სიტყვები

აუცილებელი და საჭირო სიტყვები ზოგჯერ სწორედ იმ დროს, როცა ყველაზე აუცილებელი და საჭირო არიან, იმალებიან, სადღაც უჩინარდებიან. ზუსტად ისე, როგორც ადამიანები… საერთოდაც, კარგა ხანია აღმოვაჩინე, რომ სიტყვები ჰგვანან ადამიანებს: არიან მარტივები და რთულები, დიდები და პატარები, ლამაზები და უშნოები, დახვეწილები და  უხამსები, კეთილშობილები და მდაბიოები, სევდიანები და მხიარულები, დაფიქრებულები და ქარაფშუტები, მოაზროვნეები და ზედაპირულები  და ასე შემდეგ და ასე შემდეგ . იბადებიან შეუმჩნევლად, ისე, რომ სამყარო ვერც კი იგებს მათ მოვლენას, მერე ცოცხლობენ, შრომობენ,  ვითარდებიან, იცვლიან სახეს, ოღონდ ადამიანებისგან განსხვავებით, მათგან უმეტესობა სამუდამოდ რჩება, მხოლოდ მცირე ნაწილი ქრება დროის მორევში, ძალაგამოცლილი, აზრდაკარგული…

გამსახურდია სიტყვებს ჯარისკაცებს უწოდებდა. მე ვერ ვარ ასეთი ომახიანი და თავდაჯერებული. ჩემთვის ისინი უბრალოდ მეგობრები არიან, ყველაზე სანდო, ერთგული და განუყრელი მეგობრები.  გამუდმებით დაფორიაქობენ ჩემს ტვინსა და გულს შორის, ლაგდებიან აზრებად, ფრაზებად, გრძნობებად, ემოციებად. მერე, როცა დალაგდებიან, ნებას მრთავენ დავაფიქსირო და დავასვენო, საშუალება მივცე თავიდან აფორიაქების და ახალ წყებებად დალაგების. აქამდე ასე იყო, ყოველ შემთხვევაში.

ახლაც ასეა თითქოს, უამრავი სიტყვა ირევა თავსა და გულში, მაგრამ როგორც კი წერას ვაპირებ, ისეთი ქაოსი იწყება, თავგზას ვეღარ ვაგნებ, დალაგებული აზრები იგლიჯებიან და ეს ნაგლეჯები საცოდავად კიდიან ჰაერში, მერე უწესრიგოდ ეხეთქებიან აქეთ-იქით, ვეღარ პოულობენ  კუთვნილ ადგილს და მათგან საბოლოოდ ისეთი  აბდაუბდა გამოდის, თავს და ბოლოს რომ ვერ გაუგებ. რაღაც მოხდა, მაგრამ რა, არ ვიცი. შეიძლება ძალა დაკარგეს სიტყვებმა, დაიღალნენ. შეიძლება პროტესტიცაა უნიჭოდ დამწერ-ამწყობის მიმართ. «არ არიან სიტყვები გრძნობებისთვის», ოღონდ არა იმიტომ, რომ იმდენად დიდია და განსაკუთრებული ეს გრძნობები, რომ ვერ შეუძლიათ მათი გადმოცემა. უფრო იმიტომ, რომ გაერთფეროვნების ეშინიათ ალბათ… რაღაც მოკვდა მგონი. სიტყვებსაც ადამიანებივით სცოდნიათ განზე გადგომა…

ნეტავი ხატვა ვიცოდე. სიტყვების ნაცვლად ფერებით ვხატავ გონებაში სათქმელს. რაც მეტად ხუნდება სიტყვები, მით მეტად მჭახე და მყვირალა ხდება ფერები, თვალისმომჭრელი და მხურვალე…

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

10 комментариев на «სიტყვები»

  1. მერამდენედ უნდა ვთქვა ეს შენს ბლოგზე არ ვიცი მაგრამ, ისეთი ნაცნობი იყო ყველაფერი გადმოცემაც კი მიჭირს.

  2. რომ იცოდე, როგორ მიხარია ეგ. მეც ხომ იმავეს ვამბობ სულ შენთან სტუმრობისას. კარგი შეგრძნებაა, რაღაც მალამოა გულზე, თითქოს შვებაა, რომ მარტო არ ხარ 🙂

  3. კი, ნამდვილად ასეა 🙂

  4. ჯემალ ქარჩხაძის ”იგი” გამახსენდა: ”…თავში უცხოდა გაუგებარი სიტყვების კორიანტელი ედგა. მართალია, უცხო სიტყვების წყობისად დალაგებას იგი კარგა ხანია, მიეჩვია, მაგრამ ამჯერად, რაც ქვეყანაზე სიტყვებია, ეტყობა, ყველა ერთად ალაპარაკდა. ყაყანებდნენ სიტყვები,აქეთ-იქით აწყდებოდნენე, იმსხვრეოდნენ და ნამსხვრევები უწესრიგოდ ირეოდნენ ერთმანეთში. იგის თავი ისე იყო, პატარა გამოქვაბულში რომ დიდი ტომი დაბანაკდეს, ყველა ვერ დაეტიოს და არც არავინ გავიდეს.” — ასე იკრებდა კაცობრიობის ინტელექტი ძალას, სიტყვებს უკეთებდა კლასიფიკაციას; სიტყვები კი, პოტენციური საქმეებია…

  5. ოოო, რა დიდი ძალა აქვთ! 🙂

  6. ჩემთვის დიდი პატივია ეს შედარება.დავიმორცხვე. მადლობა 🙂

  7. კი, ზოგჯერ ისეთი, რომ გაგთელავენ კიდეც…

  8. Jane:

    ერთხელ მახსოვს სიტყვებზე თავისუფალი თემა დაგვაწერინეს. მცირე ჩანახატი ან ნოველა უნდა მიგვეძღვნა სიტყვებისათვის, როგორც უდიდესი ძალის მქონდე იარაღისთვის. მართლაც ასეა, ზოგჯერ სიტყვებს ცივ იარაღზე მეტად მტკივნეული შედეგი მოაქვს, ზოგჯერ პირიქით….

    ხატვა კარგია. მე მშურს ადამიანების რომლებსაც ემოციის ნახატში გაცოცხლება შეუძლიათ..

  9. ერთხელაც ვსინჯავ ალბათ… გავრისკავ. გონებაში სულ ვხატავ.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s