სისხლიანი კოჟრები

…დიდი ხანია ამაზე ფიქრობს, თითქმის მას მერე, რაც პირველად დააფიქსირა, რომ ცხოვრება უჭერდა, თან ისე მწარედ, სისხლიანი კოჟრები გაუჩნდა. სულ არჩაცმა ვერ გამოვიდოდა მილიონი «მაგრამ-რატომ»-ების გამო, გამოცვლითაც ვერ გამოცვალა, ხან დიდი მოსდიოდა და ხან პატარა, ვერ მოირგო ვერც ერთი ზომა.

დიდი ხანია ამაზე ფიქრობს და მხოლოდ ახლა მოახერხა გაერისკა:სახელდახელოდ ჩატენილი ზურგჩანთა და ბილეთი მხოლოდ ერთი მიმართულებით-იქით!

შუშებს იქით მზეა, მოძრავი ქუჩები, ხეები, ადამიანები, ტრასები, ისევ ქუჩები. ისტორიები ისევ ირევა თავში და ხან რომელს  ეპოტინება და ხან რომელს.ერთის ნაგლეჯები მეორეს ეწებება, მეორის- მესამეს და პირიქით. ერთის პერსონაჟი უცებ შუა  ამბიდან მეორე ისტორიაში ხვდება ყოვლად უსაფუძვლოდ და ვეღარ აგნებს გზა-კვალს, ვერ ცნობს ვერავის და აღარ იცის, შემდეგ რა უნდა ქნას. მეორე ისტორიის გმირის სათქმელს რატომღაც მესამეში ამბობს ვიღაც, მესამის სატირალზე პირველის გმირი ტირის…

სადღაც ჩერდებიან.ჩადის, ყიდულობს ცივ ლუდს, ხსნის, რკინის სალტე ,როგორც ყოველთვის, ხელში ატყდება, ნახევრად ახეული თავსახური ხელს უსერავს, პირთან მიაქვს და ტუჩებს ადებს, სისხლი თბილია, ტკბილი და ცივ ლუდს განსაკუთრებულ არომატს აძლევს. ზედ სიგარეტს აყოლებს. ცივი სიმშვიდე თბილად ეკიდება, ისტორიებში გაჩხერილი გმირებიც მიწყნარდნენ.

საზურგეს აწვება, თვალებს ხუჭავს, ყურსასმენებს იკეთებს და ასე ჰგონია, ამ წვრილი თასმებით მუსიკას ისხამს სისხლში. ბგერები ერევიან ერითროციტებს, ლეიკოციტები წითლდებიან მელოდიების ცვალებადობით.

