მონოლოგი საქართველოს

სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო, ამბობენ, მაგრამ თურმე ისეც ხდება, ერთდროულად გიდუღდეს ეს გრძნობა გულში ერთი და იმავე სუბიექტის თუ ობიექტის მიმართ. აი, ამ წამებაში ვარ მას მერე, რაც თავი მახსოვს…

მიყვარხარ, მაგრამ ეს სიყვარული მკლავს!

მიყვარხარ ისე ძლიერად, რომ ზოგჯერ მძულხარ!

მიყვარხარ, მაგრამ ეს სიყვარული არ მაბედნიერებს, ის კი არა, ყველაფერს გავიღებდი, რომ ის სიძულვილით შემეცვალა და გაგცლოდი…ვერც სიბრალული ანელებს ამ გრძნობას. საერთოდ, როცა ვინმე საწყალობლად და ზედმეტად საცოდავად, უინათოდ მეჩვენება, ზიზღი მიჩნდება ხოლმე. შენ აქაც გამონაკლისი ხარ, მეცოდები ტირილამდე, მაგრამ ვერ გიზიზღებ, უფრო ჩემი თავი მეზიზღება, ასე სამუდამოდ რომ გავიმეტე შენი სიყვარულისთვის.

მიყვარხარ, რადგან შენც ჩემსავით უიღბლო ხარ და იმდენად იშვიათად გიმართლებს, რომ უკვე აღარცაა სათავალავში ჩასაგდები.

მიყვარხარ, რადგან შენც უამრავი უსაქმური, მატყუარა, მუქთახორა  გახვევია ირგვლივ.

მიყვარხარ, რადგან შენც ობოლი ხარ ჩემსავით და არავის ენაღვლები, არც არავინ გაანძრევს თითს შენ გამო. თუკი ვინმეს შენთვის რამე გაუკეთებია, არასდროს უანგაროდ და შემდეგ ძმრად ამოუდენია ცხვირში.

მიყვარხარ, რადგან შენც უამრავი პოტენციალი გაქვს გამოუყენებელი, რადგან შენც ვერ ახერხებ საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზებას.

მიყვარხარ, რადგან ტკივილი შენთვისაც თანმდევია, რადგან იმედგაცრუება, ღალატი, ტყუილი უხვად გაქვს ყოველთვის.

როგორ მინდა, შენც ისწავლო ჩემსავით, რომ აღარ უნდა ენდო არავის, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს და არავის არ უნდა აბირბითებინო თავი, რომ საწყალი და დაბეჩავებული არავის უნდიხარ, არც იმას, ვინც ვითომ მეგობრობას გეფიცება.

ვუყურებ, როგორ გაბურთავებენ აქეთ-იქით, როგორ გათრევენ, გაფურთხებენ და გხმარობენ და მე მტკივა ეს ყველაფერი.

მიყვარხარ, მაგრამ ეს სიყვარული მკლავს!

მიყვარხარ, მაგრამ ალბათ მერჩია მძულებოდი!

მიყვარხარ და ამიტომ მძულხარ კიდეც!

შენ  ბოლოს მიღებ, მაგრამ უშენობაც მომკლავს, ვიცი…

მიყვარხარ…

Запись опубликована в рубрике ჩანახატები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «მონოლოგი საქართველოს»

  1. inga:

    გრძნობა ყოველთვის ამბივალენტურია, ხომ იცი, ქეთ :* : )

  2. კი, მაგის მეტი რა ვიცი, მე კიდევ არაადეკვატური 🙂

  3. ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი გრძნობა — სიყვარული და სიძულვილი ხანდახან მართლაც გრადაციას განიცდის ერთიმეორის მიმართულებით. მეც შემიმჩნევია, რომ ხანდახან ძლიერი სიყვარული სიძულვილივითაა და პირიქით. ერთმანეთში თავსდებიან ხანდახან ეგ ორნი, მაგრამ მე სრულიად დაცალკავებულ სიძულვილ-სიყვარულსაც შევხვედრივარ და განმიცდია კიდევაც…

  4. კი, ცალკ-ცალკეც არის, რასაკვირველია, თუმცა მაინც ახლოს არიან ერთმანეთთან.

  5. რას იზამ, ასეთი ბედკრული ქვეყნის შვილობა გვხვდა წილად, მეც ხშირად მებრალება, მაგრამ მიყვარს და არ მინდა სხვისი შვილობა! მშვენიერია და უსუსური, მაგრამ აქვს რაღაც იდუმალი ძალა, რაც გიზიდავს, გგონია ადვილად მიეახლები, მაგრამ არ გიკარებს ასე იოლად.

  6. კი, მასეა, თანაც რა მისი ბრალია, შვილები თუ არ უვარგა. ჩვენც რომ მივატოვოთ, ვისაც გვიყვარს ყველაფრის მიუხედავად, არ იქნება სწორი.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s