მარჩელო არჯილი — «სან-ლორენცოელი ბიჭები»

ლამის ერთი კვირაა რუდუნებით ვაწესრიგებ საკუთარ ბიბლიოთეკას. ბოლოსთვის საბავშვო წიგნებიანი თაროები მოიტოვე და შემიყოლია ფიქრებშიც, განცდებშიც, მოგონებებშიც… ახლა მიჭირავს ერთი ყდებდამჭკნარი, გაცვეთილი, «სკოჩით» ნამკურნალევი ყვითელი წიგნი და სულელივით მეღიმება…

როგორც ყველა დანარჩენი ბავშვობის წიგნი, ესეც დედაჩემის საჩუქარია. ვუყურებ წარწერას და მახსენდება, როგორ ვცდილობდი, ჩემი ოკრობოკრო ასოები მიმემგვანებინა მისი ნაწერისთვის. ვუყურებ და მგონია საკუთარ ნაწერს  ვხედავ, მართლა დამგვანებია.

არ ვიცი, რამდენჯერ წავიკითხე ეს წიგნი, თვლა კაი ხნის წინ ამერია, მაგრამ რამდენჯერაც წავიკითხე, გულიანად ვიტირე, ვიცინე, მერე ისევ ვიტირე და რომ დავხურე, ისევ მომინდა თავიდან დაწყება.

ვშლი და პირველი აბზაციდანვე მარადიული ქალაქის მზიან ქუჩებში ვხვდები, მერე რა, რომ ეს ქუჩები სულაც არაა სატურისტოდ მოწყობილ-გაწიკწიკებული, ეს მუშათა , ანუ ხელმოკლეთა, კვარტალია. ჰოდა დავწანწალებ სან-ლორენცოს ვიწრო ჩიხებში აქაურ ბიჭებთან ერთად და საშინლად მშურს ჯოვანასი, ერთადერთი გოგოსი ამ «სასტავში». არც იმას დავმალავ, რომ ერთ დროს სულაც არ ვიყავი გულგრილი მარკოს მიმართ, ასე ვთქვათ ამ უბნის «ყოჩის» მიმართ. ახლაც მომწონს ეს პატარა, მაგრამ საოცრად მამაკაცური თმააბურძგნილი ბიჭი, ხულიგნური გამომეტყველებით, ჩხუბისთაობით და საოცრად კეთილი, ალალი გულით.

ეს წიგნი ბავშვებზეა, მაგრამ ისინი ისეთი სერიოზულობით იღებენ გადაწყვეტილებებს, კისრულობენ მოვალეობებს, ბევრ უფროსს შეშურდება.

ამ აწყვეტილ, ხმაურიან ბავშვებთან კონტრასტს ქმნის ნანდო. ის ვერ ხედავს, უყვარს მუსიკა და ოცნებობს ზღვაზე წასვლაზე, თუმცა იცის, რომ ამ ოცნებას არ უწერია ახდენა, რადგან უპატრონოა, ღატაკი და თავის რჩენა მათხოვრობით უწევს.

შემთხვევით არაფერი ხდება ქვეყანაზე. ხოდა მათი შეხვედრაც არ იყო გამონაკლისი. ეს ასე უნდა მომხდარიყო. ეს საჭირო იყო ნანდოსთვისაც და ამ ბიჭებისთვისაც. ამ მეგობრობამ პატარა უსინათლო მუსიკოსი მხრებში გაშალა, საკუთარი თავის პატივიცემა დაუბრუნა და სიცოცხლის სიყვარული. ეს გაუთლელი, ზოგჯერ ხეპრე ბიჭები კი მზრუნველ და გულჩვილ ქომაგებად იქცნენ.

«ნანდომ ერთი ნაბიჯი გადადგა  წინ, ხელები მოაფათურა, თითქოს ვიღაცას ეხუტებაო და დაიყვირა:

-ზღვა!