…საორდინატოროს ფანჯრიდან მარკეტი ჩანს. შორიდან სასაცილო სანახავია, როგორ გროვდებიან ტრანსპორტის მომლოდინეები, ნერვიული სახეებით, ქარისგან გაწეწილი თმებით, სიცივით დამოკლებული კისრებით.ავტობუსი ჩერდება.მალე მიდის. ცარიელ გაჩერებაზე მარტო ერთი დგას.მაინც არ გაჰყვა ავტობუსს, სასაცილოდ თავისნათქვამაა. ლამპიონის შუქზე თმა მოწითალო მოჩანს, არადა ისე არაა წითელი, არც ქერაა, სადღაც შუაშია. თვალებზე ეყრება და წარამარა იწევს უკან.  ქარი ღვედებად შლის სქელ ტალღას და  მე აქ, საორდინატოროს ფანჯრის ორმაგი შუშის აქეთ, ვგრძნობ მის სუნს. ვიღაც უახლოვდება და რაღაცას ეკითხება. უჰ, უცებ არ გაიგოს! მაგას ახლა ყურებში მთელი ფილარმონია აქვს. უმეორებს. ცალი ყურიდან იძრობს ყურსასმენს და მერე პასუხობს. ცოტა ხანში სამარშრუტო ტაქსი მოდის.  საორდინატოროს ფანჯრიდან მარკეტი მოჩანს და გაჩერებაზე არავინაა. მე ვდგავარ და მაინც ვიყურები, უკვე არა პირდაპირ, არამედ სადღაც, ალბათ უფრო შიგნით.მოწევა მინდა, მაგრამ ფანჯარას ვერ ვაღებ, არ მინდა მალე გაილიოს დატოვებული სუნი. ტუჩები მიხურს, სულ ცოტა ხნის წინ თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მტვერი გადააცალეს, თანაც როგორ… ცხელი ტალღა მივლის თირკმლიდან გულამდე. ვგრძნობ, როგორ მოძრაობს სისხლი. პერანგს ვიტანიებ შარვალში, ქამარს ვიკრავ, მეღიმება. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მტვერი გადამაცალეს, ამდენივე ხნის სიმძიმე მომაცალეს ზურგიდან, ვიცი, ცოტა ხნით. ხვალ ისევ დაბრძენებული, ყველას მოყვარული, ყველაზე მზრუნველი, სამაგალითო  და მისაბაძი  ადამიანი ვიქნები, ყველაზე მოფიქრალი, ყველასთვის საჭირო. ოღონდ ამ ყველაში მე აღარ ვარ…ჩემი ადგილი აღარაა. ხვალიდან ისევ ვიცხოვრებ იმათთვის, ვისაც ვჭირდები და ისევ გამიჭირდება დროის მოძებნა იმისთვის, ვინც მე მჭირდება…. შტერი ვარ, აბა რა. თავიდან ფეხამდე სიზარმაცეს ვგრძნობ და სიმშვიდეს.მეღიმება. ონკანს ვხსნი . წყალი ცივია, ხელებს ვისველებ და შუბლზე ვისვამ, მერე თავზე.  თმა სისველისგან მუქდება.მშვიდი მორიგეობაა, არც ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი. სხვა დროს იქნებ ცუდიც იყოს, ბევრი საქმე ფიქრებს მამარცხებინებს. მაგრამ ახლა სიმშვიდე მირჩევნია და  ფიქრის გაყოლა,  ემოციას გამიხანგრძლივებს, გამოყოლილ ემოციას.

…წვიმა წამოვიდა. წვეთები ეკვრიან მინებს და მიჰყვებიან ავტობუსს ერთი მიმართულებით-იქით.მწეველები გაჩერებით სარგებლობენ. ძალიან კი ეზარება ამ თავსხმაში ჩასვლა, მაგრამ მეტი რა გზაა. გამოძინებულზე ერთ ღერს ისე კლავს, ვერც იგებს და ეგრევე მეორეს აყოლებს. გზის მეორე მხარეს კაფეს მსგავსია რაღაც . გადარბის. ცხელი ყავა მალამოდ ედება გულს. სად  გაჩერდნენ, არ იცის და არც აინტერესებს რატომღაც.ისევ ისტორიებს ეთამაშება, მაგრამ არ აცლიან.

გზა  გრძელია და უსასრულო,ფიქრებივით.

…არა, ამაში არ ავალ მაინც, სამარშრუტო ტაქსის დაველოდები. ფანჯარაში თეთრი თავი ჩანს. რა იშვიათია ასე,  სრულიად თეთრი, თოვლივით და არავითარი გამელოტება. ახლა მგონია, რომ სწორად მოვიქეცი. ხვალ ეგებ კიდეც ვინანო, მაგრამ ეგ ხვალ იქნება. წინასწარ მაინც ვერ გავიგებ მაგას. ვიცი, რომ ძალიან ვჭირდები. ეგებ ყველა იმათზე მეტადაც, ვინც გარს ახვევია და ვისთვისაც არსებობს, მაგრამ ეს მისი არჩევანია. ის ირჩევს იცხოვროს მათთვის, ვისაც სჭირდება და თვითონ რა სჭირდება ან ვინ, ამას არც სხვა კითხულობს და აღარც თვითონ. მოვალეობა, სიყვარული, ვალდებულება!-რას მოიგონებენ. ყველაფერს თვითონ ვართულებთ. რატომ კლავს მოვალეობა სიყვარულს, ან რატომ გამორიხცავს ერთი მეორეს? რაკი არსებობს ეს ცნებები, გრძნობები, ესე იგი არის შესაძლებელი ზიდოს ადამიანმა. მაგრამ ალბათ ცოტა მეტად გარჯა, მეტად დაძაბვა ფიქრის და გულის არ გვინდა და იმიტომ ვირიდებთ თავიდან.  ვხედავ ფანჯრის იქით მდგომ უცნაურ ადამიანს, რომელსაც ყველაზე, ყველაზე კარგად ესმის ჩემი, უთქმელადაც, რომელიც საუბარში წინასწარ ამბობს ჩემს სათქმელს, რომელთანაც დრო ისე სწრაფად გარბის, რომ ნერვები მაწყდება, რომელიც სულ მახსოვს და სულ მენატრება, რომელსაც ყველაფერს ვპატიობ, მიუხედავად იმის, რომ ყველაზე მეტად მასზე ვბრაზობ ხოლმე.  ვუსმენ, ვაკვირდები და არ მტოვებს შეგრძნება, რომ მასში მე ვცხოვრობ, რომ მასში მე ვლაპარაკობ. არასდროს არავისთან ამდენი საერთო არ მქონია. ვიცი, რომ ისიც ასეა, ამიტომაც იმ ადამიანთა სიაში, რომელიც მას სჭირდება მარტო მე ვარ.აი მოვიდა «მარშრუტკაც». მე წავედი. ცხოვრება რთულიაო არა? თქვენი არ ვიცი და მე არასდროს მეშინოდა სირთულეების. ალბათ ესეც ამ სირთულის ნაწილია, რომ არ ვიცი, არის ეს ურთიერთობა თუ არა, შემდგარია, მიუხედავად შეუმდგარობის თუ შეუმდგარია, მიუხედავად შემდგარობის…

