უწყვეტი

დამღალა ფიქრმა წერის გარეშე. დამღალა  თავშეკავებამაც, არ ვწერო ამაზე. არადა მინდა დავწერო, ჩვევაა უკვე. სულ რაღაც სამი დღე, სამიც არა, ორ-ნახევარი… მეშინია? ვერ ვიტყოდი. კიდეც თუ მეშინია, ფატალურობის არა. ამ ეტაპზე არაფერია სამაგისო, ერთი თუ ნარკოზიდან ვერ გამოვალ, თორემ სხვა არაფერი. მაგაში კიდევ, მით უმეტეს, რაა საშიში? იძინე და იყავი 🙂 . მე მერესი უფრო მეშინია. ავიკვიატე, რომ ვერ შევეგუები. მეშინია, რომ შემცვლის და ეს ცვლილება დაღად დამრჩება, არამხოლოდ ფიზიკურად… მეშინია, რომ კიდევ უფრო ჩავიკეტები, რომ კიდევ უფრო შემომიტევს მიზანთროპობა, რომ ასოციალურობის პიკს გადავცდები.მერე რა, რომ ეს ყველაფერი არაა უცხო ჩემთვის, მაინც მეშინია გადაჭარბების…

არ მინდა, საშინლად არ მინდა და ამ არნდომაზე გადაბიჯება უფრო მკლავს, ვიდრე თვითონ  მოსალოდნელი ამბავი.

არ მინდა თავის მოჩვენება, რომ ვითომ არც არაფერი ხდება ისეთი და ვითომ სულაც არ ვარ ცუდად. არ მინდა სხვების დაზოგვა ემოციებისგან, მერე რა, რომ ეს სხვები საყვარელი ადამიანები არიან.

არ მინდა ისტერიულად მატულობდეს სულელური სმაილები და ხუმრობები ჩემს სტატუსებში ფბ-ზე და ამის პირდაპირპროპორციულად დეპრესიული ხდებოდეს აქაურობა.

არ მინდა წამლის სუნად აყროლებულ მომაკვდინებელ სითეთრეში ყოფნა… არ მინდა გულისამაჩუყებელი მოკითხვები და ცრემლმორეული მნახველები… არ მინდა, გარეთ მზე იყოს და ზაფხული, მე კიდევ ჰორიზონტალურ სიჩუმეში ვიყო. არ მინდა ამეტიროს სარკეში ჩახედვისას… არ მინდა ზედმეტად ვადრამატულებდე ამ ყველაფერს. არ მინდა მეუბნებოდნენ, რომ ეს არაფერია და ყველაფერი კარგად იქნება, კარგად თუ ცუდად, რაღა აზრი აქვს? ისე ხომ ვერ იქნება, როგორც მე მინდა? არ მინდა ვემალებოდე მზეს, იმიტომ რომ ეს ცოცხლად დამარხვაა ჩემთვის. არ მინდა მთელი ცხოვრება ყოველ დილით სასიცოცხლოდ აუცილებლად ვყლაპავდე წამალს იმის შიშში, რომ თუ დამავიწყდა, შეიძლება საოცრება დამემართოს.არ მინდა, ვფიქრობდე ამაზე. არ მინდა მეშინოდეს  ჩემი თავის. არ მინდა, აღარ მინდოდეს არაფერი…

არ მინდა.ამიტომაც იქნება გარდაუვლად. მინდოდეს მაინც… მაშინ ხომ არც იქნებოდა… ესეც ჯაჭვის ერთი რგოლია, ლოგიკური და გამართლებული, რომელიც ვერასდროს გავწყვიტე.

ეჰ, ძმაო ამირან, ასე კარგად არასდროს მესმოდა შენი! 🙂

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «უწყვეტი»

  1. ისე კარგია, რაც მეტად განსაზღვრავ მომავალს(ასე ან ისე იქნება) — მით უფრო არ იქნება ისე როგორც ფიქრობ …. ნაღდად არ ვაპირებ შენს მოკითხვას — მაგ საქმეს რომ მორჩები გამაგებინე …. 🙂

  2. 🙂 ვიცი ეგ :* აბა რას ვიზამ

  3. ოპერაციას იკეთებ? 😦

  4. ასე გამოდის. რამე იქნება 🙂

  5. რამდენი რამ გამომიტოვებია, ბევრი რამ მეცნო, მეცნო ოღონდ მეორე მხრიდან, პაციენტის პოზიციიდან იმდენად არა, თუმცა ეს «არ მინდა მეუბნებოდნენ, რომ ეს არაფერია და ყველაფერი კარგად იქნება» ანაც ეს «არ მინდა ზედმეტად ვადრამატულებდე ამ ყველაფერს.» …
    იშვიათად მეცნობა ხოლმე ასე ძალიან ემოციები. ზუსტად ამ პერიოდში მე მაგ ემოციების მეორე მხარეს ვიყავი, ის ვიყავი ვინც ამბობდა «ყველაფერი კარგად იქნებაო».

  6. არ მიკვირს, მეც ხომ იგივე მჭირს, როცა შენ გსტუმრობ ხოლმე :). ჩემთვის არ ყოფილა გამაღიზიანებელი შენი მეორე მხარეს ყოფნა. შენგან გინდაც გამეგო ეს, უბრალოდ სურვილი იქნებოდა და არა დემაგოგია :*

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s