გაღმა

გაღმა გავედი. არა, არა, მარილზე არა. გაღმა ადამიანებისგან, მათი ურთიერთობებისგან, ორომტრიალისგან, მხოლოდ ვუყურებ, ფილმს რომ ნახავ, ისე, თანაც უნიჭო ფილმს, მომაბეზრებელი დიალოგებით, ყალბი სიუჟეტით და განცდებით. თან არ გინდა ყურება, მაგრამ მაინც უყურებ, დროს კლავ.

თავი სადღაც შორეულ კუნძულზე მგონია განმარტოებით, საიდანაც დიდი ჭოგრიტით ვადევნებ თვალს ყველას და ყველაფერს. იქნებ აქამდეც ასე იყო, მაგრამ ახლა კიდევ რაღაც შეიცვალა. ადრე თუ ემოციები მეძალებოდა და გრძნობები მიჩნდებოდა, ახლა სრულიად ინდიფერენტული ვარ ამ ყველაფრის მიმართ. რაზეც ვბრაზობდი, ახლა მეცინება, რაზეც მეცინებოდა, ახლა არც მეღიმება.

აი, იქ, გაღმა, დიდი გაწამაწიაა: დემონსტრირება ზენიჭიერების და ზეადამიანობის, ზეგემოვნების და ზემოაზროვნეობის, ზეპატრიოტიზმის, ზემორწმუნების, ზეათეიზმის, ზესექსუალობის,ზეჰუმანიზმის, ზესიყვარულის და კიდევ ათასი ზე… ოღონდ ამ ზე-ობას ისეთი მყვირალა სარჩული უდევს სიყალბის, დემაგოგიის,უსაფუძვლო ამბიციურობის, რომ ძნელია, არ გაგეცინოს, სიმწრით მაინც.

აქამდე კუსტურიცას ფილმში ვცხოვრობ, მგონია-მეთქი ვამბობდი და ახლა ესეც აღარაა.გაღმიდან ასე ჩანს.

როდის გამოვედი, ზუსტად არც ვიცი. აი, ერთხელაც გავიღვიძე და აქ აღმოვჩნდი. გრძნობები კი იქ დამიტოვებია. აღარ შემიძლია მიყვარდეს, უბრალოდ შემიძლია უფლება მივცე, ვუყვარდე. აღარ შემიძლია მძულდეს, უბრალოდ შემიძლია დავიკიდო. აღარ ვიცი მონატრება. აქამდე თუ მარტო წარსულს ეხებოდა ეს მონატრების ვერშეძლება, ახლა უკვე ადამიანებსაც შეეხო. არავინ და არაფერი! აღარ შემიძლია მწყინდეს, რაკი ყველაფერ საწყენს ისე ვიღებ, როგორც კანონზომიერს და აუცილებელ-გარდაუვალს.

სიხარულის მოჭარბება არც ადრე მქონია, მაგრამ ახლა გრამიც აღარაა, ოღონდ ადრინდელისგან განსხვავებით, სულაც არ ვდარდობ ამას. რა რა და დარდი კი მქონდა ოხრად, პროფესიასავით, ესეც დამიკარგავს.

ვარ გაღმა, სადაც წელიწადის მეხუთე დროა და მეცამეტე თვე, სადაც ვერ აღწევს  გამოღმური ქაოსი. აქ სიმშვიდეა და ინდიფერენტულობა.მხოლოდ გაკვირვებაღა შემომრჩენია, რომელიც ხანგამოშვებით არღვევს ამ ინდიფერენტულობას. გაკვირვებას ჩაუნაცვლებია ყველა სხვა დანარჩენი. წესით ესეც აღარ უნდა იყოს, მაგრამ ერთი ჩემი მეგობარი როგორც ამბობს, ადამიანი მანამდე არ ბერდება, სანამ გაოცების უნარი აქვსო, მე კი ყოველთვის უფრო პატარას ვგავარ ასაკით, ვიდრე ვარ 🙂

ზეჭკვიანები და ზეგანათლებულები ამას ასოციალურობას დაარქმევენ ალბათ, ან უხასიათობას, ან დეპრესიას ან რამეს საინტერესოს უცხო სიტყვათა ლექსიკონიდან, მე კი სულაც არ მწყინება, ის კი არა, არც გამიკვირდება, მარტო გავიღიმებ, ეგაა და ეგ.

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

3 комментария на «გაღმა»

  1. ეჰ, არადა მართლაც რაა ამ ზე-თა ზე-ობა! არაფერი! 😦

  2. და არაფრისგან რაღაცის შეთითხნის მცდელობა

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s