15 აგვისტო

აღარ დაადგა საშველი. უკვე 12 საათია წვალობს. ტკივილი მატულობს. დაწექიო, მაგრამ ვერ ჩერდება და სიმწრისგან შეშლილივით ბოლთას სცემს. რამდენიმე წამს მიყუჩდება ტკივილი და ძილი ერევა.22102015507 როგორც კი მივწვება და ჩასთვლემს, ისევ თავიდან იწყება და ყოველ ჯერზე მეტად. ერთდოულად სტკივდება ხერხემალი წელის არეში და მუცელი. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ხერხს გისვამენ წელის მალებზე და ცოცხლად გხერხავენ. თვალებში უბნელდება, ჭირის ოფლი ასხამს. სასიკვდილო აგონია ალბათ ამაზე  ძნელი არაა. ცის გახსნასავით ელოდება იმ მახინჯ სავარძელზე ასვლას. ეგებ დაადგეს საშველი. უკვე აღარც ფიქრობს იმაზე, ვის გამოც ამ დღეშია და ვის დანახვასაც აგერ უკვე რამდენი თვეა ელოდება. ერთადერთი, რაც თავში უტრიალებს, ეს განთავისუფლების სურვილია.

სახელურებსაა ჩაფრენილი და უჭერს  მთელი ძალით, ეხმარება ცოტას. ჩუმადაა. სადღა აქვს ყვირილის თავი. მარტო ცრემლები ჩამოსდის თავისდაუნებურად და ყურებში უგროვდება. ესმის ხმები, დარიგებები, ისიც ბეჯითი მოსწავლესავით ზუსტად ასრულებს ყველაფერს. თითქოს ესმის მენჯების ღრჭიალი. მალე მთელი ტკივილი ქვევით ინაცვლებს და აწვება ისე, რომ ჰგონია, სადაცაა გაიხევა შუაზე. რაღაც დაუსვეს, ეტყობა ჩაჭრეს, ტკივილს ვეღარც გრძნობს. კიდევ ცოტა ხანს გრძელდება ეს ბრძოლა და უცებ, წამიერად, დგება სიმშვიდე. გრძნობს სიცარიელეს შიგნით და შვებას.

ხედავს, როგორ ბანენ პატარა გასისხლიანებულ არსებას. თოჯინასხელაა, მეტი კი არა. ერთი ბეწოა, მოცუცქნული ხელებით და ფეხებით, გაბუშტული ლოყებით, ისე, რომ ცხვირი არ უჩანს, უშველებელი თვალებით და სასაცილო კუდით კეფაზე.უყურებს და ფიქრებში უკვე ხედავს, რა და როგორ იქნება აწი. როგორ იზრუნებს, როგორ გაზრდის, ღამღამობით წიგნებსაც წაუკითხავს, ცივ ნიავს არ მიაკარებს. დღეიდან სულ სხვანაირი იქნება მისი ცხოვრება. სულ მასთან ერთად იქნება.თავს არ დაზოგავს, ყველაფერს გაუკეთებს, შესაძლებელს და შეუძლებელს.  თავზე მეტად ეყვარება ეს პატარა გოგუცუნა, ახლა რომ ასე სასაცილოდ იმანჭება, მერე კი, წლების მერე, ისინი მეგობრები გახდებიან.

უცნაურია, რომ ადამიანი წინასწარ ვერაფერს გრძნობს. ამ ორიდან არც ერთმა და არც მეორემ არ იცის, რომ იმას, რასაც ახლა ფიქრობს სავარძელზე მწოლიარე, თითქმის არ უწერია ასრულება.სულ რაღაც რამდენიმე წელია ვადად მიცემული. ასე რომ, ვერაფრით შეძლებს იმ ყველაფრის გაკეთებას, რასაც ახლა გეგმავს…ეს პატარა კი, დაგეგმილი უზრუნველი ცხოვრების ნაცვლად დიდტკივილიან, მარტოობით, მონატრებით  და ცრემლით სავსე, გზისთვისაა თავიდანვე განწირული…

უცნაურია, რომ ვერც ერთი  გრძნობს ამას…

საინტერესოა, რომელიმეს რომ სცოდნოდა ეს ყველაფერი წინასწარ, რა იქნებოდა მაშინ?

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «15 აგვისტო»

  1. დავმუნჯდი! ისეთი პოსტია ქვემოთ ვერაფრით მივაწერ გილოცავ მეთქი. მე მგონია რომ კარგია როცა არავინ იცის წინასწარ რა იქნება შემდეგ, ჯობია გაურკვევლობაში იყო და მომენტი გიხაროდეს (თუნდაც გეგმებს აწყობდე რომლებსაც ასრულება არ უწერია) ყოველგვარი დეპრესიული ფონის გარეშე.

  2. მიყვარს შენი ნაკვალევი რომ მხვდება ბლოგზე. ხო, ალბათ ასე სჯობია, მუხედავად იმის, რომ ამ შემთხვევაში ბევრჯერ მიფიქრია საწინააღმდეგო. ალბათ, მაინც ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს.

  3. შეიძლება არ ასრულდეს, თუმცა როცა იცი თუ კი ასრულდება რამხელა ემოცია და სიხარული იქნება, ღირს ლოდინი. 🙂

  4. Jane:

    წინააღმდეგობების გარეშე ცხოვრება საინტერესო არც იქნებოდა. ტანჯვა, ცრემლი ეს ყველას ცხოვრებას თან სდევს, თუმცა ისინი გვეხმარება ბედნიერების განცდაში. რომ არ ვიცოდეთ რა არის ცუდი, ვერც იმას ვიგრძნობთ რა არის კარგი… ეს 2 როცა ერთმანეთს აბალანსებს, მაშინ ყველაფერი წესრიგშია. დარწმუნებული ვარ მას დაბალანსებული ცხოვრება ექნება. ყველაფერი თავის დროზე..

  5. 🙂 იმედი ვიქონიოთ. ისიც დაელოდება ამას :*

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s