ბიჭის წინ უსასრულო სივრცე გადაშლილიყო…ბიჭმა ხელები აიფარა  და ქვიშაზე დავარდა. ჯოვანა მისკენ დაიხარა,-ნანდო ტიროდა… პირველად ტიროდა თავის სიცოცხლეში, პირველად წასკდა ცრემლი უსინათლო, ამომშრალი თვალებიდან…ჯოვანა, ეს ჯიუტი, თავნება გოგო, ცრემლებს ჩუმად ყლაპავდა, თავზე ხელს უსვამდა ნანდოს და ჩურჩულებდა:

— ზღვა ცასავით, ბავშვის სიზმარივით ლაჟვარდოვანია, უზარმაზარია და ლამაზი…-მეტის თქმა ვეღარ შეძლო.»

ოცნების ასრულებას კი მრავალხნიანი ჯაფის შედეგად მოგროვებული ფული შეეწირა, რომლითაც ტყავის ბურთის ყიდვას აპირებდნენ სარევანშო მატჩისთვის.

ეს წიგნი იდეალურ მეგობრობაზეა.კიდევ იმაზე, რომ ვერანაირი გაჭირვება, ვერც ერთი პრობლემა, თუნდაც ისეთი, როგორიც ნანდოს ჰქონდა, ვერაფერს დაგაკლებს, როცა ვინმეს უყვარხარ და ზრუნავს შენზე. ამ მეგობრობამ გააძლიერა ნანდო და მომავლის იმედი გაუჩინა, სიცოცხლე შეაყვარა, მარკოს «შანტრაბა» კი გააკეთილშობილა.

ჩემ გარდა კიდევ უამრავი ბავშვის ხელში გაუვლია ამ წიგნს, შინაურის თუ გარეულის. ხუმრობით სასწაულმოქმედ წიგნს ვეძახი. ყველაზე ყალთაბანდ და წიგნის დანახვაზე რომ ცუდად ხდება, ისეთ ბიჭსაც კი სულმოუთქმელად წაუკითხავს და აღფრთოვანებულს მოუყოლია თავისი ემოციები. ხოდა დნება ჩემი წიგნი. ვეძებ ახალს და არსადაა. ინეტრნეტშიც კი ვერ მივაკვლიე, ისევ რუსულ საიტებზე! იციან და მოკალი!

ეს არის წიგნი, რომელიც მართლა ბევრ რამეს აარიდებს, ბევრ რამეს ასწავლის და ბევრ რამეზე აუხელს თვალს ბავშვს, თუმცა დიდისთვისაც არ იქნება მისი წაკითხვა ურიგო.

სასწაულები არ ხდება! სასწაულებს თვითონ ადამიანები ახდენენ, როცა უყვართ! ნანდომ დაინახა ზღვა: » ის ისეთივე უზარმაზარია, როგორც მეგობრობა, მე რომ სიხარულით ამივსო გული და გამაბედნიერა!» აბა, ამის მერე როგორღა შეაშინებდა ამ ბიჭს საკუთარი უმწეობა? მერე რა, თუ თვალებით ვერ ხედავდა, სამაგიეროდ გული ჰქონდა სიყვარულით სავსე და ამ გულიდან სრულიად სამყაროს ხედავდა ბევრ საღთვალებიანებზე უკეთ…

მიყვარს ეს წიგნი. პატარობისას მინდოდა მენახა მარჩელო არჯილი და მადლობა გადამეხადა. ახლა ეს აღარ მინდა, მაგრამ ის კი მინდა გასაყიდად თაროზე შემოდებული ახალი, ლამაზსურათებიანი გამოცემა ვნახო «სან-ლორენცოელი ბიჭების».

Запись опубликована в рубрике წიგნები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

16 комментариев на «მარჩელო არჯილი — «სან-ლორენცოელი ბიჭები»»

  1. არჯილი ❤

    როგორ მიყვარდა და ახლაც როგორ მიყვარს.

