ტანგოს რიტმში

განა არ დაწერდა ყველაფერს, მაგრამ ფიქრებში გაცილებით უკეთ გამოსდის. ყველა ისტორია კარგად ეწყობა იქ, არც ბანალურობის საშიშროებაა, არც მიჩქმალვა სჭირდება რამეს, არც  გადამეტებული რომანტიზმი ემუქრება და არც ზედმეტი ნატურალიზმი.

განა არ იცეკვებდა, იცის და ყველაფერი, მაგრამ ფიქრებში გაცილებით დახვეწილია  ყველა პა და პარტნიორიც  ყოველთვის არაჩვეულებრივი ჰყავს, მერე რა, რომ მისი სახე არასდროს ჩანს.

ადრე ეგონა, თუ კარგად ისწავლიდა, ეს აუცილებლად დაეხმარებოდა.ჯერ, როგორც ყოველთვის, ძალიან ბევრი და დიდხანს იფიქრა და როცა საბოლოოდ მოიფიქრა, კიდეც მონდომებით შეუდგა საქმეს. ბევრი წვალება არ დასჭირვებია. იმდენად ადვილად გამოსდიოდა, თვითონაც უკვირდა და სხვებსაც. ლოგიკურიც იყო. შინაგანად  კაი ხანია მზად იყო ამისთვის, მორალურადაც, ფიზიკურადაც, ემოციურადაც. ღობე-ყორეს არ მოსდებია, დრო სხვაზე არ დაუკარგავს, მხოლოდ ერთს სწავლობდა გულმოდგინედ. ტრიალებდა რიტმს  აყოლილი. ტანი თავისით მიჰყვებოდა მუსიკას. ფეხებს თავისით გამოჰყავდათ ყველა მოძრაობა, ისე, რომ დაფიქრებაც არ სჭირდებოდა. თვალებდახუჭული მიჰყვებოდა დიდ პიაცოლას და საკუთარ სხეულს, მისი ჩარევის გარეშე რომ იხლართებოდა ვნების ქაოსში.

სანამ სწავლობდა, ეგონა მერეც ასე ადვილად იქნებოდა ყველაფერი. განა დაავიწყდა და ამიტომ ვერ გამოდიოდა მოსაწონი. იქნებ არც იყო ცუდი და სხვისთვის იქნებ კიდეც ყოფილიყო მოსაწონი, მაგრამ თვითონ ვერ იყო კმაყოფილი. რაღაც არ იყო ისე, როგორც წარმოედგინა და უნდოდა. უღიმღამო გამოდიოდა. ეგებ სწორიც იყო ყველა ილეთი, არც რიტმს რჩებოდა, მაგრამ მაინც არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. მიზეზი ალბათ პარტნიორში იყო. ვერა და ვერ ამოარჩია. ზოგი მოუქნელი იყო, ზოგი ისე უემოციოდ ცეკვავდა, ჩამოგეძინებოდა ადამიანს, ზოგი ზედმეტად აჩქარებდა და ფეხები ებლანდებოდა.

მშვენივრად იცის, რომ, რასაც ახლა ცეკვავს გაუთავებლად, არაა ის, რაც უნდა იყოს,  მაგრამ  უხარისხოდ ნაცეკვს ისევ ასე ურჩევნია.

განა არ იცეკვებდა, იცის და ყველაფერი, მაგრამ ფიქრებში ურჩევნია, ის უფრო ჰგავს ტანგოს.

აკი უნდოდა ცხოვრება ტანგოს რიტმში. ცხოვრების რა მოგახსენოთ და გული კი აქვს  ტანგოს რიტმში, სხვების ენაზე ამას არითმია  ჰქვია.

განა არ დაწერდა, მაგრამ ბანალურობის ეშინია, ვერც ნატურალიზმი ხიბლავს. ამიტომაც ფიქრებში წერს, ცხოვრებაში კი ბოდავს. ცხოვრებაში სილუეტებს ეცეკვება, ფიქრებში კი  ფერადი ტანგო იწვის…

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

9 комментариев на «ტანგოს რიტმში»

  1. «ცხოვრების რა მოგახსენოთ და გული კი აქვს ტანგოს რიტმში, სხვების ენაზე ამას არითმია ჰქვია.» ვაიმე ❤

  2. :* ❤ ხო, დაია, კეფაზე ხალის ამბავია ეგ 🙂

  3. ფიქრში ყველაფერი ისეთი სრულყოფილია ! თუ რამე შეგეშალა, ეგრევე უკან დაატრიალებ და გაასწორებ , თანაც არავის არაფერი დაუნახავს! პარადოქსია, რომ ფიქრში ყველაფერი ასეთი კარგია, მაგრამ ჩვენ მაინც რეალობაში გამოვდივართ საცხოვრებლად — სამყაროში, სადაც სიამოვნებაც კი ტკივილია, თავისი სასრული ბუნებისდა გამო, ხოლო, ტკივილი ხომ თავისთვად ტკივილია…

  4. ხო, სამწუხაროდ, მასეა. მე კი ნელ-ნელა ვსწავლობ, როგორ დავტოვო ჩემი თავი ფიქრების ისტორიებში დიდი ხნით, ზოგჯერ ისიც მგონია, ნამდვილი სწორედ იქაა, აქ კი მოჩვენებითი…

  5. შენთვის უკეთესი იქნება, თუ ეგრე იფიქრებ…

  6. ხო, ვცდილობ 🙂

  7. როგორც ყოველთვის ათიანში გაარტყი, ზუსტად ამ ვიდეოს ყურების მერე დავწერე ეს პოსტი 🙂 ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s