ფერადნაჭრებიანი ფიქრები

ახალი აჩემება-კერვა. არა, ყოველთვის მიყვარდა და მეხერხებოდა კიდეც, მაგრამ ამჯერად ეს რაღაც განსაკუთრებულ ფორმას იღებს , ცოტა ავადმყოფურს: ვკერავ ყოველ დღე და თუ არ ვკერავ, გონებაში ვიგონებ იმას, რაც შემდეგ უნდა შევკერო.მოკლედ, პოსტებივით რა 🙂 . ჰოდა, დავუფიქრდი ამ ამბავს და საინტერესოდ მეჩვენა. განსაკუთრებით იმან დამაფიქრა, რომ მასალად არ ვიყენებ ახალ ქსოვილს. აუცილებლად ძველი, ჩემს გარდერობში უკვე კაი ხანს არსებული ტანსაცმლისგან ვაკეთებ ახლებს. ჯიბესთან და პრეტენზიულობასთან დაკავშირებული ამბების გარდა არის ამაში რაღაც მეტაფორა, რაც ერთობ შორსაა ტექსტილისგან და ჭრა-კერვისგან:

პირველი და მთავარი შექმნის პროცესია და აზარტი, ამ პროცესს რომ ახლავს თან. ზიხარ და საკუთარი ხელებით, ფანტაზიით, მაკრატლით, ცარცით, ნემსით, ძაფით ქმნი რაღაც ახალს. წვალობ, იღლები, მაგრამ ეს სასიამოვნო დაღლაა. ნელ-ნელა იკინძება აზრებივით ნაკუწები და შენს თვალწინ იბადება რაღაც ახალი და თუ ეს ახალი ემთხვევა იმას, რაც წამოსახვაში გქონდა, მაშინ ხომ საერთოდ შეუდარებელი განცდა გეუფლება.

მეორე და, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გადაკეთების მცდელობაა. აბა რატომ არ მიჩნდება სურვილი ვკერო ახალი ნაჭრით? არსებულიდან აკეთებ სრულიად ახალს, განსხვავებულს და უკეთესს! მგონი ეს ისაა, რაც სულ მინდა გავუკეთო ჩემს ცხოვრებას და ალბათ მარტო მე არ ვარ ასე. ყველას გვღრღნის ჭია, რაღაც შევცვალოთ, რაღაც გავაუმჯობესოთ, გადავახალისოთ და გავაფერადოთ საკუთარი ცხოვრება.  სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში არ გამოდის და იმედგაცრუებული ვრჩებით, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ ხომ ვცადეთ და მთავარი ბრძოლააა და მოქმედება და არა შედეგი. აი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი შედეგი გარდაუვალია და გარანტირებული.  ცდილობ, აკეთებ და გამოდის!

აი მაგალითად ორი ძველი კაშნე, რომელიც კაი ხანია გამოუყენებლად გდია ჩემს გარდერობში, წარმატებით იქცა საზაფხულო ბლუზებად.

 

 

 

 

 

 

 

ძველი, ლამის 5 წლის კაბისგანაც მშვენიერი ჭრელი სარაფანი გამოვიდა, რომელსაც თუ სამხრეებს დაუმოკლებ და მჭიდროდ შეიკრავ მხრებზე, მაშინ ბლუზა იქნება, თუ დააგრძელებ სამხრეებს,  სარაფნობას გაგიწევს.

ეს კაბა ჩემი დის კაბისგან გამოვიყვანე.

ეს  მქონდა, მაგრამ მომბეზრდა შავი და ყვავილებიანი ძველი მაისურისგან გავუკეთე გული და ქამარი.

ეს კი ახალი სამაჯურია.

ვაბინავებ ჩემს «ქმნილებებს» და თან მეცინება. თუ გავითვალისწინებ წლევანდელი ზაფხულის უპერსპექტივობას და გარეთ გასვლის კოეფიციენტის სიმცირეს, გაუგებარი ხდება, რად მინდა ეს საზაფხულო კოლექცია. მაგრამ «ვნების სიმძაფრე ხომ შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში» 🙂 .

მოკლედ, ასეა. მე ვცვლი… გარდერობს მაინც და თან საკუთარი ხელით და საკუთარი ფანტაზიით. დღესაც გადმოვყრი ყველაფერს და დავუფიქრდები, საიდან რისი გამოყვანა შეიძლება.როგორც ვთქვი, ეს ახალი აჩემებაა, დაახლოებით ისეთი, როგორც თავის დროზე ბლოგის გაკეთება იყო. ისე, მგონი, ეს უფრო გამოსადეგი და შედეგიანი აჩემებაა 🙂

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

9 комментариев на «ფერადნაჭრებიანი ფიქრები»

  1. მშვენიერი აჩემებაა სხვათაშორის. გადაკეთება და გაუმჯობესებაც არაჩვეულებრივია და საკუთარი შრომის შედეგს რომ ხედავ ამას არაფერი ჯობია. ყველაზე დიდი კმაყოფილება რეალიზებულობის შეგძნებას მოაქვს, ეს შეიძლება სხვადასხვანაირად და სხვადასხვა საკითხში გამოიხატებოდეს მაგრამ კმაყოფილებას აუცილებლად მოიტანს. მომენატრა ეგ შეგრძნება მეც 🙂
    მშვენიერი კოლექცია გამოგსვლია ისე 🙂

  2. ზუსტად. მეც ასე მგონია. კოლექცია კი რაღაც მეც მომეწონა, მიუხედავად ჩემი ზედმეტად თვითკრიტიკულობის. მადლობა :*

  3. მართალია მე არ გამოვდგეი შემფასებლად, მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ კარგი გატაცება და კარგი ნამუშევრებია!

  4. რატომ, მშვენივრად შეაფასე, რა გინდა 🙂 მიხარია, რომ მოგეწონათ ჩემი კოლექცია 🙂

  5. tami:

    ძალიან კარგია ესეთი ნიჭის ქონა , მეც მაქვს მანია რაც ძველი(ზოგჯერ ახალი)ტანსაცმლის მიჭრა-მოჭრაში გამოიხატება, მერე კი მკერავთან მივათრევ ჩემი გაფუჭებულის გასასწორებლად

  6. ხო, ეგ ცუდია, რომ გინდა და არ გამოდის, მაგრამ ერთხელაც გამოვა, მთავარი აზარტია და მონდომება 🙂

  7. tami:

    არა, კერვა არ გამომდის მონდომება კი მაქვს , მარამ:(
    სამაგიეროდ სამკაულების აწყობა,ქსოვა,ქარგვა,თექაზე მუშაობა გამომდის და კერვა რომ არ მეხერხება იმდენად აღარ მწყდება ხოლმე გული.

  8. ხო, აბა რა, მთავარია მიიღო ეს შეგრძნება და რა გზით იღებ აღარაა მთავარი. 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s