…გზა სველია, გრძელი და უსასრულო ფიქრებივით.ძილბურანში ერთმანეთს ცვლის ისტორიები. ნეტა ჩაეძინოს, ძილში მალე გადის დროც და გზაც.

პოლიციას გზა გადაუკეტავს. სასწრაფოს ექიმები გიჟებივით დარბიან აქეთ-იქით. მოსახვევში გზის ბარიერი გადანგრეულია, ხრამში კი დიდი, თეთრი ავტობუსი გდია თვალებდათხრილი…

… ეეეეეე, ისევ გავცდი ჩემს გაჩერებას…

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

7 комментариев на «სისხლიანი კოჟრები»

  1. tami:

    ქეთ არაჩვეულებრივი თხზულება იყო ძალიან მომეწონა-განსაკუთრებით ფინალი.

  2. აქ შემოსვლამდე ჩემთან გიპასუხე «დაწერე» მეთქი და დაგიწერია. ვებრძვი ცდუნებას, რომ წინადადებებად არ ამოვკრიფო შენი პოსტიდან ის მომენტები რომლებიც მეგონა რომ ჩემზე იყო (ან ჩემი იყო). ძალიან, ძალიან ვისიამოვნე. არეული და თან ლოგიკურად გადაბმული აბზაცები.

    არა ეს მაინც უნდა დავაკოპირო და გადმოვიტანო: «ხვალ ისევ დაბრძენებული, ყველას მოყვარული, ყველაზე მზრუნველი, სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი ვიქნები, ყველაზე მოფიქრალი, ყველასთვის საჭირო.» ვაჰ!

  3. მადლობა, თამ, რომ იცოდე არც მახსოვს რა დავწერე, ახლა გადავხედავ. როგორც ირეოდა აზრები, ისეც ჩავწერე. მიხარია, თუ მოგეწონა :*

  4. ეჰა, ჩემო სულის მენახევრევ 🙂 შენ მეორე ხარ ასეთი. მე შენთან ვპოულობ ჩემს ფიქრებს და განცდებს, შენ-ჩემთან. რა კარგია!!! მიხარია, თუ გამოვიდა, ცოტა ვორჭოფობდი, ჩამეწერა თუ არა, ისე ტრიალებდა აზრები ქაოსურად, მეშინოდა, ნამეტანი აბდაუბდა არ გამოსულიყო. მადლობა, დაიკო :*

  5. tami:

    MIYVARS ESEtIAZREBIROM IREVA XOLME…

  6. 🙂 🙂 სასაცილოა მაგრამ ყველაზე მეტად ზუსტად ეგ ქაოსი მიყვარს ხოლმე და ყველაზე ნაცნობი სწორედაც რომ ეგაა 🙂

    მოკლედ ამ ყველაფერზე იქნებ პირისპირაც გვესაუბრა 🙂

  7. კაკ სკაჟეშ, ია ზა 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s