აქ

მგონია, არა კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე რთულ ქვეყანაში მომიწია არსებობამ.

აქ ყველა ერთმანეთის საქმეში ცხვირის ჩაყოფის ოსტატია, სინამდვილეში კი ყველას ფეხებზე ჰკიდიხარ შენი პრობლემებიანად და ეს ვითომ ყურადღება და გულისხმიერება თეატრალური ნიჭის უნიჭო გამოვლენა უფროა.

აქ ყველამ ყველაფერი იცის, განსაკუთრებით, თუ სხვას ეხება საქმე, სინამდვილეში კი ისიც არ იციან, საკუთარ თავებს რა მოუხერხონ.

აქ ყველას ამბიცია კლავს, პატრიოტობის, განათლებულობის,»სვეცკობის», «პრადვინუტობის», მორწმუნეობის და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი რამის…

ეს ნაცარქექიების და მუჭანახევარების ქვეყანაა, სადაც თავის გატანა იოლი გზებით და ქვემძრომობით, სხვის დაკრულზე სიარულითაა ადვილი და, შესაბამისად, მიღებულიც.

მხოლოდ აქაა შესაძლებელი მეგობარი დაგეკარგოს მხოლოდ იმის გამო, რომ ნერვებს უშლის შენი შეხედულებები, რაკი მის აზრებს არ ეთანხმები.

აქ ყველგან, ყველა სფეროში, ყველა საფეხურზე, რეალურშიც და ვირტუალურშიც, ისევ კლანურ-«სასტავური» დახარისხებაა და თუ ამ «სასტავში»ვერ წერიხარ რაიმეზე განსხვავებული აზრის ქონის გამო, მომენტალურად PNG  ხდები.

აქ «მოღალატეობა» ყველაზე საყვარელი და გავრცელებული ბრალდებაა. აბა რა, რა დროს დაწვრილმანებაა, ასე არ სჯობს? ქართულად, ხელგაშლილად, გულუხვად პირდაპირ სამშობლოს მოღალატეობა მიაწებო სასურველ კანდიდატს? ოღონდ საკვირველი ისაა, რომ მოღალატის სინონიმი ხელისუფლების არმოყვარული ადამიანია.ანუ თუ ბედავ და არ ხარ კმაყოფილი და არ ფრთოვანდები მმართველთა «საქმენი საგმირონიათი», არ აღიარებ მათ შეუცვლელობას, მოღალატე ხარ, ეჭვგარეშეა!

აქ არის უცნაური ხერხი ადამიანების გალენჩება-გაცუცურაკების(სხვა უმრავლეს ხერხთან ერთად)-ეს არჩევნებია. აკაკის თქმის არ იყოს, ეს ტილ-რწყილობია ალაყებს ტვინს და ხშირ-ხშირად გაფიქრებს აქედან გაქცევაზე.

აქ უცნაური დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის ყოფნა-არყოფნასთან. ზოგისთვის ქვეყნის გადარჩენა-ბედნიერი მომავალი სკამზე მჯდომის  ამ სკამზე ჯდომის ხანგრძლიობასთან ასოცირდება და თუ ეს ხანგრძლიობა ვერაა მარადიული და ღმერთმა დაგვიფაროს და ადგა ან ააყენეს, დაიქცევა ქვეყანა და ეგაა! ზოგისთვის პირიქით, ქვეყნის ბედნიერი მომავალი სკამზე მჯდომის სწრაფად აყენება-გადაყენება-შეცვლით განისაზღვრება. გადააყენებ?- შველაც იქნება და «განიხსნება ცა და ეშვება ივერიელთ სასოება»…

აქ უყვართ ჰომოფობობაზე ხმამაღალი საუბარი და ავიწყდებათ, რომ ჰომო ზოგადად ადამიანს ნიშნავს და მაშინ რაღა განსხვავებაა, ვის გადაემტერები, სექსუალური ცხოვრებით განსხვავებულს თუ აზრებით განსხვავებულს?!

აქ უყვართ სიყვარულზე ლაპარაკი, ჭიქითაც და უჭიქოდაც, თუმცა ერთმანეთისთვის მხოლოდ სიძულვილიანი სიტყვები ემეტებათ.

