არ მინდა!

თითქოს არაფერი გამიგია ისეთი, რაც არ ვიცოდი, იქნებ სხვებზე მეტიც, რაკი ისეთ უბანში ვცხოვრობ, წარმატებულად რომ ამუშავებს პოლიციას. ბევრია ირგვლივ ისეთი, ვისაც იმ დაწესებულებაში ჰყავს ოჯახის წევრი, ასე არაადამიანურად რომ ექცევიან გისოსებს იქით გამომწყვდეულებს. კი, ვიცოდი, განა არა, მაგრამ მაინც დამამუნჯა ნანახმა. არც ვიცი, რა ჰქვია ამას.

არ ვიცი, რა უფრო სასტიკი სასჯელია, სიკვდილით დასჯა თუ ასეთ საპატიმროში ჯდომა.

არაფრით არ მესმის იმათი, ვინც რაღაც არგუმენტებს თითხნის ამ ფაქტის ასახსნელად და ხელისუფლების გასამართლებლად. ვის სჯერა იმ ზღაპრის, რომ იქ, ზევით, არ იცოდნენ ამის შესახებ და რომ გაოგნებულ-აღშფოთებულები არიან. თავის დროზე, როცა სისხლიანი რეპრესიები იწირავდა ადამიანებს, სტალინზეც ასე ამბობდა ზოგი, იმან არაფერი იცოდა ამის შესახებო. ქვეყანაში, სადაც გაგანია დიქტატურაა და სადაც ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს, როგორ შეიძლება მარტო საკუთარი ხუშტურით იქცეოდეს ასე სახელმწიფო სამსახურში მყოფი ადამიანი, ზემოდან რომ არ  ჰქონდეს მწვანე ანთებული.

ვიღაცები გადადგნენ, ვიღაცები დაიჭირეს-მორიგი თვალში ნაცრის შეყრა. «იგი წავა და სხვა მოვაო», რა მნიშვნელობა აქვს სახლსა და გვარს?მიზეზი ამ მდგომარეობის თავად სისტემაშია და ერთი-ორი პაიკის გადაგორება არაფერს ცვლის.

ნურავინ იტყვის, რომ ციხეში ვინცაა, ის ყველაფრის ღირსია. ყველამ კარგად ვიცით, რომ იქ კარგი ადამიანიც შეიძლება მოხვდეს შემთხვევის გამო. დაზღვეული არავინაა, მით უმეტეს, იმ ქვეყანაში, სადაც ციხე და პატიმრები ერთგვარი შემოსავალიცაა ბიუჯეტისთვის. თანაც გინდაც ასე იყოს, რომ ციხეში მხოლოდ ბოროტები და უვარგისები არიან, ხომ დასაჯე უკვე, დალოცვილო, და ჩასვი კაი ხნით, რაღაც აწამებ?

თუმცა, რომ ვფიქრდები, ვხვდები, რომ ეს ლოგიკური გაგრძელებაა პოლიციის მიერ ჩადენილი აქამდე ცნობილი «საქმენი საგმირონიასი», რომლებსაც დღემდე, სამწუხაროდ, არაერთგვაროვნად აფასებს საზოგადოება და არიან ისეთები, ვინც კიდეც ამართლებენ. ეს ლოგიკური გაგრძელებაა 26 მაისის აქციის დარბევის და გაქცეული ხალხის არაადამიანური ცემის, რომელსაც ასევე ამართლებს ზოგი… ეს ლოგიკური გაგრძელებაა ყველა იმ სისასტიკის და უსამართლობის, რაც ყოფილა აქამდე, რაც გვინახავს, გავიგია, გადაგვიყლაპავს და თვალი აგვირიდებია.

არ მინდა შიში მეფობდეს ჩემს ქვეყანაში!

არ მინდა ვცხოვრობდე პოლიციურ სახელმწიფოში.

არ მინდა  ყალბი ლოზუნგებით და დაპირებებით ბრმავდებოდეს ვინმე და მერე ტაშს უკრავდეს სისასტიკეს!

არ მინდა ჩემი ქვეყანა ევრორემონტიან ციხეს დაემგვანოს, ლამაზი ხედებით, განახლებული ქუჩებით, მაგრამ სასტიკი ზედამხედველებით, რომლებიც რა დროს დაგეტაკებიან და წაგკუზავენ, არავინ იცის.

ვაპროტესტებ!

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

8 комментариев на «არ მინდა!»

  1. რა საშინელებაა! 😦 ახალი არაა რომ ეს სიტუაცია სუფევს ციხეში, მაგრამ ამ ყველაფერის საკუტარი თვალებით ხილვა შემზარავია! 😦 ფუ, არ მინდა მე აქ ცხოვრება! დასასჯელია, როგორც შემსრულებელი ისე დამკვეთი. 😉

  2. «…რა დროს დაგეტაკებიან და წაგკუზავენ, არავინ იცის ” — სექსუალური ძალადობა და ამ მხრივ შეურაცხყოფა ყველაზე საშინელი წამებაა, ჩემი აზრით ; ეს ის არის, რაც ადამიანს მოურჩენელ დაღს ასვამს და მართლაც ემოციურ ინვალიდად აქცევს

  3. მე რომ მკითხო, დამკვეთი უფრო და ისიც, ვინც იწონებს ზოგადად სისასტიკეს.

  4. ნამდვილად! ❗

  5. ზუსტად ეგაა, იმიტომაც აარჩიეს ეგ ხერხი… ვერავინ დამაჯერებს, რომ ისინი, ვინც ამას აკეთებდა და თან ასეთი სიამოვნებით და ისიც,ვინც ასეთ კადრებს მერე უყურებდა გასართობად, არაა ავადმყოფური ფსიქიკის და გადახრით. ეს ხერხიც იმიტომ უნდათ, რომ მორალურად დააინვალიდონ ადამიანები…

  6. ეგ ჩანასახშივე არაა დასაჯერებელი და მაგის არდამაჯერებლობაში ეჭვი საერთოდ არც უნდა შეგვქონდეს !

  7. მე ვერ ვუყურე და არც ლაპარაკი შემიძლია ამაზე. შენ ყოჩაღ, ვკითხულობდი და გაოცებული ვიყავი, როგორ ლოგიკურად შეგიძლია ჩამოაყალიბო ამათი ამზრზენი საქციელის მეთოდები, მოტივები, მიზეზები, შედეგები და ა. შ.

  8. იმ დღეს ვერაფერი ვთქვი, დავმუნჯდი, ორი დღე დამჭირდა გადასახარშად…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s