სამუდამო ემიგრანტი

რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად მგონია თავი ემიგრანტი. ხო, აი ასე. ერთხელაც 215545_261169903994593_421263826_nგავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ სადღაც უცხო ქვეყანაში ვარ. არა, იმიტომ  არა, რომ ადრე მომწონდა და ისე ვგრძნობდი თავს, როგორც თევზი წყალში. იმიტომ არა, რომ ის ადრინდელი მენოსტალგიება და ახლანდელი არ მომწონს. მაშინაც უცხოდ ვიყავი ყველაფერთან და ახლაც, უბრალოდ ახლა უფრო თამამად შემიძლია ყველაფერს თავისი სახელი დავარქვა, უფრო თავდაჯერებით.

მოკლედ დიდი ხეტიალის მერე საკუთარ ფიქრებში დავასკვენი: თურმე ემიგრანტი ვარ, თან სამუდამოდ, თან არა საკუთარი ნებით, თან არც თუ ისე აწყობილ და  ადვილ ქვეყანაში.

არ ყოფილა სასიამოვნო მდგომარეობა. დადიხარ ქუჩებში და ყველაფერი გეუცხოება, ისიც კი, რაც მოგწონს, ვერ გიქრობს ამ შეუგუებლობის და უცხოობის განცდას. აკვირდები, როგორ იქცევიან შენ გარშემო და ვერაფრით იგებ, რატომ, რისთვის. უსმენ ადამიანებს და არ გესმის, რა უნდათ და თუ შემთხვევით გაიგე, არ გაგეგო, აჯობებდა.

ახლა ვხვდები იმას, რაც ორი წლის წინ სრულიად გაუზარებლად, ინსტიქტურად გავაკეთე- ბლოგის სახელს და მისამართს ვგულისხმობ. ვარ კატერინა და მაქვს ჩემი ქვეყანა ქეთლანდია,  მის გარეთ კი უცხო ქვეყანაში მოხვედრილი ემიგრანტი  ვარ.

ჰოდა შევეშვი სხვადასხვა პრობლემებზე საუბარს. აღარ მეხება არაფერი. გადავედი ბოდვაზე. დავყვები ჩემს ფიქრებს და გრძნობებს და როგორც კი რამე გაჭაჭანდება და ღრღნას დამიწყებს, ნელ-ნელა, თავისით ეწყობა მარცვალ-მარცვალ ახალ ისტორიად, რომელსაც განტენბაინურად ვირგებ ტანზე.

ყოველი ახალი ისტორიის მობოდვის მერე ჩემი ერთი გიჟპოეტა კურსელი მახსენდება, ამბიცია რომ კლავდა ნიჭიერების. ამას წინ შემხვდა და ვკითხე, რას შვრები-მეთქი და ლექსებს შევეშვი, ახლა პროზას ვაწვებიო 🙂 . მე არაფერს «ვაწვები», ისე, უბრალოდ, ვცხოვრობ ჩუმად, ჩემთვის და იმათთვის, ვინც მიყვარს, ვწვალობ, გამაქვს თავი და არა მარტო თავი :). და როცა ფორიაქი და ემოცია მეძალება, აქ ვიმალები.

არ ყოფილა ადვილი ემიგრანტობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს საკუთარ ქვეყანაში გიწევს…

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

12 комментариев на «სამუდამო ემიგრანტი»

  1. tami:

    სხვაგან უარესია, დამიჯერე

  2. მჯერა, თუმცა კაცმა არ იცის, რომელი უფრო ძნელია, ვერ გაიგებ…

  3. შენც მელანქოლია გჭირს, ჩემსავით !…

  4. ეგ მე თითქმის სულ მჭირს ჩუმად, ჩემო ნესტან-დარეჯან, არავინ იცის თორე 🙂 ამჯერად ნიჰილიზმის სუნი დაჰკრავს.

