მარგალიტები სკოლიდან

ამ ორ დღეში კიდევ მომიგროვდა სასკოლო ცხოვრებიდან «ხელიხელ საგოგმანები» shkolaმარგალიტები. ჰოდა, გაგიზიარებთ თქვენც. ვიცი, დაგაინტერესებთ.

«ბახტრიონი»:

«მუხაზე ჩამოკიდული კაცი სჩანს სამკლავიანი,»-გახსოვთ ალბათ, წიწოლა თავს რომ იკლავს. სამკლავე თურმე ყოფილა აი, ხელი რომ მოსტყდებათ და მერე ჩამოკიდებული რომ აქვთ, არტახივით რომაა, ის. ანუ ორივე ხელი ასე ჰქონდა ჩამოკიდებული და ისე ჩამოიხრჩო თავი. მოკლედ, რას არ იზამს ადამიანი, თუ სუიციდისკენ აქვს მიდრეკილება 🙂

ბერიძე თურმე გვარია, მერე რა, რომ ფშავში ეს გვარი რა შუაშია…

«გამზრდელი» : ჰაჯი-უსუბი თურმე ბათუს მამა ყოფილა. ლოგიკა ალბათ ასეთია: რაკი ის საფარ-ბეგის გამზრდელია და ამავე საფარ-ბეგის ძიძა ბათუს დედაა, მამა გამოდის აბა რა! ნუ ახლა ყაბარდოში რომაა, ეგ არაფერია, ეგებ გაცილდნენ? ყველაფერი ხდება ცხოვრებაში.

«ჰაკი აძბაში» კუზმა კილგა ძლიერი ადამიანია, პრინციპული, მიზანდასახული, ჰაკი კიდევ ერთი უთავმოყვარეო, ბნელი მონაა.

«სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში» მკრეხელური ლექსია და ფრაზები «სად არის ჩემთვის სამაგიერო?! საბედნიერო სად არის სული?!» არის ურწმუნო, ზნეობრივად დაცემული ადამიანის ნათქვამი, ეს იმაშიც გამოჩნდა, რომ თვითმკვლელობით დაიმთავრა სიცოცხლე.

«ლურჯა ცხენების» ახსნა მოუთხოვიათ ჩემს გოგოებს( ისე, ესენიც კაი ინტრიგნები არიან, ახსნილი გვაქვს კაი ხანია, მაგრამ ერთობიან მასწავლებელზე 🙂 ) და რას იგონებთ, ლექსის ახსნა როგორ შეიძლებაო. რად უნდა ლექსს ახსნაო? წაიკითხე? მოიტანა ემოცია?-ეგაა და ეგ!!!  ლექსი ზეპირად უნდა იცოდე, მეტი არაა საჭირო. მერე რა, რომ ამ პრინციპზე სულაც არაა აგებული მისაღები გამოცდები.

პაოლოს  «წერილი დედას» არის ლექსი სოფელზე და ქალაქზე და ავტორი ხაზს უსვამს იმას , რომ სოფელი სჯობს ქალაქს და მართალიცაა, რადგან სოფელში უკეთესი ადამიანები იბადებიან, ვიდრე ქალაქშიო. აი, მეც სოფელში დავიბადეო. აქ ჩემს მოსწავლეს უკითხავს, მერე თუ ასეთი კარგია სოფელი, რატომ არ დაბრუნდითო? 🙂 პასუხად რასაც მიიღებდა, მიხვდებით უჩემოდაც.

მასწავლებელი  ერთობ პათეტიკურად საუბრობდა და გააწყვეტინა მეთორმეტეკლასელმა, რაღაც აინტერესებდა და  ნუ ხარ შენ თავხედი და როცა ვხსნი, ნურაფერს მეკითხები, ფრთებს ნუ მტეხო 🙂 .

