ბოლო ფურცლები

ესეც აგვისტოს ბოლო კვირა და ტრადიციულად ისევ დავიწყებ ცხოვრებას ზაფხულის მოლოდინში, დღეების თვლით და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლით სიცივესთან. თუმცა სხვა წლებთან შედარებით ადვილად ვეგუები ამაზე ფიქრს, ალბათ იმიტომ, რომ ზაფხულიც განსხვავებული იყო, ერთადერთი ჩემს ცხოვრებაში, რომლის მოსვლაც სულაც არ გამხარებია.

გარდა იმისა, რომ ვაცილებ ზაფხულს, საკუთარი შრომის შედეგებსაც ვიმკი და ვითვლი. კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის. აბსოლუტურად ყველა აბიტურიენტი მოხვდა იქ, სადაც ყველაზე მეტად უნდოდათ, დაფინანსებაც ყველამ აიღო და თან  ამ ამბავში გადამწყვეტი როლი სწორედ ჩემი საგნის ქულებმა ითამაშეს. მიხარია, ტყუილად არ მიწვალია. თან თუ გავითვალისწინებ, რომ ზოგი აქედან სრული უვიცი მოვიდა და წინადადებას ვერ წერდა სწორად, მაშინ ნამდვილად არ  ვტყუი, საკუთარ თავს «ფოკუზნიკს» რომ ვუწოდებ ხოლმე. ყველას ამბავი მახარებს, მაგრამ რა ვქნა, არ ვმალავ ჩემს მიკერძოებას და ჩემი თამარის წარმატება ყველაზე მეტად მედება მალამოდ გულზე- 100% -იანი გრანტი! რომ ვფიქრობ, რომ ამის გარეშე ვერ შეძლებდა სწავლას, გული მიჩერდება. თუმცა ახლა ამაზე ფიქრი რა საჭიროა, ყველაფერი კარგადაა და სამართლიანად, სხვანაირად არც შეიძლებოდა, იმიტომ რომ ის იმ იშვიათთაგანია, აუცილებლად შედეგის მომტანი რომ იქნება მისი განათლება. მარტო დიდი წარმატებებისთვის და  საინტერესო მომავლისთვის მემეტება და ვიცი, რომ ექნება კიდეც, იმიტომ რომ ღირსია.

მოკლედ, კმაყოფილი ვარ მათიც და საკუთარი თავისაც.  ჩემი ხელისუფლება კი თვლის, რომ რეპეტიტორობა დანაშაულია, მაგრამ ჩემი ნამოწაფარები სულაც არ თვლიან ასე, პირიქით, ერთობ კმაყოფილები არიან ჩემი საქმიანობითაც და ჩემთან ურთიერთობითაც. მართალია, ჩემი ხელისუფლება თვლის,  რომ რეპეტიტორები მდიდრდებიან ბავშვების ხარჯზე, მაგრამ მე და ჩემი შვილები მყარად ვზივართ თბილისში და ისე გავიდა ზაფხული, არც კი გვიფიქრია სადმე წასვლაზე. დიდად არც გვიდარდია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ პირველად არ ხდება ასე და მეორეც, სამივემ ვიცით, რომ ცხოვრებაში ამაზე გაცილებით დიდი სადარდებლები არსებობს და არ ღირს ასეთი წვრილმანისთვის ერთმანეთისთვის ხასიათის გაფუჭება…

დღეს კიდევ ერთი ფურცელი ჩამოვახიე ზაფხულს და მიუხედავად იმის, რომ ვამბობ წელს ისე არ განვიცდი-მეთქი, მაინც მომეწურა გული… ჯერ კიდევ დამრჩა რამდენიმე დღე. როცა უკანასკნელი ფურცელი ჩამოვარდება, მეც გავემზადები დიადი მოლოდინისთვის, მოვიწყენ იმაზე მეტად, ვიდრე ახლა. ვეცდები ისევ თავით გადავეშვა ყოფაში და მოზღვავებული ემოციები  გავანეიტრალო საქმით და დღის ბოლოს კი ბლოგზე ბოდვით.

ვემშვიდობები ზაფხულს, ერთადერთ დროს წელიწადისას!

