მე, ფიქრი და ჭიჭნაუხტის საქმე

ილია ამბობდა, ფიქრი თოვლის გუნდას ჰგავსო, ერთი თუ აგორდა, ზვავად იქცევა, გაგიტანს და დაგმარხავსო. ვერ შეედავები. შეყოლიება იცის და ზოგჯერ ისე შორს გაგიტყუებს,  მოსაბრუნებელ გზას კარგავ.

არ ვიცი, როგორ ეგუებიან ადამიანები უსაქმოდ ყოფნას. თუ ფიქრის უნარი გაქვს, მაინცდამაინც სახარბიელო არაა ხანგრძლივად გეცალოს ამისთვის. თუმცა ესეც ინდივიდუალურია ალბათ, ისე, როგორც ყველაფერი ამქვეყნად.

მიუხედავად იმის, რომ ეს ჩემი უსაყვარლესი პროცესია და ყოველთვის მიმეჩქარება იმ სანუკვარი უსაქმურობისკენ, ჩემი ტვინის ხვეულებთან და მათში მობორიალე აზრებთან რომ მტოვებს tet a tet, მაინც ყოველთვის ვცდილობ ხანგრძლივად არ ჩავრჩე ამ განმარტოებაში. ამიტომაც ვიგონებ ხან რას და ხან რას.

ერთი ამ მოგონებათაგან ეს ბლოგიცაა, როგორც საშუალება დაცლის და განტვირთვის.

კითხვის პროცესიც შედის ამ სიაში, მაგრამ ხშირად  ვერაა კარგი ხერხი, რადგან ის ფიქრისგან ვერ გათავისუფლებს თუ კარგი მკითხველი ხარ, პირიქით, უფრო გიმწვავებს.

მუსიკა ხან როგორ და ხან როგორ, ესეც ვერაა უებარი საშუალება ამისთვის, თუმცა ესეც ერთ-ერთი უსაყვარლესი  ხერხია ჩემთვის, ისე, როგორც კითხვა.

კიდევ ერთი ხერხი არსებობს-ეს ურთიერთობებია და ადამიანები, თუმცა ესეც ისეთი პონტია, მთლად გარანტირებული ვერ ხარ და თანაც მობეზრებაც იციან ასეთმა ადამიანებმა და ურთიერთობებმა.

არის ისეთი გზა, წყალი რომ არ გაუვა, ეს ვარჯიშია. აკი ვსინჯე კიდეც, მაგრამ ჩემი ჭირიანობის გადამკიდე, მესამეს მისვლის შემდგეგ ისე გავცივდი და ისე ჩავწექი, აგერ უკვე ერთი კვირაა ლოგინს ვხეხავ. ამის გამო გამიგრძელდა ფიქრის ტყვეობასა შინა ყოფნა და მეც სასწრაფოდ დავიწყე გამოსავლის ძებნა. ინტერნეტი ვერ მყოფნის დიდხანს, არ შემიძლია მთელი დღე მიშტერებული ვიყო მონიტორს, მბეზრდება. ამიტომაც ისევ მივმართე ჩემს  უებარ საშუალებას- ჭიჭნაუხტის საქმეს 🙂 . ტრადიციულად ისევ და ისევ ძველმანებისგან, გადასაყრელი, უკვე ვადაგასული, არგამოსაყენებელი ნედლეულისგან ახლის შექმნა და ტკბობა იმ სიამოვნებით, ნელ-ნელა შენი ხელებიდან ამოზრდილ-დაბადებული სიახლე რომ განიჭებს.

ჩემი კერენსკისდროინდელი პულოვერი, რომელიც ისე შეითელა, რომ ჭიპამდე ძლივს მწვდება, გადასაგდებად კი არ მემეტება, წარმატებულად გადავაქციე ახალი კაბის ზედა ნაწილად, ქვევით კი ჩემი დის ასევე კერენსკისდროინდელი ქვედა ბოლო მოვაკერე, რომელსაც ერთობ საინტერესო და უცხო უკუღმა მხარე აღმოაჩნდა, მეც ამოვატრიალე, თავიდან გავკერე და  შავ კაპიუშონიან პულოვერზე გადავაბი. მშვენიერი პატარა კაბა გამოვიდა, თბილი, უცხო, დაბლებსაც რომ უხდება და ქუსლიანსაც, ასე ვთქვათ კაბა ყველა შემთხვევისთვის 🙂 .

ბოლოს ჩემს დიდ, ლამაზ შუშის ქილას მივადექი, რომელშიც უამრავი ფერის და ფორმის მძივი ყრია და დავიწყე… ასეთი სიმშვიდე მხოლოდ სანაპიროზე რომ ფერად კენჭებს აჭახუნებ, იმას მოაქვს. აი საბოლოო შედეგებიც:

სამაჯური, რომლითაც ნამდვილად ამაყი ვარ, რაკი დიდი შრომა და ფანტაზია ჩავდე შიგ.

შედარებით უმნიშვნელო, მაგრამ მაინც განწყობის გადასახალისებელი სამაჯურები.

ყელსაბამი, რომელიც განსაკუთრებულად უხდება ჩემს ახალ კაბას.

