კალეიდოსკოპი

kalos, eidos, skopeo- ლამაზი,სახე, ვუყურებ.

1. გავრცელებული საბავშვო სათამაშო — ოპტიკური ხელსაწყო; წარმოადგენს მუყაოს ან ხის მილს, რომლის შიგნით სიგრძეზე ერთმანეთის მიმართ კუთხით მოთავსებულია სამი სარკე; მილის ტრიალით სარკეებს შორის მოქცეული ფერადი მინის ნატეხებისაგან იქმნება სხვადასხვაგვარი ლამაზი სიმეტრიული სახეები.
2.გადატ. რისამე (მოვლენების, ამბების და მისთ.) სწრაფი და განუწყვეტელი ცვლა.

ყველას ჰქონია, ალბათ ასეთი სათამაშო. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ და ჩემი  საბჭოური ბავშვობის მწირ გასართობთაგან ეს ერთ-ერთი საყვარელი ნივთი იყო. ოღონდ ამას სხვებისგან განსხვავებით სათამაშოს ფუნქცია ნაკლებად ჰქონდა. საათობით ვიჯექი ჩემს მზით სავსე ფანჯარასთან, ვცდილობდი, რაც შეიძლება ბევრი ფიგურა გამომეყვანა დატრიალების მეთოდების გამოგონებით და ვტკბებოდი სხვადასხვაფერი ყვავილების და უცნაური ფიგურების პალიტრით. რაც უფრო დიდი იყო კალეიდოსკოპი, მით მეტი ფიგურა გამოდიოდა. გარდა ესთეტიკური ტკბობის, ინტერესსაც მიჩენდა, გამერკვია, რა ეყარა ამ ჯადოსნურ მილში. პირველად ასე მეგონა უამრავი ფერადი  ყვავილი და ფიგურა ეყარა შიგ. ხოდა ერთხელაც გავრისკე და დავშალე.სრულიად იმედგაცრუებული დავრჩი, როცა უბრალო ბოთლის შუშა გადმოცვივდა, პატარა ნატეხებად დაჩენჩხილი. კაი ხანს ვიფიქრე და დასკვნამ გამაოცა: უბრალო შუშის ნატეხები ულამაზეს ფიგურებად ეწყობა განსაკუთრებული განლაგების და კომბინაციების და მზის სხივის წყალობით.

არ ვიცი, რამ ამაკვიატა ამაზე ფიქრი ამ ბოლო ხანებში. ახლა, ამ გადასახედიდან, ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს ცხოვრებას, რომელშიც ყველა ვიგონებთ რაღაცას, ვიხიბლებით სილამაზის ილუზიით და მხოლოდ ხანდახან გვიჩნდება სურვილი ამ ილუზიის მიღმა გადახედვის, რაკი გულის სიღრმეში გვეშინია, იქ არაფრით გამორჩეული გახუნებული შუშის ნატეხები არ დაგვხვდეს.

რაც შეეხება მოვლენების და ამბების სწრაფ და განუწყვეტელ ცვლას, რა გითხრათ, აბა? თუ რამე იცვლება, იშვიათად და მაინცდამაინც უკეთესობისკენ არა. ასე რომ, ამ საზომით დიდად კალეიდოსკოპურობით ვერ დაიკვეხნის ცხოვრება.თუ გაგიმართლებს და დალაგდება ლამაზფერადოვანი სურათი, მალევე გადაჩხრიალდება უხილავი მილი, სურათი ქრება და მხოლოდ შენს მახსოვრობაში რჩება, სადაც კიდევ ერთი კალეიდოსკოპი გაქვს, გაცილებით მრავალფეროვანი, ვიდრე ნებისმიერი ხილული.

რაღაც ასაკამდე ვატრიალებთ კალეიდოსკოპს და ვიხიბლებით, მერე კი ვიკვლევთ, ვშლით და ხელში უაზრო ნატეხები გვრჩება. ამის მერე კი იწყება დაუსრულებელი ბორიალი ფრაგმენტებში, შეცდომებში.

მე ვატრიალებ ჩემს წარმოსახვით კალეიდოსკოპს და ვცდილობ დავალაგო ის, რაც ჯერ არ ყოფილა.

რაც დრო გადის, ამ სიტყვის განმარტებებიდან მეორე უფრო მხიბლავს და სულ უფრო და უფრო მინდა, ეს განმარტება მოერგოს ჩემს ცხოვრებას. გამონაკლისი არ ვიქნები, ყველა ასე იფიქრებს ალბათ.

კალეიდოსკოპი მინდა 🙂

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

7 комментариев на «კალეიდოსკოპი»

  1. საინტერესო პოსტია. ,,ამის მერე კი იწყება დაუსრულებელი ბორიალი ფრაგმენტებში, შეცდომებში.» ძალიან მომეწონა..

  2. მიხარია, ასე თუა. მადლობა :* მე სულ ასე დავბორიალობ 🙂

  3. ჰეჰ, მეც და ვიღლები მერე ამ ბოდიალით :))

  4. მეც მინდა კალეიდოსკოპი :/

  5. ეგ არაფერი, მაგ ნაყოფიერი და სასიამოვნო დაღლაა, ცოტა მაზოხისტური, მაგრამ მაინც სასიამოვნო 🙂

  6. თუ სადმე წააწყდე დიდ კალეიდოსკოპს, გამაგებინე, მე ვეძებ და ვერსად ვნახე 🙂

  7. ბავშვობაში მეც მქონდა კალეიდოსკოპი, საათობით ვიყურებოდი ხოლმე შიგნით. ფიზიკურად იგივე ადგილას ვიყავი, სულიერად კი სადღაც სხვა სამყაროში გადავდიოდი, რომელიც უფრო ნათელი, მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. ცხოვრება რომ ისეთივე იყოს როგორც კალეიდოსკოპში ჩანს, ცხოვრება აღარ იქნებოდა. შეიძლება ამ ეტაპზე ვხედავ ეგეთს და როდესმე იმაზე ლამაზი აღმოჩნდეს ვიდრე მაგ შუშის მინებშია, არვიცი. ალბათ როგორც კალეიდოსკოპში, წარმოსახვა უფრო მოგვწონდა ვიდრე რეალურად არსბული მინები, ცხოვრებაშიც ჩვენი მომავალი ან ოცნებები უნდა გვიყვარდეს, თუ ბედნიერება ამ ეტაპზე არ გვაქვს:)

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s