწინ დედამისის ჩამკვდარი თვალები მიდგას და თავს არ მანებებს. არ იქნება დავწვე დასაძინებლად  და მათ არ ჩავხედო. იქ რასაც ვხედავ, ის მკლავს და მანადგურებს. მერე ვცდილობ დაძინებას და უცებ ვხვდები, რომ ვიწყებ მისი ფიქრებით ფიქრს…ყველაზე მეტად კი ის მკლავს, რომ არაფერი შემიძლია, სულ არაფერი…მარტო  ის, რომ ყოველდღე ვნახო, ვიკიკაო, ორივეს გადავატანინო ყურადღება რაიმე სხვაზე.  ეს სასაცილოლოყებიანი გოგო გვერდიდან არ მშორდება, ტკიპასავით მეკვრის და გულს მიგლეჯს, დედამისი კი თვალებით მესაუბრება… დრო მალე გადის, თან მიხარია და თან მეშინია… სულ რაღაც ორი დღე დარჩა… მერე ყველაფერი გაირკვევა საბოლოოდ და ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა გარკვეულობის შიში მაქვს… მე ვდუმვარ, მაგრამ ეს დუმილი ისე კივის, ცოტაც და ქალა ამეხდება, ცოტაც და ყურებს გამოხეთქავს და წამლეკავს…

როგორ მინდა საბოლოოდ არ გავუხდე მტრად ამ წუთისოფელს თავისი წარმავლობა-მარადიულობით, ზეციურით და მიწიერით… როგორ მინდა ამ შავტუხა გოგოს დედის თვალებში მაგრად გამოკვანძულ ყულფს აღარ ვხედავდე…

თურმე მშიშარა ვყოფილვარ. არ მეგონა…

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s