Запись опубликована в рубрике რეპეტიტორული ამბები с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

18 комментариев на «ბოლო ფურცლები»

  1. 4everyoungsoul:

    ბოლო კვირა :(( … წელს ჩემთვისაც ძალიან მოსაწყენი ზაფხული იყო . ვერსად ვერ მოვახერხე გასვლა ვერც მარტო და ვერც მეგობრებთან ერთად. თან რაღაც არამგონია რამე შეიცვალოს ამ ერთ კვირაში :\\\

  2. tami:

    ყველაზე საყვარელს და განუმეორებელს…

    მიხარია შენი შრომა რომ დაფასდა, ანაზღაურება არაფერია თუ აბიტურიენტები ვერ ჩააბარებდნენ, ეს ყველაზე დიდი დაფასებაა. მაინც ნაყოფიერი ზაფხული გქონია

  3. არც ჩემს შემთხვევაში ხდება პირველად და არც მე არ მადარდებს ეგ საკითხი — სად ან როგორ დავისვნებ. გილოცავ! წარმომიდგენია რამხელა სიხარულია როცა შენი აღზრდილი ასე გიფასებს შრომას!

  4. არა უშავს, კიდევ მოვა ზაფხული. შემომიერთდი მოლოდინში 🙂

  5. კი, მეც ასე მგონია, თუმცა ახალი არაფერი იყო ამაში, ეს კაი ხანია უკვე შეუცვლელი ტრადიციაა 🙂

  6. კი, ძალიან სასიხარულოა, გაცილებით სასიხარულო ანაზღაურებაზე 🙂

  7. რეპეტიტორობა თუ დანაშაულია, მაშინ სკოლის მასწავლებლების «დიდი» მონდომება და «პროფესიონალიზმი» რაღაა (ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა)… 🙂

    მთლად მოსაწყენი ზაფხული არ ყოფილა, მაგრამ წინა «ზაფხულები» ჯობდა — «უმუშევარი სტუდენტის» სტატუსი უფრო მოსახერხებელი იყო დასვენებისთვის 🙂

  8. 4everyoungsoul:

    შემოგიერთდები, უკეთესი მოლოდინებით 🙂

  9. აჰა, რეპეტიტორობა სწორედ მაგ «პროფესიონალიზმის» «მიღწევების» გამოსწორების მცდელობაა 🙂

  10. მიუხედავად იმისა რომ 1 ივნისის შემდეგ 1 სექტემბრის დადგომაზე ვოცნებობდი, რაღაცნაირად მეც განვიცდი ზაფხულის გასვლას (ყოველთვის ასე ვარ ხოლმე). სექტემბრიდან ყოველთვის რაღაცის ათვლას ვიწყებ ხოლმე, დღეს კი სრულ გაურკვევლობაში ვარ. გიერთდები ზაფხულის სიყვარულში, ჩემი ყველაზე ბედნიერი მოგონებები აგვისტოს უკავშირდება 🙂
    მიხარია რომ შენი შრომა დაფასდა 🙂

  11. Jane:

    ძალიან კარგი ანაზღაურება მიგიღია გაწეული შრომისთვის!
    როცა საკუთარი ცოდნის სხვისთვის გადაცემა შეგიძლია, ეს დიდი ბედნიერებაა

  12. მართალი ხარ, მასეა. როგორც ყველაფერში, ამაშიც არანორმალური ვარ 🙂 ამიტომაც მარტო ცოდნის გადაცემას არ ვცდილობ, განზოგადებულია ეს ყველაფერი, თუმცა სხვანაირად არც შეიძლება, ჩემი საგანი ისეთია, მისი სწავლისთვის აუცილებელიცაა თვალსაწიერის გაფართოება.

  13. ხო, ასეა წლიდან წლამდე, ცხოვრება ზაფხულიდან ზაფხულამდე… ვიწყებთ მოლოდინს და თან ვფიქრდებით, რომ მარტო არ ვართ და სადღაც არიან ჩვენნაირები, მუდმივად ზაფხულმონატრულები…ისე სანამ ბოლომდე გაპარულა ზაფხული არ დავიტოვოთ სიახლე? 🙂

  14. ჩემი დაგვიანებული პასუხის გამო ზაფხული სულ ცოტაც და გაიხურავს უკვე კარებს, თუმცა ეს არც შემოდგომის პირველ დღეებში იქნება ხომ პრობლემა? 🙂

  15. რა თქმა უნდა, არა 🙂

  16. ყოჩაღ შენ და ყოჩაღ თამარს.

    ზაფხულის გოგო ხარ… ზაფხული მეც მიყვარს, მაგრამ იცი, როგორ მაქვს აწყობილი? ზაფხულის ბოლოს შემოდგომა მენატრება, შემოდგომის მიწურულს — ზამთარი და ასე… ოთხივე სეზონით კმაყოფილი ვარ ხოლმე.

  17. რა კარგია მასე! მე ვერ გამომდის. ხოდა ჩავრთე უკვე წამზომი 🙂 . ხო, თამარმა ძალიან გამახარა, სულ დამავიწყა ის პრობლემები, რაც მანამდე მქონდა 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s