გასამებული

ერთი იყო და ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც ის ერთი თვლიდა საჭიროდ. 247128_213222268717838_112397672133632_650522_7212714_nემარტივებოდა ასე თუ სხვანაირად არ შეეძლო, არც ახსოვს. გზადაგზა ისე ამოეზარდა მეორე, ვერც მიხვდა თავიდან. მარტო მაშინ შეამჩნია, სიარული რომ გაუძნელდა. მაინც პირველს უჯერებდა ყველაფერს, მეორეს კი  აჩუმათებდა, ყურსაც არ უგდებდა და ისიც იყო საწყლად მიკუნჭული კუთხეში. დრო გზას ამოკლებდა და რაც მეტად აახლოებდა არყოფნას, მით მეტად იზრდებოდა და წელში იმართებოდა ის, კუთხეში რომ მიკუნჭეს. აღარ გამოდიოდა მისი არმოსმენა. არადა რომ არასდროს ემთხვეოდა ამ ორის აზრები ერთმანეთს?! რაც ერთს მოსწონდა, მეორეს აღიზიანებდა, რასაც ერთი თვლიდა აუცილებლად და სწორად, მეორესთვის დამთრგუნველი და მოსაწყენი იყო და პირიქით.

ასეც იარა წვალებ-წვალებით, ხან ერთის ჭკუაზე დადიოდა, ხან-მეორის, თუმცა ალბათ უფრო ხშირად მაინც პირველის, რაკი გაცილებით დიდი სტაჟი ჰქონდა მისი მოსმენა-დაჯერების. როცა პირველს უჯერებდა, მეორე რჩებოდა ნაწყენიც და დაზარალებულიც. როცა მეორეც უსმენდა, პირველს ქენჯნიდა სინდისი. გზა მოკლდებოდა. უფრო სწორად გზა კი არ მოკლდებოდა, არყოფნიდან ყოფნამდე მანძილი მატულობდა და ამოკლებდა ყოფნიდან არყოფნამდე დარჩენილ გზას.

ამასობაში კიდეც მიეჩვია ასე ორად ყოფნას და ორის ჭკუაზე სიარულს. კიდეც ებუნებრივა და ის წვალებაც, ამ ორს შორის არჩევანს რომ სდევდა, შეიგუა და შეიჩვია. ჩვეულებრივ ამბადაც კი ჩათვალა და  ამ ჩვეულებრივობაში დაიბადა მესამე. აი, ამას რა უნდოდა, ზოგჯერ კიდეც უჭირდა გამოცნობა. იყო თავისთვის, არაფერში ერეოდა, უყურებდა, როგორ ხოცავდა ერთამნეთს ის ორი, ეს კიდევ მეთვალყურეობდა ღიმილიანი სიჩუმით. ამასაც მიეჩვია.

ახლაც ასეა.

ქარია და დეკემბერი. ისრები დამეთხვნენ და კიდევ ერთი წლით შემოკლდა გზა. პირველი, წესის მიხედვით, ჭიქას  ავსებს სურვილ-მოლოცვებით. მეორე ჩუმად კრეფს ტექსტს, საცივში ჩახრჩობას შენ-თან (-ში) ყოფნა მირჩევნიაო, მესამე კი ზის და ფეხზე ჰკიდია ერთიც და მეორეც მათი სურვილებიანად.

სამივეს ერთი აქვს საერთო-ერთი წლით ნაკლებს ივლიან, თუმცა ერთის თვალში ეს ახალი წლის მოსვლაა ტრადიციული, მეორისთვის კიდევ ერთი უაზრო წელიწადის გავლის პერსპექტივა, მესამისთვის კი ცვლილება კალენდარზე და სარკეში, საიდანაც ნელ-ნელა ახლოვდება დასასრული.

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

12 комментариев на «გასამებული»

  1. tami:

    რა ნაცნობია

  2. სევდიანი მონოლოგია და ლამაზი.

    ახალ წელს გილოცავ, კატერინა!

  3. გილოცავ ახალი წელიწადის დადგომას.

    ეს ფრაზა ნიშნავს იმას, რომ დროის გასვლის დედაც ვატირე, მთავარია პოზიტიური განწყობა katerina : )

  4. გაიხარე, მოლი :* მეც გილოცავ და ისეთ წელს გისურვებ, ხშირად გქონოდეს შეგრძნება, «ჰაერი ლურჯი აბრეშუმია» 🙂 ჩემი თავისთვისაც ეს მინდა ❤

  5. ეგეც მართალია. მადლობა, ძმაო ჩემო, გამახარე შენი დაბრუნებით. წინა ცხოვრების ამბები განა დამვიწყებია 🙂 მეც გილოცავ, ჩემო გემოვნებიანო 🙂 და წარმატებებს და ფერად ემოციებს გისურვებ

  6. შენ გაიხარე :*
    წინა ცხოვრების ამბები კაკრას ძალიან ჯიგრულად გასახსენებელია და ამიტომაც არის გაგრძელებადი ჩემო კატერინა :*
    ასეც გავაგრძელებთ 🙂

  7. აბა რა!!! მასეთი ამბები და ადამიანები გეხმარებიან სწორედ დროის უგულებელყოფაში… წამებია ეს ცხოვრება და წამებს შეუძლიათ კიდეც გაალამაზონ და კიდეც გააფუჭონ. წამებს ვეძებთ და ვებღაუჭებით-მგონი ერთადერთი სწორი გზაა.

  8. აბსოლუტურ! მართალ!
    კაკრას რო დაკარგულის შემდეგ ვიცით მასზე გულისწყვეტა და სინანული ადამიანებმა.
    თავის დროზევე ვიცხოვროთ სიყვარულით, ცხოვრების და გარემოს სიყვარულით ალბათ.
    გარემო: შენი ოჯახი, შენი მეგობრები, შენი ქალაქი, შენი უბანი, შენი ქუჩა, მეზობლის ძაღლი, რომელიც ყოველთვის გასუსული მოგაშტერდება დილით სადარბაზოდან გასულს, ავტობუსის მძროლი რომელსაც უკვე გამარჯობით იცნობ, მარკეტსი გამყიდველი ქალი, ოთახის მცენარეები, დილის ყავა, ბლოგი, კალათბურთი, ცურვა, ხანში შესული ბუკინისტები და ასე შემდეგ…

  9. ❤ და თვალზეცრემლმორეული სმაილი, ჩუყ 🙂

  10. კატერინა, აქაც გილოცავ 🙂 არა, გასამებას კი არ გილოცავ, ახალ წელს გილოცავ 🙂 გზა 1 წლით შემოკლდა, თუმცა იმედი მაქვს რომ დარჩენილი ნაწილი ისეთი იქნება შენ რომ გინდა 🙂 რაღაც იმედიანი განწყობა მაქვს მე ბოლო პერიოდში 🙂

  11. მადლობა, მეც გილოცავ. გასამება მთლად ცუდი არაა, მით უმეტეს, რომ უწყვეტი პროცესია და არაა გამორიცხული მალე ოთხიც გახდეს :). ვენდობი შენს განწყობას ერთიც, ორიც, სამიც და ოთხიც 🙂 ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s