    სხვათა შორის, ამ ორიოდე წლის წინ, კორნელია ფუნკეს "ქურდების მბრძანებელმა" გამახსენა. იგივე ვერა, (სხვა თუ არაფერი, არჯილი ღრმა ბავშვობაში წავიკითხე) მაგრამ რაღაც ძალიან მსგავსი იმპრესიები დამიტოვა.

  2. არ მეგონა ვინმეს თუ ვიპოვიდი, ამ წიგნის მცოდნეს 🙂 ეგ «სამეულის» ამბავია 🙂 . მე გუშინაც წავიკითხე არჯილი ❤

  3. მართლა ძალიან კარგი წიგნია!
    იმ ყველაზე ნაყოფიერ დროს წავიკითხე, როცა სკოლის გახანგრძლივებულ ჯგუფში ვიყავი ხოლმე და სკოლის ბიბლიოთეკიდან წიგნებს ვეზიდებოდი…

  4. კარგი ბიბლიოთეკა ყოფილა. მე ვერსად წავაწყდი ამ წიგნს. კიდევ ერთი შემოუერთდი არჯილის «სასტავს» 🙂

  5. სამწუხაროდ მე არ წამიკითხავს. არადა როგორ მომინდა

  6. ჩემზე იყოს, გათხოვებ, ავარიული კია, მაგრამ ჩემიანებისთვის ,მემეტება. არადა ამ ამბავში ისეთი ჟმოტი ვარ 🙂 ასე რომ, შემიძლია სურვილი აგასრულებინო.

  7. მაგარია! მეც ვჟმოტობ ხოლმე მაგ საკითხში და ძალიან მიხარია რომ შეგიძლია მათხოვო 🙂

  8. მე არ წამიკითხავს, მაგრამ ალბათ გვიანაა. პოსტი მომეწონა. რაც შეეხება წიგნების თხოვებას, პირიქით, რომ ვიყიდი, მინდა ბევრმა წაიკითხოს, ბევრი ვინმე მეუბნება, ჩემი გამანათლებელი შენ ხარო!

    ჰაი კატერინა, ჩვენს დამეგობრებას გაუმარჯოს!

  9. გაუმარჯოს! მერწმუნე არაა გვიან, მაინც ისიამოვნებ და ცრემლიც მოგადგება თვალზე. აი პეპი ხომ უასაკო წიგნია, ესეც ისეა. ასე რომ, არ ინანებ. ხო, მე ასეთი ცუდი ვარ, კი ვათხოვებ ხოლმე წიგნებს, მაგრამ ძალიან შერჩევით, ყველას ვერ ვანდობ, ბევრჯერ დავზარალდი და ჭკუა ვისწავლე 🙂 კეთილი იყოს შენი მობრძანება 🙂

  10. მაგაში ნამდვილად მართალი ხარ, ყველას ვერ ათხოვებ წიგნს, ვისაც უყვარს და ფასი იცის, ის ხალხი იგულისხმება, რა თქმა უნდა.

  11. ძალიან მიყვარდა ეს წიგნი ❤

  12. მეც და წლებმა ვერაფერი დააკლო ამ გრძნობას 🙂

  13. Elene:

    rogor minda sadme es wigni vnaxo, bavshvobashi wavikitxe da dzalian bundovnad maxsovs, wigni kide verafrit vipove, neta axali gamocema arsad ar ari?? 🙂

  14. სამწუხაროდ, არა. მეც ვეძებ და თუკი როდესმე სადმე წავაწყდი, აუცილებლად გაგაგებინებ. მე კი მაქვს ისე, ძველთაძველი 🙂

  15. აააააიიი ახლაა ვიპოვნეეეე აქქ,, ისეე მიყვარს ეს წიგნიი შენმილია სულლ ვიკითხოოო , აიი პატარაა რო ვიყავი მაშინ წავიკითხეე და მაგრად იმოქმედაა,, მაგრად გამიხარდაა სხვამაც თუ იცოდა ამის შესახებ:))))))))))))

  16. მეც მასე 🙂 ხო, ცოტამ თუ იცის და გული მწყდება, რომ არასდროს არ გამოსცეს თავიდან.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s