აქ უყვართ მეგობრობის აუცილებლობაზე ბაასი, სინამდვილეში კი თუ გაგიჭირდა, ისე გაქრება ყველა, ვინც მეგობრად გეტენებოდა, თვალსაც ვერ მოჰკრავ და საბოლოოდ დიდი-დიდი ერთი-ორიღა შემოგრჩეს. ისე, თუ თვითონ გამოუვიდა რაღაც და ან ფული იშოვა და ან სკამი, მაშინაც ასევე გაქრება, წარმატებულად :).

აქ პატრიარქატია, თუმცა დაუძლურებულ-დაჩაჩანაკებულ მამრებს მარტო შარვლის წინა მხარე თუ უდასტურებთ «ძლიერსქესობას», სინამდვილეში კი ქალობადაკარგული ნადედაკაცარების სათრევ-სარჩენები არიან. აქ შვილებს 40 წლის ასაკშიც კი მშობელი ინახავს.

აქ არავის აღარ აქვს თავისი სახე და თავისი დანიშნულება.

აქ სამსახური უტოპიის სფეროს განეკუთვნება, მაგრამ შიმშილით მაინც არ იხოცება იმდენი, რამდენიც შეიძლებოდა.

აქ სძულთ ცოცხლები და აღმერთებენ მკვდრებს.

აქ ყველაფერი თავდაყირაა და ამ არეულობაში უკვე ისიც ძნელად გასარჩევია, ვინც და რაც წაღმაა…

ხანდახან ვზივარ და ვეკითხები საკუთარ თავს: ეგებ სწორედ მე  და ჩემნაირად მოფიქრალები ვართ  თავდაყირა,ისინი კი, ვინც ჩვენ გვეჩვენება თავდაღმა,ძალიანაც სწორად დგანან და თანაც მყარად?!.

აქ ყველაფერი მიბიძგებს, აღარ მინდოდეს აქ ყოფნა და გაქცევა მიმაჩნდეს გადარჩენის გზად. არადა, რომ არ მინდა?

აქ მინდა მე, არ მინდა სხვაგან!!! ეგებ მაცალოთ ჰა?..

ის დროა ამოვყირავდე, ალბათ. ოღონდ ვეღარ გავრკვეულვარ, რომელია წაღმა და რომელი უკუღმა…

იწერებოდა მოცალეობის ჟამსა შინა არამხიარულ გუნებაზედ მყოფი აქაურისგან…

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

15 комментариев на «აქ»

  1. არ შეგეკამათები, კატერინა. სამწუხაროდ, სრული საფუძველი გაქვს, ასე იფიქრო და ასეთი დასკვნები გააკეთო. მხოლოდ ერთს ვიტყვი.

    ორმოცის არ ვარ ჯერ, 6 წელი მიკლია, მაგრამ მამაჩემი კარგა ხანია, არ მუშაობს და დედა მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ პროფესია და სამსახური უყვარს. (მუსიკის პედაგოგია და ხელფასი აქვს სადღაც 50 ლარი). უნი 13 წლის წინ დავამთავრე და ეს ცამეტი წელია, მშობლებისთვის ლარიც არ გამომირთმევია. მეხუთე კურსიდან ვმუშაობ და «ძრომიალი» არსად დამჭირვებია. და ძალიან ბევრს ვიცნობ, კიდევ უფრო თამამად რომ შეუძლიათ იგივეს თქმა.

  2. ვიცი, მოლი, მე და შენ არ ვართ საზომი. მე 16 წლიდან მარტო ვარ და ვირჩენ თავს… მე ზოგადად ვამბობ.

  3. ანუ, სულ მცირე ორი გამონაკლისი მაინც არსებობს (სინამდვილეში, ბევრად მეტია). ჩვენც ვართ საზომები, კატერინა, ცუდი თუ საზომია, ჩვენ რა დავაშავეთ…

  4. არც არაფერი 🙂 ხოდა მინდა ყველაფერში უმცირესობაში მოყოლილები იყვნენ საზომები, ანუ ისინი, ვისაც ჩემსავით თავდაყირა ეჩვენება რაღაცები და არ მოსწონს 🙂 მეჩტაწ ნე ვრედნო 🙂

  5. რაღაც რომ არ მოგწონს ადამიანს, ეს კარგია. ყველას რომ ყველაფერი მოსწონს, იმ ქვეყანას ჩრდილოეთ კორეა ჰქვია. მეც ძალიან ბევრი რამ არ მომწონს.

