სწავლა-წამება მოსწავლეთა

ჩემი რეპეტიტორული საქმიანობიდან გამომდინარე, ვერა და ვერ მოვწყდი ამ php8yn0UH_x_aac3add1განათლების სფეროს. მინდა არ მინდა, მუდმივად მიწევს შეხება და ყოველი შეხებისას თავიდან მეუფლება ეჭვი, რომ როდესმე რამე ეშველება. მოკლედ, ამჯერად    გუშინდელ გაკვეთილებზე მოგიყვებით.

ერთი მოსწავლე მეათე კლასშია, მეორე- მეცხრეში. ორივე ძალიან საყვარელი, მონდომებული და წესიერი ბავშვია.

ის, რომელიც მეათეშია, მოვიდა დაფიქრებულ-დამწუხრებული, ხვალ საკონტროლო მაქვს და მასწავლებელმა ასე მითხრა, გრიგოლ ხანძთელის დახასიათებას დავწერთო. ნუ, რამდენად აქვს მის მასწავლებელს საერთოდ რამის დაწერის მოთხოვნის მორალური უფლება, ეს ცალკე თემაა, რაკი აბსოლუტურად არაფერს აძლევს საიმისოდ მოსწავლეებს, რომ წერა იცოდნენ. ამას კაი ხანია მიჩვეული ვარ, რომ სკოლაში უვიცი და ზარმაცი პედაგოგების ( გამონაკლისებმა მაპატიონ) ჩასვრილი საქმე მე უნდა გამოვასწორო. ამჯერად თემის დასახელებამ გადამიყვანა ჭკუიდან. ჯერ ვკითხე, რომელი ნაწყვეტის მიხედვით- მეთქი და რომ მითხრა, მთელი ნაწარმოების მიხედვითო, თვალები გადმომცვივდა და სათვალე მომძვრა. აი, რა ჰქვია ამას? თან გეგმა მიუცია, იტირებთ: 1-გრიგოლის წარმომავლობა;2-მისი თვისებები;3-დამსახურება;4-ციტატები.

ღრმად ამოვიხვნეშეთ ორივემ, მოვიწმინდეთ ჭირის ოფლი, დავაკვალიანე, რამდენადაც შესაძლებელი იყო ლაკონიურად ამ ყველაფრის ჩატევა ერთ თემაში და რას ვერჩი, კი დაწერა.შევუმოწმე და ახლა კიდევ უფრო დამწუხრდა. რა იყო-მეთქი და 45 წუთში ეს როგორ უნდა მოვასწროო. აქ მეც დავფიქრდი, მაგრამ მაინც იმედი დავიტოვე, ალბათ დროს დაუმატებს და ისე დააწერინებს-მეთქი. დღეს მირეკავს და მეუბნება, ასე მითხრა შეამოკლე და ჩაატიე ერთ გაკვეთილშიო. ვამოკლე და მაინც არ მეყო დროო. ბოლოს გავმწარდი და ვუთხარი, მაშინ გეთქვათ, მზეში ჩავწერდი გრიგოლს და ისრებით მივუწერდი ყველაფერსო, რაზეც პედაგოგი ერთობ გაბრაზებულა და შენ თავში აგივარდა რაღაც-რაღაცებიო, უთქვამს 🙂 .

ახლა მეორე, რომელიც მეცხრე კლასშია. ავთანდილის ანდერძი მიუციათ. ამას, წინა მოსწავლისგან განსხვავებით, უხსნის მასწავლებელი, მაგრამ, მგონი, სჯობს არ უხსნიდეს.» სიყვარული აღგვამაღლებს» თურმე მარტო ქრისტიანებზეა ნათქვამი, იმიტომ რომ ისე, როგორც ქრისტიანებს უყვართ, სხვებს არ «ძალუძთ» და აგვამაღლებს კიდევ იმას ნიშნავს, რომ თუ გიყვარს, სასუფეველში ხვდები ეგრევე. კი მარა ანუ სიყვარული კლავს-მეთქი?-ჩავეკითხე გაოცებული და აქ დაიბნა, უიო, ეგ რომ მეკითხა, ცუდ ნიშანს დამიწერდაო. «მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა» ნიშნავს თურმე, რომ სწავლით სასუფეველს დავიმკვიდრებთ. ხო აბა რა, ვალენტობა, ნიუტონის კანონები, ზმნის უღლება, პითაგორას თეორემა თუ არ იცი და ლიტერატურა თუ არ ისწავლე კარგად რა გინდა სასუფეველში, შენი ადგილი კუპრშია-მეთქი. ჯერ ვერ მიხვდა, მართლა ვეუბნებოდი თუ ვხუმრობდი. ამან სულ გადამრია. ანუ იმდენს ეჩიჩინა ამ ზეციურ სამყოფელზე, რომ სერიოზულადაც მიიღებდა ჩემს ხუმრობას, მე რომ გიჟები არ ამომეყარა. რამ გაგამწარათ-მეთქი. კაცი ამბობს სწავლა ზნეობრივ ზრდას უწყობს ხელს და თქვენ რას ბოდავთ-მეთქი. ყველაფერი სასუფეველთან როგორაა დაკავშირებული-მეთქი. » სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა» ნიშნავს თურმე, რომ ადამიანს სიცრუე კლავს და მისი სული ზეციურ სამყოფელში ვერ მიდის. და შენ რა იცი, სად მიდის-მეთქი? როგორ, მასწო, ადამიანი რომ კვდება სული ხომ მარადიულში მიდისო? ეგ იქნებ მასეცაა, მაგრამ ყველაფრის მაგით ახსნა როგორ იქნება-მეთქი. თანაც როგორ დავიჯერო, რომ შენ, ფბ-ზე  ფოტოების დამშეარებელი და ამაზონსმიჯაჭვული თინეიჯერი დღედაღამ მარადიულობაზე და სამოთხე-ჯოჯოხეთზე ფიქრობ-მეთქი. ვაიმე, მასწ, რასაც თქვენ ამბობთ ეგ ხომ ათეისტობააო, ისეთი დაფეთებული ხმით მითხრა, გეგონება ათეისტობა კანიბალობას, ტერორისტობას ან მანიაკობას ნიშნავდეს. ავუხსენი, რომ რასაც მე ვამბობ, ეს ათეისტობა კი არაა, თავშეკავებაა ხმამაღალ დასკვნებში. ის, რაც არ გინახავს და არ ხარ დარწმუნებული, არ უნდა ამტკიცო ყალბად მხოლოდ იმის გამო, რომ სხვები ასე ამბობენ. და საერთოდ, ლიტერატურა გაცილებით ფართო აზროვნებას მოითხოვს, ვიდრე რელიგიის ჩარჩოებია-მეთქი. კავშირი ნამდვილად არის წარსულიდან გამოდინარე, მაგრამ ყველაფრის ამ საზომით გაზომვა და ახსნა, არ ივარგებს და უკეთესი იქნება თვითონ ეცადო ივარაუდო, რაში რა აზრი დევს-მეთქი. რომც ვივარაუდო, იმას მაინც ვერ ვეტყვი, გადაირევაო. ბოლოს მოვიფიქრეთ, რომ იმას ის უთხრას, რაც მას უნდა, რაკი ნიშანი ასე მნიშვნელოვანია ამ ჩემი მოსწავლისთვის და ჩემთან ის თქვას, რასაც თვითონ ფიქრობს.

