ფილმი მონიტორზე და მიღმა

გუშინ ფბ-ზე  მეგობარმა ლინკი დამახვედრა. ჰმ…ტყუილად არ ვეძახი დიდოსტატს. ზუსტად იცის, რა დროს რა უნდა დაგახვედროს. აი, ახლაც, შემოდგომურად მოწყენილ, განდეგილურად ფიქრებში გახლართულ  მდგომარეობაში გასაოცრად დროული და მრავალფუნქციური იყო ეს ფილმი.

სანამ გავხსნიდი, ჯერ ვიფიქრე ტრადიციული საჩუქარი იყო, ჩემი საჰაერო ბურთის აჩემებით შთაგონებული. დავიწყე ყურება და პირველივე კადრიდან ყურები დამეხშო და ყველაფერი ამოტრიალდა თავში, გულში. ორნი ვუყურებით: მე და წლების მიღმა დარჩენილი პატარა მე. დრო თითქოს გაჩერდა, თუ უკან დატრიალდა.

ცხადად ვხედავ ფერადსურათებიან წიგნს, ყდაზე დიდი  ასოებით «წითელი ბუშტი» რომ აწერია და პატარა ბიჭი ახატია ხელში დიდი, ხასხასა წითელი საჰაერო ბუშტით. ვხედავ, როგორ მოვთქვამ, როცა დედა იმ ადგილს კითხულობს, ბუშტი რომ გახეთქეს შურიანმა ბავშვებმა. მესმის, როგორ ეცვლება დედას ხმა და ვხედავ, მომდგარი ცრემლი როგორ ამკვეთრებს მისი თვალების სიმწვანეს. არ ვიცი, ჩემს ემოციაზე უჩუყდება გული, თუ მასაც ბუშტის ამბავი აღელვებს…

ვხედავ კუთხეში ჩამჯდარ, ფერადსურათებიან წიგნში თავჩარგულ ბავშვობას. პატარა პასკალი და მისი მეგობარი ჩემი ხშირი სტუმრები იყვნენ. ახლა უკვე ჩემით ვკითხულობდი. ეს იყო წიგნი, რომელმაც პირველად დამაფიქრა სიკვდილზე და მას მერე ეს სულ დამყვება თან. ნელ-ნელა იჩუტებოდა წითელი ბუშტი, კანკალებდა, ოღონდ ჩემთვის ეს ბანალური ბუშტის გახეთქვა არ იყო…ჩემთვის ეს ლამაზი, კეთილი, ერთგული მეგობრის სიკვდილი იყო და ეს ისე მიკლავდა გულს, რომ ფინალში პასკალის ცაში ატაცება უამრავი საჰაერო ბუშტით სულაც არ მინეიტრალებდა დარდს…

აი, ახლა, წლების მერე ვზივარ და მონიტორზე ვუყურებ საოცარ ფილმს და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ერთდოულად სამ ფილმს ვხედავ: ბავშვობას, თვითონ ფილმს და ჩემს ცხოვრებას იმ დროიდან დღემდე. ახლაც ისევე მიცრემლდება თვალები და მეჩხირება ყელში ბურთი, მგონი უარესადაც. მაშინ ხომ მხოლოდ პასკალის მეგობრის სიკვდილი მაწუხებდა.

კადრები ენაცვლება ერთმანეთს და ვხვდები, რატომაც მიყვარდა ასე განსაკუთრებულად ეს უცნაური ამბავი… ჩემდა გასაოცრად ახლა, ამდენი წლის მერე საოცარი მსგავსება აღმოვაჩინე ჩემსა და ამ ბიჭს შორის, მერე რა, რომ ასეთი ბუშტი არასდროს მქონია… იმდენჯერ დავრჩენილვარ ასე უმოწყალოდ გახეთქილ-დაჩუტული ბუშტის ანაბარად, მერე რა, რომ სინამდვილეში არასდროს მქონია…

ალბათ აქედანაა ის აჩემებაც-სააერო ბურთით გაფრენის.

ვუყურებ ბოლო კადრებს, როგორ მიჰყავთ ამ საზიზღარი მიწისგან შორს პატარა პასკალი. ნელ-ნელა მიიწევს ცისკენ ათასფერი ბუშტების გროვაში ჩამალული ბიჭუნა და ერთდოულად მეუფლება სიხარული და ტკივილი. მიხარია, რომ არ დარჩა იქ, სადაც მარტოობისთვის იყო განწირული და მტკივა, რომ ჩემს ფილმში არ ხდება ასე…

უცნაურია, როცა ამას მჩუქნიდი, ხვდებოდი ამ ყველაფერს ნეტა?!. თუ უბრალო დამთხვევა გამოვიდა?!.

Запись опубликована в рубрике თეატრი, კინო, მუსიკა, წიგნები с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «ფილმი მონიტორზე და მიღმა»

  1. შემთხვევით არაფერი მომხდარა და არაფერია შემთხვევითი 🙂 უკან, მიზეზამდე ასვლა ჭირს ….

  2. მეც ასე ვფიქრობ, უბრალოდ თავი შევიკავე ხაზგასმისგან 🙂 მიზეზამდე კი მგონი ცოტათი ავედი, სანახევროდ მაინც. ქურუმ-გურუობამ ამაოდ არ ჩაიარა :*

  3. ვიცი ეს ფილმი. ძალიან კარგია! 🙂 🙄

  4. ფილმი არ მინახავს (არ ვარ მე წესიერი კინომოყვარული) მაგრამ ის კი ვიცი, რომ რაც ძალიან გინდა, ერთხელაც აგიხდება. ჰოდა, ერთხელაც აუცილებლად იფრენ ბუშტით. ერთხელაც და ბევრჯერაც.

  5. 🙂 ვნახოთ, რაღაცა არც ისე დიდი დროა წინ და… ისე ნახე ფილმი მოგეწონება, არ ინანებ. მე იმ წიგნს დღესაც ვეძებ და არსადაა 😦

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s