ერიკ-ემანუელ შმიტი — «პილატეს სახარება»

არ დავმალავ და ცოტა სკეპტიკურად განწყობილმა დავიწყე კითხვა. განა რა უნდა იყოს ახალი, ისედაც ვხვდები, რომ იუდასა და პილატეს რეაბილიტაცია იქნება, ამაში კი ახალი არაფერია.

მერე ტექსტს გადავხედე და დიალოგები რომ ვერ დავინახე, გული შემიღონდა, თუმცა სულ ტყუილად.

პირველივე გვერდის ჩაკითხვის მერე ჩემი სკეპტიციზმი გაიფანტა და ისე ჩამითრია, ხელიდან ვეღარ გავაგდე.

საინტერესოდ მეჩვენა, რომ პირველ ნაწილს ავტორი პროლოგს უწოდებს, სინამდვილეში კი ეს სულაც არაა შესავალი, ეს მთელი წიგნის ნახევარია. არადა, რომ დაუკვირდე, პროლოგია აბა რა, აქ ხომ იმ ყველაფრის დასაწყისია, რაც მეორე ნაწილში ხდება.

ჟანრობრივად «პილატეს სახარება»უფრო  მემუარულ-ეპისტოლარულ ჟანრთანაა ახლოს. პირველი ნაწილი ხომ იესოს მოგონებებია, ასე ვთქვათ, მეორე კი პილატეს წერილები.

ავტორი სულაც არ ცდილობს იესოსგან შექმნას მიუწვდომელი უფლის სახე. ის ახლობელი ხდება შენთვის, თავისი განცდებით, ფიქრებით. ყველაზე მეტად მომხიბლა გაორება-გაურკვევლობამ, იესოს რომ სტანჯავს. კითხულობ და ხედავ საკუთარი თავის ძიებაში ჩაძირულ, საკუთარი არსებობის არსის და მიზნის გარკვევისთვის მებრძოლ ადამიანს. ის სულაც არაა თავდაჯერებული უფლის შვილი.  არ თვლის, რომ განსაკუთრებულია.ის კი არა საკუთარი სასწაულებისაც არ სჯერა, ზოგს მოწაფეების ფანტაზიას მიაწერს, ზოგს კი დიდ, ყოვლისმომცველ სიყვარულს და სურვილს ადამიანების დახმარებისას. და საერთოდაც, თვლის, რომ სასწაულები სხვა არაფერია, თუ არა ბრიყვთათვის რაღაცის ჩვენების მცდელობა, რაკი სიტყვის არ ესმით. მან არ იცის, რა ელის, არც ის იცის, შეცვლის თუ არა რამეს, მაგრამ იმაში დარწმუნებულია, რომ აუცილებელია რევოლუცია, რევოლუცია აზროვნებაში, რომ დადგა დრო დოგმების და დაკანონებულ-დამყაყებული დებულებების რღვევის და შეცვლის. ის იდეის მსხვერპლია, როგორც  ყველა დიდი მოაზროვნე და ამ რთული გზის გავლაში მას არც მეტი, არც ნაკლები იუდა ეხმარება…

არანაკლებ საინტერესოა იუდას სახე, ტრაგიზმით,  თავგანწირვით, სიყვარულით სავსე… თუმცა ამაზე სჯობს არაფერი ვთქვა, რომ ინტერესი არ დავუკარგო იმას, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ეს წიგნი.

არც მეორე ნაწილმა დამტოვა გულგრილად. პილატე ყოველთვის მიმაჩნდა საინტერესო ფიგურად და მისმა წერილებმა კიდევ უფრო გამიღრმავა ეს შეხედულება. საკმაოდ აზარტული წასაკითხია ის ყველაფერი, რაც პილატეს წერილებშია. არის რაღაც დეტექტიურიც, რაც საკმაოდ დინამიკურს ხდის თხრობას. კითხვის პროცესში მოულოდნელად გიჩნდება განცდა, რომ პილატეც იმას იკვლევს, რაზეც შენც არა ერთხელ გიფიქრია: კი თუ არა? იყო თუ არა? აღდგა თუ არა?.. და ასე შემდეგ…

ძალიან მომეწონა ის, რომ ავტორი საბოლოოდ არ აფიქსირებს საკუთარ დამოკიდებულებას, ცდილობს შენ, მკითხველს, დაგიტოვოს არჩევანის უფლება, რადგან ის, ვინც ჯვარს ეცვა, ზუსტადაც  თავისუფლებას თვლიდა უპირველესად.

