SMILE :)

ბავშვობაში ერთი წიგნი მქონდა. ყოველღამე ვაკითხებდი უფროსებს. «ჯადოსნური სიტყვა» ერქვა მგონი. პატარა ბიჭს, რომელიც სულ უკმაყოფილო იყო უფროსების დამოკიდებულებით, ასწავლეს ჯადოსნური სიტყვა, რომელიც ქართულად ცოტა სასაცილოდ ჟღერს-» გეთაყვა».თან დაარიგეს, რომ ამის თქმის დროს მოსაუბრეს თვალებში უნდა უყურო და გაიღიმო. შედეგმა გაამართლა და ბიჭმაც დაიჯერა ამ სიტყვის ჯადოსნური ძალა, რაკი მისი თქმის შემდეგ ყველას სახე უნათდებოდა და ყველაფერს უსრულებდნენ.

«გეთაყვასი» რა მოგახსენოთ, მაგრამ ღიმილი კი ხშირად მომიშველებია, განსაკუთრებით კი ამ ბოლო დროს. არა იმიტომ, რომ ადრე არ შემეძლო. არ ვიცი, მეჩვენება თუ მართლა ასეა, მაგრამ არასდროს ისეთი იშვიათი, ძვირფასი და, შესაბამისად, შედეგიანიც არ ყოფილა გაღიმებული სახე, როგორც ახლა.

იყო დრო, როცა ბევრჯერ კიდეც მინანია ჩემი ეს თვისება, აუცილებლად კეთილგანწყობით დავიწყო ადამიანებთან ურთიერთობა. ისიც მიფიქრია, რომ როცა ასეთი ხარ, იოლად დასაჩაგრის შთაბეჭდილებას ტოვებ და ამით აუცილებლად სარგებლობენ. არც თუ უსაფუძვლი იყო ეს ფიქრი. არ ვიცი, ეგებ ადრე უფრო ხშირად  იღიმებოდნენ და ამიტომაც არ თვლიდნენ მნიშვნელოვნად? არ ვიცი, ფაქტი ერთია: დღეს მართლა ჯადოსნური ზემოქმედება აქვს ადამიანებზე ღიმილიანი სახე რომ გაქვს , ღიმილიანი თვალებით რომ უყურებ თვალებში. რაღაც დნება თითქოს. ჯერ გაოცება ჩნდება მოსაუბრის თვალებში, მერე ეჭვი, შემდეგ ნელ-ნელა ეწმინდება მზერა და ბოლოს იქაც ღიმილი ისადგურებს( განსაკუთრებით მამაკაცებში 🙂 ).

რაც დრო გადის, მით მეტად ფასობს მშვიდი, არააგრესიული საუბარი, თავისუფალი ყოველგვარი მწარე-მწარე ქვეტექსტებისგან, გაავებული ინტონაციებისგან. ასეთი საუბარი ხშირად გაავებულსაც და ჩხუბისთვის შემართულსაც აჩერებს.

რაც დრო გადის, უფრო ფასობს საჭირო დროს გაჩუმება. ეს მაშინ, როცა ხედავ, არც ახსნას აქვს აზრი, არც ღიმილიან მზერას, არც  მშვიდ ინტონაციას, როცა ხედავ, რომ უკვე შენც შეიძლება გადმოგედოს ეს სიავე. გაიღიმებ მრავალმნიშვნელოვნად და გაჩუმდები. დატოვებ გახელებულს სიავისგან საკუთარ სიანჩხლესთან, შეატოვებ და გადგები განზე. თუ ისევ მოგიწევს მისი ნახვა, არაფრით შეიმჩნევ, რომ გახსოვს წყენა, ისევ მშვიდობიანი  იქნები და დააკვირდები. ხშირად ისეც ხდება, რომ ამის მერე ფიქრდებიან და ხვდებიან, რომ დააშავეს, მერე რა, თუ ამას ხმამაღლა არ იტყვიან. უსიტყვებოდაც შეამჩნევ და არ შეიმჩნევ :). თუ ასე არ მოხდა, მაინც არ ხარ წაგებული, რადგან ზედმეტი უარყოფითი ემოცია არ შემოუშვი შენში, დაზოგე ისედაც დაცოტავებული ნერვული უჯრედები და, ბოლოს და ბოლოს,  უფრო კაი ტიპი აღმოჩნდი, რაკი ვერ აგიყოლია და ვერ ჩაგძირა სიავის წუმპეში. შენ მაღლა დარჩი, მერე რა, თუ შორს…

მე ძალიან მწირი რაოდენობა დავიტოვე მეგობრების. მათ რიცხვში ჩემი ფიქრები, ცრემლები და ღიმილია. ოღონდ ამ სამიდან მხოლოდ ღიმილია საგარეო, დანარჩენი ჩემშია და გარედან არ ჩანს. ასე გამოდის, რომ ის იარაღიც ყოფილა ერთგვარი ჩემთვის, რომელიც იშვიათად აცილებს მიზანს.

