ნისლი

270634_2204564195471_7864301_nქალაქი არის და არც არის. ქუჩებს მიჰყავთ მანქანები არსაიდან არსაითობამდე. ხიდი კიდია მდინარეზე. ცა არის და არც არის, გააირებულია ნაცრისფრად.

ნისლია.

ახლაც ეჩქარება, როგორც ყოველთვის. იცის, მიასწრებს, მაგრამ მაინც ჩქარობს. არ შეუძლია სხვანაირად. ყველაფერი სწრაფად, ერთბაშად, ერთდროულად, ტურბოს რეჟიმში. არ იცის, სად ეჩაქარება, რატომ ეჩქარება, რატომ უნდა ყველაფრის მოსწრება. მაინც ჩქარობს.

ახლაც იგონებს ალბათ რამეს. წინასწარ იცის, შედეგით არ იქნება კმაყოფილი. ის კი არა, გაბრაზებამდეც კი მიიყვანს უკმაყოფილება და იმედგაცრუება, მაგრამ მაინც არ წყვეტს. აზარტია, ალბათ, ან  აჩემება, სიამოვნება მხოლოდ დაწყების პროცესით, კეთებით  და არა შედეგით.

ახლაც ეძებს, ოღონდ რას, ისევ არ იცის. სიახლეს? ალბათ.  ან სულაც შეგრძნებას იმისას, რომ ისევ იწყებს რაღაცის ჩიჩქნას და ისევ აქვს ამის სურვილი, მიუხედავად იმის, რომ, რასაც იპოვის,  ვერ იქნება ისეთი, რომ დასატოვებლად ღირდეს. თუმცა ზოგჯერ ასეთსაც იტოვებს, აი, კომოდის უჯრაში ერთ ყუთში რომ ინახავენ გამოუსადეგარ რამეებს, ძველმანებს, გადასაყრელად რომ არ ემეტებათ და ყოველი შემთხვევისთვის მაინც უფრთხილდებიან,ისე. მერე ხანდახან გაიხსენებენ, გამოაღებენ უჯრას და გადაათვალიერებენ ხოლმე. იქნებ კიდეც ამოარჩიონ რამე. ესეც არჩევს ხოლმე.

თვითონ არ იცი, რა გინდაო. იცის და მერე როგორ, წვრილ-წვრილად, ნაკოწიწებად. ისე კარგად იცის, რომ სჯობს არ იცოდეს, რაკი ამ ცოდნას მაინც ვერ გაამხელს, მაინც ვერ გაახილულებს. ასე შენახული კი სიზმარს ემსგავსება, სიზმარს ცხადში და ასეთ დროს რეალობა ძილში ნანახ კოშმარს ჰგავს.

ქალაქი არის და არც არის. ქუჩებს მიჰყავთ მანქანები არსაიდან არსაითობამდე . ცა არის და არც არის, გააირებულია ნაცრისფრად. ხიდი კიდია მდინარეზე. წყალი არც შავია და არც მწვანე, სადღაც შუაშია. ისეთი მშვიდია, თითქოს არც ინძრევა. დახატულს ჰგავს. თუ ჩახტება და პირს გააღებს, ალბათ ნაკლებად იწვალებს და მალე დამთავრდება. ცივი იქნება წყალი ალბათ. ვერ იტანს სიცივეს. თანაც ხომ ეჩქარებოდა. დასაწყები აქვს და მოსაძებნი.

ნისლია.

ჰაერი ნაცრისფერია, მძიმე ტყვიასავით. ლოდად აწევს ქალაქს.

ნისლია ქალაქში…

Запись опубликована в рубрике ჩანახატები с метками , , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «ნისლი»

  1. tami:

    ამ დილაუთენიასაც ნისლია ქალაქში.დავტკბი უკვე..ძალიან მომეწონა პოსტი/

  2. ამ პოსტის წაკითვის შემდეგ რაღაცნაირად დავმშვიდდი, არადა დილიდან აფუთფუთებული ვიყავი

  3. მადლობა, თამი 🙂

  4. მეც მასე და დაწერის მერე დავწყნარდი, დღეს იოლად შევხვდი ნისლს.

  5. მომეწონა ძალიან.
    ნისლია, მერედა როგორი ნისლი ……

  6. ხო, მასეა…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s