თითქმის რიტორიკულად

ვხედავ, შენც აგიყოლ-ჩაგიყოლია საყოველთაო ხმაურმა. გადევნებ თვალს და მეძალება დარდი. გადევნებ თვალს და ველოდები, როდის გამოაღწევ ამ ქაოსიდან. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სენი შეგყრია, უფრო სწორად, ეპიდემია და გული მტკივა. სიბრაზე და მტრობა მოგძალებია, სიძულვილის და ცინიზმის სუნი რომ დაჰკრავს. ამის მიზეზი რომ მახსნედება, უფრო მწყდება გული, არაფრით მემეტები იმ სიბინძურის შხეფებისთვის. რა, რა და ჩვენ მაინც ხომ ვიცით, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი, ღრმა და საინტერესო თემები არსებობს სასაუბროდაც და საწერადაც, ვიდრე ეს ავადმყოფური აზროვნების მქონე კარიერის ჟინით შეპყრობილთა ბოდვებია…

არაფერია ტრაგიკული იმაში, თუ ერთ ხელისუფლებას მეორე ცვლის. ეს ჩვენთან ვართ მიჩვეული მონარქულად ათწლეულობით სკამებზე დამწნილებას, თორემ სხვაგან ეს ჩვეული ამბავია.  არც არაფერია გადასარევ-სასიხარულო და საზეიმო, თუ ეს ცვლილება ხდება, რადგან არც ერთ ხელისუფლებას არ უზრუნია ადამიანების გაბედნიერებაზე ჯერ. ვერც ერთი ძალა, მოსული სათავეში ვერ  იქნება ქვეყნის შემდგარობის გარანტია, ეს მხოლოდ ადამიანებს  შეუძლიათ, თუკი გადააბიჯებენ მოჯადოებულ წრეს და შედგებიან საზოგადოებად. ეს კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ განსხვავებულის, განსხვავებულად მოფიქრალის, განსხვავებული გემოვნების მქონის ატანა არ იქნება შეუძლებელი. ნუ გეყვარება, არაა საჭირო, მაგრამ არ გძულდეს, ეს კი შეიძლება.

გადევნებ თვალს და რაც დრო გადის, მით მეტად ვითრევ ფეხს შეგეხმიანო, გეკონტაქტო, რადგან მაშინებს შენი ეს აგრესიული ტონი და მაქსიმალისტურ-რადიკალური შეფასებები. მაშინებს, რადგან არ მინდა უცებ მეც შემეხოს ეს ყველაფერი. შენგან უფრო მტკივნეული იქნება და რა ვიცი, მერე ეგებ ამ ტკივილმა წყენა გამიჩინოს და სადღაც მიმიკარგოს ის, რაც მეძვირფასება ჩვენს ურთიერთობაში. მე კი ეს არ მინდა. მირჩვენია სულაც გავაჩერო ურთიერთობა, ვიდრე რამე ხინჯი დარჩეს მასზე.

გადევნებ თვალს და ველი, როდის განიავდება ემოცია, როდის გადაუვლის დრო სიბრაზის კორიანტელს და როდის გაგახსენდება, რომ ძალიან დიდი ხანია, დავიკარგე და მგონია, რომ როცა ეს გაგახსენდება, კიდეც მიხვდები, რატომ.

პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, ხელისუფლებები იცვლებიან( ეს წასლა-მოსვლა და ცვლილებები არასდროს ხდება ბინძური თამაშების გარეშე), ადამიანები კი რჩებიან. ჩვენ გაცილებით მაღლა ვდგავართ სტატუსით და ხელფასით მაღლა მდგომებზე, რადგან გაცილებით მნიშვნელოვანი რამ გვაქვს, ვიდრე ამ გაურკვეველი მორალის  მქონეთა მოდგმას-ეს ადამიანური ურთიერთობებია.

მე ველოდები, როდის გამოაღწევს ჩემი მეგობარი ამ უაზრო ლაბირინთიდან და ისევ ჩვეულ ლაბირინთს დაუბრუნდება, გაცილებით დახლართულს და აზრიანს, სადაც ერთ-ერთ მოსახვევში მე დავხვდები.

მე ველოდები… ამიტომაც რიტორიკულია ეს მიმართვა, არც კონკრეტული ადრესატი ჰყავს, თუმცა, იქნებ კიდეც ჰყავს, თან არა ერთი, ამიტომაც მოვნათლე პოსტი ასე.

მოკლედ ასე, თითქმის რიტორიკულად მოგმართავ და გელოდები ლაბირინთის ერთ ბნელ კუნჭულში 🙂

Запись опубликована в рубрике მიძღვნა :) с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Один комментарий на «თითქმის რიტორიკულად»

  1. ალბათ რეაბილიტაციის დროა, მალე ჩავცხრებით..

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s