მე ვიღიმები. მერე რა, რომ სხვადასხვანაირად!

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

18 комментариев на «SMILE :)»

  1. 🙂 კარგი იყო, მოუხდა :), მადლობა :*

  2. სკოლაში მასწავლეს ეს მოთხრობა 🙂 დღემდე გემრიელად მახსოვს.

    ღიმილზე ულამაზესი ჩანახატი, თავის დროზე, კარნეგის წიგნში ვიპოვე. დავძებნი და თუ ისევ მივაგენი, აქაც დაგიტოვებ.

  3. ჩემს შვილებსაც უყვარდათ :). ოკ, დაველოდები 🙂

  4. მსხვილი სავაჭრო კომპანიის დაკვეთით დამზადებული საშობაო სარეკლამო ბუკლეტის ტექსტია.

    Она ничего не стоит, но создает много.
    Она обогащает тех, кто ее получает, не обедняя тех, кто ее дает.
    Она длится одно мгновение, память же о ней иногда сохраняется навсегда.
    Нет столь богатых, которые могли бы прожить без нее, и нет столь бедных, которые не стали бы богаче по ее милости.
    Она создает счастье в доме, атмосферу доброжелательности в делах и служит паролем для друзей.
    Она — отдохновение для утомленного, свет надежды для отчаявшегося, сияние солнца для удрученного и лучшее из природных средств против горя.
    Тем не менее ее нельзя ни купить, ни выпросить, ни одолжить, ни украсть, ибо она представляет собой некую драгоценность, которая не принесет ни малейшей пользы никому, если только не будет отдана от чистого сердца.

    И если в последние минуты уходящего рождества случится так, что, покупая что-нибудь у наших продавцов, вы обнаружите, что они так устали, что не в силах подарить вам улыбку, можно вас попросить о том, чтобы вы им оставили одну из своих?
    Потому что никто так не нуждается в улыбке, как тот, кому уже нечего больше отдать.

  5. მადლობა, მოლი, მეამა … ეძახე შენ სარკლამო ბუკლეტის ტექსტი 🙂 მოუხდა აქაურობას.

  6. ჩემი საყვარელი მოთხრობა ❤ სათაური დამავიწყდა, მაგრამ ღიმილი დამრჩა… 🙂

  7. შევკრებილვართ აბა ერთად 🙂 მე ასე მახსოვს რომ «ჯადოსნური სიტყვა ერქვა». თავს ვერ დავდებ, მარა რა ვიცი 🙂

  8. შესანიშნავი პოსტია, უბრალო ღიმილი, ბევრ სიტუაციაში, მართლაც და კარგი გამოსავალია 🙂

  9. მეც «волшебное слово» მახსოვს.

  10. გაიხარე. კი მასეა და ცუდია, რომ ხშირი არაა ეს.

  11. ღიმილი ზოგჯერ თითქმის შეუძლებელია ხოლმე, თავიდან ძალით იწყებ და შემდეგ უნებურად გეღიმება. არადა მართლა ძალიან საჭიროა შენთვისაც და სხვებისთვისაც.

  12. კი, ძალით იწყებ, მერე ეჩვევი და სწავლობ ნელ-ნელა… და რაც დრო გადის, ვრწმუნდები მის საჭიროობაში ჩემთვისაც და სხვებისთვისაც.

  13. ძალიან მიყვარს,როცა ვიღიმი..ცხოვრება მიხარია 🙂

  14. კი, კარგია, ის კი არა, ზოგჯერ, რომ არ გიხარია, მაშინაც ამართლებს ღიმილი და თან გადამდებია 🙂

  15. ძაან მომეწონა, ძალიან♥ შემოიხედე ჩემთანაც!!♥♥

  16. მადლობა, გეწვევი აუცილებლად 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s