  6. შემზარავი რეალობაა, სამწუხაროა, მაგრამ საშველიც არსაიდან ჩანს…..

  7. მეც ვარ მაგ უმცირესობაში, 18 წლისამ დავიწყე მუშაობა და ამის მერე კაპიკი არ გამომირთმევია მშობლებისთვის 🙂
    გული მტკივა იმიტომ, რომ რაც წავიკითხე სიმართლეა, მაგრამ აქედან სამუდამოდ ვერასოდეს წავალ ალბათ : )

  8. მეც მაგ დღეში ვარ… მეც გული მტკივა და მეც მაგ გამონაკლისში ვარ, თუმცა სწორედ ეს ჩამოთვლილები ხშირად ძალიან მწარედ მიწვნევია საკუთარ თავზე… თანაც ისიც ფაქტია, ვინც ჩვენსავით გამონაკლისია, უმეტესად გაცილებით ნაკლები ხარისხით იწყობს ცხოვრებას, მერე რა, თუ თავის გატანა შეუძლია… ვერც მე წავალ ვერასდროს.

  9. ქეთ, მივამატებდი.
    ესაა ქვეყანა, სადაც ეგრედწოდებული პროგრესულად მოაზროვნეები ზემოდან უყურებენ სხვებს : )
    ვალდებული ხარ არ იყო ჰომოფობი, ქსენოფობი და თუნდაც დღეს ესპანეთს გულშემატკვირობდე, თუ გინდა, რომ ამრეზით არ გიყურონ და ზურგს უკან არ დაგცინონ. ესეც ხომ ერთგვარი სნობიზმია.

  10. აბსოლუტურად გეთანხმები… რაც ვიფიქრე და აღარ დავწერე, რომ ზედმეტად არ გამეღიზიანებინა ვინმე, შენ თქვი <3. ვგიჟდები შენზე :

  11. 4everyoungsoul:

    «აქ სძულთ ცოცხლები და აღმერთებენ მკვდრებს.» ეს უკვე ძალიან მაღიზიანებს
    «აქ ყველაფერი მიბიძგებს, აღარ მინდოდეს აქ ყოფნა და გაქცევა მიმაჩნდეს გადარჩენის გზად. არადა, რომ არ მინდა?» მეც ხშირად მინატრია ამ ქვეყანაში არ დავბადებულიყავი, ან ვოცნებობდი იმ დროზე როცა აქედან წასვლის შესაძლებლობა მექნებოა: «აი მე როცა ამ ქვეყნიდან წავალ, მერე …,» მაგრამ მერე ყოველთვის სინდისის გრძონბა მაწუხებდა 😐

  12. ხო, ცხოვრობდე საქართველოში მძიმე ხვედრია, თან ძნელად შესალევი და თან დამთრგუნველი…

  13. საკმაოდ ბევრი თემა გაქვს პოსტში წამოჭრილი, ზოგს შენნაირად ვუყურებ ზოგს განსხვავებულად, თუმცა კომენტარის სახით ამის ჩამოყალიბება ძალიან გამიჭირდება. თავდაყირა ყოფნა ძალიან სუბიექტურია, ზოგადად კი ნორმას იმას ეძახიან რასაც უმრავლესობა მიიჩნევს ნორმად 🙂
    მოღალატედ შერაცხვა რთული თემაა 🙂 ისე კი ისტორიულადაც სულ ეს პრობლემა იყო. არ მიყვარს პოლიტიკა, იმის გამო რომ საკმარისია ოდნავ მაინც შევავლო მიმდინარე მოვლენებს თვალი შემდეგ ვეღარ ვჩერდები.

  14. მეც არ მიყვარს პოლიტიკასთან სიახლოვეში ყოფნა, მაგრამ მაინც ახერხებენ ხოლმე შორიდანაც ამირიონ გული 🙂 როგორც ყველაფერი, თავდაყირობაც სუბიექტურია, წყალი არ გაუვა 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s