  5. მე უკვე ყელამდე ვარ ნიჰილიზმში, ასე რომ, ჩემთან რა გაქვს დასამალი?!…

  6. აკი არც ვმალავ. თუ აქამდე ქვეყნის ამბებში მეძალებოდა ნიჰილიზმი, ახლა უკვე გლობალურადაა 🙂

  7. მოიცა!
    არავითარი მელანქოლია და ემოგრანტობა katerina!
    იასნა ნიტოა, მაგრამ მაინც შეიძლება მშვიდი ცხოვრება მსგავს გარემოში…. ნუ კარგი, შედარებით მშვიდი… 😉 პროსტა ჩალიჩი ჭირდება…

  8. კი, ნიკ, მე ვცხოვრობ მშვიდ გარემოში, ვახერხებ შევიქმნა ქვეყნისგან დამოუკიდებლად. ისედაც მგონია, რომ შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობა მთლად ქვეყნის ავან-ჩავანზე არაა დამოკიდებული… ვჩალიჩობ, რაც შემიძლია 🙂 :*

  9. «ისედაც მგონია, რომ შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობა მთლად ქვეყნის ავან-ჩავანზე არაა დამოკიდებული…»
    — ეს ის ფრაზაა გაგრძელება რო ბევრი მიმართულებით შეიძლება.

    «ვჩალიჩობ, რაც შემიძლია :* »
    — ჯიგარი ხარ katerina, ასეც გააგრძელე :*

  10. არ შეგარცხვენ, სიტყვას გაძლევ :* 🙂

  11. კატერინა ეს ის პოსტია , რომელიც ნამდვილად ჩემია და ჩემთანაა ახლოს. : )) ხშირად მიფიქრია ზუსტად ასე, მაგრამ შენგან განსხვავებით კი ჩემი გარემო მშვიდი არაა. მიუხედავათ იმისა , რომ ჩემი ქვეყანა არასდროს დამიტოვებია 2 კვირაზე მეტ ხანს, თავს სულ ემიგრანტად ვთლი , იმის შემდეგ რაც ნელ-ნელა გავაცნობიერე , რომ სულაც არ აღმოჩნდა ცხოვრება ისეთი როგორსაც მიხატავდნენ. ნახატის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით ცხოვრება ბევრად ფერადი ,ლაღი და კეთილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სანაცვლოდ თალხი და აქა -იქ გაცრეცილი ფერებით «შეფერადებული» სამყარო აღმოჩნდა. რა თქმა უნდა იტყვით , რომ ეს უკვე 13 ან 15 წლის მოზარდმაც კი იცის, რომელმაც თუნდაც პირველი სასიყვარულო ფიასკო განიცადა. მაგრამ მე სხვა რამეს ვგულისხმობ, აი იმას , რომ შენ ქეთლანდია მაინც გაქვს ჩემს ქვეყანას სახელიც არ აქვს და არ ვიცი საერთოდ რომელ კონტინტზეა. პასუხი კი ვიცი მაგრამ არ მინდა გამოტყდომა და იმის აღიარება , რომ სინამდვილეში ქვეყანა ყველას გვაქვს, ყველა ინდივიდია და ყველა ემიგრანტი, უბრალოდ საჭიროა სათანადო ადგილი მოძებნო და ამ დიდ რუკაზე სადღაც ჩაეკვეხო, დაუსახლებელი ტერიტორიები აითვისო, ოკეანის სიღრმეში ახალი კუნძული აღმოაჩინო ან სულაც გადაფარო რამდენიმე უქნარა ქვეყანა. ეს შენ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული . აღარ მინდა ემიგრანტობა და მინდა , რომ სადმე მეც ვიპოვო ადგილი ჯერ-ჯერობით ჩემი პატარა, მოკრძალებული ყვეყნისთვის.
    პ.ს. ალბათ 99.9% ვინც ამას წაიკითხავს იფიქრებს ეს აბდაუბდა ბავშვი ვისია ვის დაეკარგა და საერთოდ რა უნდაო, მართალია ზედმეტი სიმბოლიზმი გამომივიდა და ალბათ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა რასაც ვგულისხმობდი ან რაც მინდოდა , რომ მეგულისხმა ,მაგრამ მთავარია რაც მინდოდა ის ვთქვი და გული მოვიფხანე.. ::d 😀 😀

  12. ძალიან კარგად მივხვდი, რასაც ამბობ და გულისხმობ, ნაცნობია ფრიად. რაც შეეხება ჩემი გარემოს სიმშვიდეს, რომ იცოდე, რამდენი წელი, ძალისხმევა და ბრძოლა დამჭირდა მაგის შექმნისთვის. ჰოდა ისე გამოდის, რომ სადღაცკი მიპოვია ჩემი «სამშობლო», სადაც არ ვარ ემიგრანტი 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s