შავ-თეთრი

შავი-თეთრი, შავი-თეთრი, ნაცრისფერი და მარტო გაოცება, მეტი არაფერი.

ცხოვრება ნეგატივზე და გაკვირვება განუყრელ თანამგზავრად.

მიკვირს  უშრეტი სიავ-სიანჩხლე, ბოღმა და დამცინავი ქირქილი აქეთ-იქიდან, ხელაღებით და უცერემონიოდ  ლანძღვა, გაუგებარი  და ყოვლად უსაფუძვლო იარლიყების ადვილად მიწებება, შენნაირად არმოფიქრალის სიძულვილი და ვერატანა, განსაკუთრებით იმათგან, ვინც თვითონაც ამას გეტყვის, თუ სხვა ეყოლება მაგალითად.

მიკვირს  აფიშირებული და ხმაურიანი სიძულვილი და სიყვარული.

მიკვირს უსაქმურთა, თითის თითზე არდამკარებელთა  ქაქან-ყაყანი და ნიშნის მოგებით ხვინჭკის ყრა აქეთ-იქით, რეალობაში თუ ვირტუალურში.

მიკვირს საქმის გამკეთებელთა ქედმაღლურობა და ყვედრება გაუთავებლად.

შავი-თეთრი, შავი-თეთრი, ნაცრისფერი და შეგრძნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავი Plesantville-ში მოხვედრილად მოგეჩვენა და ეს შეგრძნება არ გშორდება.

შავი-თეთრი, შავი-თეთრი, ნაცრისფერი და მცდელობა შენში მაინც გადაირჩინო ფერები, რაკი შენს გარეთ თანდათან იშვიათად ხედავ მათ.

ცხოვრება, როგორც Pleasantville… ცხოვრება, როგორც შავ-თეთრი კინო, რომელიც ერთობ შორსაა შავ-თეთრი კინოს გენიალურობისგან…

Запись опубликована в рубрике ჩანახატები с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

8 комментариев на «შავ-თეთრი»

  1. საკუთარი თავიც ვიპოვნე ამ პოსტში.

  2. კი, კი, მანდ ხარ და მგონი შენც გაკვირვებული ხარ 🙂 მიხარია, რომ ასე თვლი.

  3. ვითარების ზუსტი ანალიზია, მე ლიტერატურაში ვცდილობ თავის გადარჩენას. ფერებს სანთლით ვეძებ: ბავშვის ღიმილში, ბუნებაში, ხელოვნებაში…

  4. ხო, ყველა ასე ვებღაუჭებით ყველაფერ იმას, სადაც ფერის ნამცეცი მაინც დარჩენილა…

  5. დამიჯერეთ, მეგობრებო ! მე ნამდვილად ფერადი ვარ, მაგრამ შავ-თეთრ-ნაცრისფრით ვინიღბები, რომ ეს ჩემი ფერები ვინმემ არ გამიუფერულოს… ასე ვიცავ ჩემს ფერებს — მათ გამომზეურებას და ამით საფრთხის შექმნას ისევ უსაფრთხოდ და გარანტირებულად ”მქონდნენ”, ის მირჩევნია.

  6. katerina:

    ამიტომაცაა შავ-თეთრი გარემო, ფერებს რომ გართმევს. კი, ეგ ერთგვარი გამოსავალია 🙂

  7. ჰო, მაგრამ გარემოც ხომ უნდა გაალამაზოს ადამიანმა, ამისთვის მოდის, ყველა იმგვარ აურას ქმნის გარშემო, როგორიცაა თავად. «სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს,»– შენიღბვა ედგეთ სიტუაციებში გამოდგება; ან სულაც გაცლა!

  8. მე უფრო გაცლას ვამჯობინებ ხოლმე, უტყუარია და არც გადაკეთება გჭირდება 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s