კიდევ ერთი ყელსაბამი, რომლითაც ასევე ამაყი ვარ, შუაში რაც ჰკიდია, ეგ ძველი საყურის ნაშთია, აქეთ-იქით ფირფიტები ჩემი შვილის სამაჯურის ნარჩენებია, დანარჩენი კი ძველი სამაჯურის მძივები. მგონი ლამაზი გამოვიდა.

ორი მძივი, ისეთი განსაუთრებული არაფერია, მაგრამ ამ სისადავეში არის რაღაც, რაც ნამდვილად ახალისებს ჩემს გარდერობს.

შედეგი მიღწეულია, ვირუსი დაძლეულია, დრო უქმად არაა დაკარგული, არც ფიქრების სიმძიმემ ჩამძირა და საბოლოოდ პოსტიც გამოცხვა. მე კმაყოფილი ვარ. ვარჯიშზე კი მაინც ვივლი ალბათ, არ მინდა დავნებდე საკუთარ სისუსტეს და ჭირიანობას.იმედია, გამომივა.

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

18 комментариев на «მე, ფიქრი და ჭიჭნაუხტის საქმე»

  1. tami:

    au ra magariaaa, kaba mainteresebda dzalian, samajuri fantastiuria. eseti sada da feradi mdzivebi mec miyvars samosis gasaxaliseblad da uamravic makvs, yvelaze dzalian shavi titelshi rom aris is mdzivi mometona, dzalian lamazebia yvela, chemi cnobistadili dakmayofilebul ars, madlobt katerina.

  2. Lali Gogadze:

    კარგია, მომეწონა.

  3. კაბა ვერ გამოვიდა ფოტოზე, დღისით ვსინჯავ, ეგებ წაიღოს და მერე დავდებ, ეტყობა მაინც შავ ფერებში როა არ გამოჩნდა კარგად. ვეცდები დავდო 🙂 . კიდევ იყო რაღაცები, მაგრამ ყველას გადაღება დამეზარა. ახლა ერთ გულსაკიდს ვაკეთებ ძველი საყურისგან და მძივისგან, რომ მოვრჩები მივამატებ 🙂 მადლობა შეფასებისთვის.

  4. მადლობა 🙂

  5. ძალიან ლამაზია, აღვფრთოვანდი:» )
    იმედია, ოდესმე მეც ვისწავლი/…

  6. მადლობა :* ადვილია ძალიან და რაც მთავარია სასიამოვნო, თერაპიაა ერთგვარი 🙂

  7. tami:

    kidev shemoval xval rom vnaxo, me kidev fotoebis gadagebac sakmaod mxiblavs , ertgvari hobia egec, mgoni etyoba blogsac ert cickna postebs atas surats rom vurtav

  8. კი, მასეა 🙂

  9. რა ნაცნობი მდგომარეობაა, როცა დასვენება/უსაქმურობა გინდა და ძალიან მალე გრძნობ რომ გიჟდები და სასწრაფოდ ეძებ რამეს რაც დაგეხმარება არასასურველი ფიქრების მოშორებაში 🙂

    ძალიან მაგარია, არაჩვეულებრივი ჰობი გაქვს და შესანიშნავი შედეგი ^ ^

  10. ხო, კიდევ დავამატე დღეს , წუხელ ვერ გადავიღე, არ ჩანდა კარგად და დღეს გამოვასწორე :). ❤

  11. აჰა, მივამატე კიდეცა 🙂 შემიფასე 🙂

  12. tami:

    როგორ მწყდება გულირომ კერვა არ შემიძლია, ისე საკერავ მანქანას თუ ვიშოვი შემიძლია ვისწავლო ეგ ამბავიც, რა სჯობია შენ თვითნ რომ შექმნი ექსკლუზიურსამოსს, არაჩვეულებრივი კაბაა.

  13. tami:

    ყელსაბამი კიდევ უკეთესი.

  14. მადლობა :). ხო, ძველმანებისგან ახლის შეკერვა მაგარი აზარტია, თითქოს ახალ სიცოცხლეს აძლევ რაღაცას. ამბობენ კოკო შანელმაც მასე დაიწყო გადაკეთებითო :). დიდი სტაჟი მაქვს ამ საქმიანობის.

  15. ვგიჟდები კრეაწიულ ადამიანებზე!!!!! ფანტაზია გზად და ხიდად!!!!!! მითუმეტეს თუ საქმე ტანსაცმელს ან აქსესუარებს და დიზაინს ეხება!!! ვაშა! ვაშა! ვაშა!

  16. ოოო, შენი პროფესიის ადამიანისგან ორმაგად სასიამოვნოა ასეთი შეფასება. მადლობა. მეც მიყვარს გემოვნებიანი ადამიანები. ფანტაზიის უნარი შეუფასებელი განძია, ასე მგონია მე. და ყველა ის, ვინ ამით დაჯილდოებულია, შინაგანად შემოქმედია.:)

  17. მაკა:

    ჭიჭნაუხტის საქმე არ გამომდის … ფიქრი და კითხვა მხოლოდ …
    ყოჩაღ, ქეთი …
    (მე რატომ ვარ ასე ხელებდაბორკილი? 😦 )

  18. ეგ არაფერი, მაგაზე დარდი არ ღირს ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s