მონატრება

ცა ფეხად ჩამოდის მიწაზე. დიდი, ფუმფულა ხალათის თვალისმომჭრელ სიწითლეშიც აღწევს ნესტიანი სიცივე.

ფანჯრიდან უშველებელი ჭერმის ხე ჩანს, შავად გაშიშვლებულ-გაფიჩხული.»უცნაურია, რომ ასეთ მდგომარეობაში გაცილებით ლამაზი და

საინტერესოა, ვიდრე მსხმოიარე და გაფოთლილი».

579028_301403309965948_539719285_nთავის ქალას ეხლებიან აბეზარი მწერებივით ფიქრების ნაწყვეტები. სიამოვნებით გადმოყრიდა, რომ შეეძლოს, გადმოცლიდა და ისევ დაახურავდა თავს.სინემატოგრაფიული სისწრაფით ენაცვლებიან ერთმანეთს კადრები წარსულიდან, თუმცა სულაც არ არის ელი გორდელიანი.ფრაგმენტები ერთმანეთს არ ებმება. ზოგი წაშლილია, ზოგი კი არა, უმეტესობა. სცენები უაზრო გამოდის. დიალოგია და  ერთი საუბრობს მონოლოგივით, მხოლოდ ჟესტებით და მზერით თუ მიხვდები, რომ სხვას ელაპარაკება და არა საკუთარ თავს. ვიღაც ჩნდება და შუა მოქმედებიდან ქრება…

კუთხეში დიდი წითელი ყუთი დგას, ფერადი მძივებით გაწყობილი. თავი იხდება და ნელ-ნელა, სანტიმეტრობით იზრაზება იატაკზე უშველებელი პითონი. ჭრელია, ლამაზი.

გრძნობს მისი ტანის შრიალს, მის მიახლოებას და არ ინძრევა.

გლუვი, ლორწოვანი სიცივე ეგლასუნება ფეხებზე. თვალებს ხუჭავს. საახალწლო ნაძვის ხესავით გაუნძრევლად დგას და ჭრელი, ცივსისხლიანი უხერხემლო გირლანდასავით ეხვევა გარშემო. ხელებშეკოჭილი მორჩილად უჩერდება, თან თვალს არ აშორებს შავად მოცახცახე ჭერმის ხეს. ფიქრები ისევ ირევიან აბეზარი მწრებივით თავში და მათი ბზუილი გულს უჩქარებს.

უკვე წელზე ჰყავს მჭიდროდ ჭრელ სალტედ ევას მოკავშირე. ზლაზვნით მიიწევს ზევით. «თითისტარზე ახვევდა ხოლმე ასე ძაფს ბებია». მკერდზე ეკვრის და ისე უჭერს, სუნთქვა უჭირს. სიცივე ჟრუანტელად უვლის და კერტები ებერება. სტკივა და ისე გაყუჩებია ამ ტკივილს და სიცივეს, როგორც ვნებას…

სხვა დროს ალბათ არ დაანებებდა ასე ძრომიალს, დღეს კიდეც უხარია.

ჭრელი სისველე ცივად ედება კისერს ყულფად. უჭერს და ხუთავს. ყვითელი თვალები თვალებში უყურებს. სისინი ფარავს თავში ბზუილის ხმას. სხვა დროს ალბათ  მოიხსნიდა და გამოკეტავდა ისევ დიდ წითელ სკივრში, ახლა არა. თვითონ არ გააღო კლიტე დილით?

ჭრელი სისველე ლორწოდ ედება გარეთ და შიგნით.

ფანჯრის იქით წვიმს. წვეთები  საცოდავად ეკვრიან შუშებს, ცახცახებენ, სრიალდებიან, ძირს ეცემიან და სველ კვალს ტოვებენ ზოლ-ზოლად. შავად გაფიჩხული ჭერმის სველ ტოტებზე კაჭკაჭი ზის და რაღაცას ჩახჩახებს.

კუთხეში დიდი წითელი ყუთი დგას, ფერადი მძივებით გაწყობილი. დღეს თავახდილია…

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «მონატრება»

  1. tami:

    arasasurveli seqsualuri akti damidga tvaltin,ratom ar vici…

  2. უი 🙂 მე მონატრებაზე ვწერდი, თუმცა ემოცია და აღქმა სუბიექტური რამეა და მირჩევნია არ დავაკონკრეტო

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s