ახლა მე თქვენ გეკითხებით: რა რეფორმა უშველის ამ ყველაფერს?

დასასრულს იმათ, ვინც წესით აზროვნებას უნდა აჩვევდეს მოსწავლეს და ამ დროს გამზდებულ, დამყაყებულ დოგმებში უკლავს დამოუკიდებელი აზრის ქონის თავისუფლებას, მათსავე ენაზე მივმართავ: მუნ გაქუსთ!!!

ვგიჟდები ჩემს მოსწავლეებზე, ისინი ჩემს თვალში მარტვილები არიან.

Запись опубликована в рубрике რეპეტიტორული ამბები, სასკოლო ამბები с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

10 комментариев на «სწავლა-წამება მოსწავლეთა»

  1. «ლიტერატურა გაცილებით ფართო აზროვნებას მოითხოვს, ვიდრე რელიგიის ჩარჩოებია» — ცხადზე ცხადია.

    რეფორა აზროვნებას სჭირდება, იმჰო.

  2. tami:

    საწყალი ბავშვები-პატარაობიდანვე როგორ უწამლავენ გონებას. ზოგიერთებს სენ მაინც ყავხარ და ვისაც ნორმალური მრჩეველი არ ყავს ისინი ნამდვილად განწირული სულები არიან

  3. მეათეკლასელის იდეა მომეწონა 🙂 რა საჭიროა ამდენი წერა… მით უფრო, თუ საკუთარი აზრის გამოხატვა არ შეიძლება…

  4. მეც მანდ ვარ, რეფორმა აზროვნებას სჭირდება და არა პროგრამებს და სახელმძღვანელოებს.

  5. სამწუხაროდ სკოლებში უმეტესობა ასეთი მუშაობს, იშვათად გამოერევიან ისეთები, დამოუკიდებელი აზრის ქონას რომ მიესალმებიან.

  6. მეც 🙂 ძალიან ვიხალისე და შევაქე კიდეც, კარგად გითქვამს-მეთქი

  7. ამ პოსტზე კი ძალიან ბევრი რამის დაწერა შემიძლია, მაგრამ რატომღაც ეს გამახსენდა და ამას დავწერ:
    განსხვავება ჩემი მასწავლებლის მიერ ახსნილსა და იმას შორის თუ რას გულისხმობდა ავტორი:

    «ავტორი წიგნში წერს: «ოთახში ლურჯი ფარდა ეკიდა»

    ჩემი მასწავლებლის აზრით ავტორი გულისხმობდა: «ფარდა ავტორის მძიმე სულიერ მდგომარეობას, მის უსაშველო დეპრესიასა და მდგომარეობის გადატანის შეუძლებლობას გამოხატავს».

    რას გულისხმობდა სინამდვილეში ავტორი: «ოთახში დედააფეთქებული ლურჯი ფარდა ეკიდა.»

    :დ :დ :დ

    ბარემ ორიგინალის ლინკსაც დავდებ, თორე მოვიკოჭლებ ვგონებ თარგმანში :დ

  8. საცოდავი მოსწავლეები:)) გულწრფელად შემეცოდნენ, 😦

  9. კარგი მაგალითია 🙂

  10. მეც აი მაგ დღეში ვარ წლებია, მეცოდებიან და მეცოდებიან…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s