როცა პილატე ხვდება პილიგრიმებს, რომლებიც იესოს გამოცხადების სანახავად იყვნენ წასულები და უსმენს, ასეთ ფრაზას ამბობს: «მე არაფერი მინახავს და როგორ დავიჯერო?» არადა, იმასაც ვერ ამბობს, რომ არ სჯერა…

ფინალში კი რიტორიკულად ჟღერს კლაუდის( პილატეს ცოლი) შეკითხვა: «იქნებ პირველი ქრისტიანი სულაც შენ ხარ, პილატე?»

არ ვიცი, რამდენად შევძელი გადმომეცა ის ყველაფერი, რისი გადმოცემაც მინდოდა. ალბათ, ვერა, რადგან ემოცია დიდია და ეს ზოგჯერ ხელის შემშლელიც ხდება აზრების გამოთქმისას. ერთს კი გეტყვით, ეს ძალიან საინტერესო წიგნია და ჩემთვის ის უკვე მიემატა ბევრჯერ წასაკითხი წიგნების სიას.

Запись опубликована в рубрике წიგნები с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

11 комментариев на «ერიკ-ემანუელ შმიტი — «პილატეს სახარება»»

  1. რამდენჯერმე მომხვდა ეს წიგნი თვალში, სულაკაურის გამომცემლობის კატალოგშიც ვნახე, თუმცა ყოველ ჯერზე გვერდი ავუარე და ჩავთვალე რომ ათასჯერ გადაღეჭილი თემის კიდევ ერთი უინტერესო ვერსია იქნებოდა. ახლა კი დავინტერესდი, მიუხედავად იმისა რომ რელიგიური თემატიკის ლიტერატურა დიდი ხანია აღარ მიზიდავს, იუდაც და პილატეც ამოწურულ პერსონაჟებად მიმაჩნია, ქრისტეს სახეს კი შექმნა ჩემთვის არ სჭირდება. ჰოდა იმას ვწერდი დავინტერესდი მეთქი, იქნებ წავიკითხო, საინტერესო უნდა იყოს ის რაზეც ასეთი აღფრთოვანებით წერ.

  2. მეც ზუსტად მასეთი დამოკიდებულება მაქვს, არც რელიგიური თემატიკა მხიბლავს კაი ხანია და პერსონაჟებიც მეც ამოწურულ-გადაღეჭილად მიმაჩნდა, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო მიდგომა იყო და მომეწონა, ალბათ სწორედ მაგიტომ, რომ გადაღეჭილი ასე საინტერესოდ მომაწოდა 🙂

  3. ბულგაკოვის შემდეგ ამ თემატიკას ვერიდებოდი, მაგრამ შმიტმა მოახერხა (როგორც ყოველთვის) და ახლებური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა — იუდეის მეხუთე პროკურატორი ოდნავაც არ ჰგავდა ერიკ-ემანუელის პილატეს…

  4. კი, მოახერხა და მაგიტომ მომწონს. ისე არც ოთხთავის იესო ჰგავს იეშუას 🙂

  5. ბულგაკოვის მერე ეჭვი მეპარება , რომ ამ თემატიკი წიგნმა კიდევ მიიქციოს ჩემი ყურადღბება, მაგრამ პოსტმა ისე დამაინტერესა , რომ წაკითხვას ვაპირებ.

  6. შინ მიდევს ეს და «ულისე ბაღდადიდან». განწყობას და თავისუფალ შაბათ-კვირას ველოდები.

    ისე, ბულგაკოვის შემდეგ ქრისტეზე და პილატეზე დაწერო ისე, მკითხველი გააკვირვო და თავი მოაწონო, მართლა ძნელია.

  7. ხო, მეც მაგიტომ დავინტერესდი და გამაკვირვა. იმდენად ჩამითრია.

  8. ბანალურად გამომივა, მეც იგივე რომ ვთქვა, პოსტი მშვენიერია! წაკითხვით არა მგონია,დროის გამო, თუნდაც…

  9. ბანალურობა ყოველთვის ცუდი არაა 🙂 მადლობა.

  10. ბევრჯერ წასაკითხი წიგნების სიას მიემატა ნამდვილად: ))

  11. ძალიან კარგი, მიხარია, რომ შენც ასე ფიქრობ.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s