ერთი გოგო მყავს აბიტურიენტი, მოწესრიგებული, ათოსანი. თემებს წერს, იტირებთ( არადა მისი ნაწერი სამაგალითოდ ჰქონდა მის მასწავლებელს), გატყლარჭულად, მაღალფარდოვანი სიტყვებით, ყალბი პათეტიკით და ასე შემდეგ, ასე მიაჩვიეს წლებია და რა ქნას? წერა კი არა, როცა ყვება რაღაცას, მაშინაც ასე მეტყველებს და მაგიჟებს. ცოტა გავაშალაშინე. ის კი არა სავარჯიშოც მოვუგონე-დღეში რამდენჯერმე უნდა დადგეს და ხამამღლა იძახოს ცუდი სიტყვები. გაჭრა, რომ  იცოდეთ. გაცილებით ბუნებრივად საუბრობს და თემასაც შეეტყო. იმედია, გამოცდამდე მოვარჩენ.

ზმნის საოცარ უღლებასაც მივაგენით. ასე მაგალითად: კითხულობს თემას მოსწავლე, ციტატა მოჰყავს და ილია ამბობსო. ეგ არაა სწორი ფორმა, უნდა თქვა აცხადებსო. და რატომ უღლების მიხედვით ხომ სწორიაო? არა, ეგ იცი როგორააო? მე ვამბობ, შენ ამბობ, მაგრამ ილია აცხადებსო. ნუ ჩვენ ეს ავიტაცეთ  და სხვადასხვა ვარიანტებს ვიგონებთ ზმნებისას ჩვენთვის და უკვდავთათვის :).

არ გეგონოთ, რომ ესენი  ერთ სკოლაში სწავლობენ და საერთო მასწავლებელი ჰყავთ. ნეტავი ასე იყოს, მაშინ კიდევ ვიფიქრებდი, რომ მხოლოდ ერთეულ სკოლებშია ასე საქმე.

მოკლედ, მეცოდებიან ჩემი მოსწავლეები, მეცოდება ლიტერატურა, ასე უმოწყალოდ რომ ასაჭურისებენ და საფლავებში სიმწრით მბრუნავ-მოტრიალე პოეტ-მწერლები…

Запись опубликована в рубрике რეპეტიტორული ამბები, სასკოლო ამბები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

10 комментариев на «მარგალიტები სკოლიდან»

  1. tami:

    მე ვამბობ, შენ ამბობ, მაგრამ ილია აცხადებსო?ნამდვილი ანეკდოტია , გავსკდი სიცილით

  2. ჩვენც დავიხოცეთ 🙂 ერთმანეთს ვურეკავთ და ახალ-ახალ ვარიანტებს ვთავაზობთ 🙂

  3. tami:

    ხო აი მართლა ძალიან მაგარია სააღადაოდ, ისე კი საით მივექანებით, მასწავლებელი ამას რომ გეტყვის, რაღა უნდა ისწავლო

  4. პაოლოს ლექსის «ამხსნელი» და მეთორმეტეკლასელის მასწავლებელი ერთი და იგივე ხომ არ იყო? 🙂 ზუსტად ასეთი «ტექსტები» მახსოვს სკოლიდან 🙂

  5. კი, თან «ლურჯა ცხენებზე» საუბრობდა და აყოლებდა, ვერ ვიტან ამ ლექსს, რა იდიოტობააო 🙂

  6. ყველაზე მეტად შენი მოფიქრებული «თერაპია» მომეწონა განსაკუთრებით, იმედია ბოლომდე გამოაჯანმრთელებ გამოცდებამდე :დ

  7. უშველის კი, მაგ მეთოდით არაერთი განმიკურნავს 🙂

  8. elene:

    მე ვამბობ, შენ ამბობ, მაგრამ ილია აცხადებსო ::D 😀 😀
    სატირალია…

    მე ღმერთმა გადმომხედა წყალობის თვალით, შენ რომ მასწავლიდი. დიდი მადლობა :*:*:*

  9. მეც გამიმართლა, რომ იმ შავბნელ პერიოდს შენ და შენნაირები მიხალისებდით. დილაუთენია გული გამითბო შენმა კომენტარმა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ტყუილად არ ჩაუვლია იმ წლებს :*

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s