წითელი ვისკი

ჭიქა ვისკი დილიდან. ყინული ბლომად. კვამლი იმდენი, წიხლით რომ ტენი უკვე ფილტვებში. საათის ისრები მიდიან და მიდიან, დედამიწა ტრიალებს და ტრიალებს… დრო იწურება… ახლოვდება სიახლე მაჯლაჯუნური. სადღაა დარდი… გავლილია ეს ეტაპი უკვე და შეგუების დიადი ხანა კარგა ხანია გაჩაჩხულია ტვინსა და გულს შორის.

ვისკის მარწყვის გემო დაჰკრავს რატომღაც და ეს მარწყვის გემო კიდევ ყურებში გიწუის. აზრების ნაფლეთები ირევა გრადუსების კორიანტელში, ოღონდ არა დიფუზიურად… სადღაა ცრემლი. და თუ დარჩა სადმე, ისიც თითო-ოროლაა, გაბეზრებული, დაღლილი და  ბეწვზე ჩამოკიდებული.

თოვს. წვიმს. ქარია. კალენდარზე  ივლისი მოდის. სარკიდან თვალებდასიებული მოხუცი მიყურებს,მაღალყელიანი სვიტერით. ვერ ვიტან სვიტერს, მახრჩობს… სარკიდან თვალებდასიებული მოხუცი მიყურებს, დიდი კაშნეთი ყელზე. ვერ ვიტან კაშნეს, მახრჩობს… სარკიდან თვალებდასიებული მოხუცი მიყურებს, შავ ჩარჩოში ჩასმული დაღარული თვალებით . ვერ ვიტან სათვალეს, თავბრუს მახვევს და გულს მირევს…

ტვინის ხვეულებში წვეთ-წვეთად ჟონავს  ჭიქიდან სითხე, წითლად ედება იქაურობას. ცხვირში მარწყვის სუნი გამეჩხირა და არ მშორდება.

ხვალ?!. მთლად ხვალ არა, მაგრამ მაინც ხვალ…ამჯერად სახვალიო პროგნოზი არაა სავარაუდო, ზუსტია და გარდაუვალი. რაღა აზრია აქვს დარდს. ან სადღაა დარდის ადგილი…

ცივი, დაორთქლილი ჭიქიდან ვწრუპავ ცხელ, წითელ, ბლანტ სითხეს, რომელიც ნამდვილად არ უჩივის  ლეიკოციტების ნაკლებობას. დამდნარი ყინული ცივად ედება გულს, ტვინის ხვეულებს ვისკი ავსებს, რომელსაც რატომღაც გადამწიფებული მარწყვის  სუნი აქვს. მონიტორს კვამლი ფარავს და ასოები ერთმანეთში ირევა.

სულ რაღაც რამდენიმე ასტრონომიული საათი და რამდენიმე მზიანი დღე დარჩა და მე დავხამდები მზეს, გრძნობას, ვნებას… ეგებ მოვახერხო ფიქრის ვისკით ჩანაცვლებაც. ჟანგბადი კი კაი ხანია ჩავანაცვლე ნიკოტინით.

ხვალ? მთლად ხვალ არა, მაგრამ არც შორს… მძულს სიტყვა » ხვალ»…

Запись опубликована в рубрике ჩანახატები с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «წითელი ვისკი»

  1. Jane:

    როგორ მინორულია… ცხელი ზაფხული და სვიტერი… სიცხე და კაშნე…. მწველი მზე და წითელი ვისკი… კატერინა, ამ ბოლო დროს სულ მინროია აქ. მინდა ცელქი ზაფხულივით ხალისიანი იყო ❤

  2. ხო, ისე მიეწყო მოვლენები, რომ გამინორდა ჩემი ზაფხული… ამიტომაც ვიკავებ თავს ხშირი წერისაგნ, მაგრამ ზოგჯერ მაინც მძლევს ხოლმე. ვნახოთ, ეგებ მერე მაინც გაერიოს მაჟორული ტონები 🙂

  3. ეგ ”ხანა” ვერასოდეს გაიჩაჩხება ჩემს გულსა და ტვინს შორის, იმიტომ, რომ ვერასოდეს შევეგუები, რომ რაღაც მტკიოდეს და რაღაცაც არ მომწონდეს… ამას გამუდმებით უნდა ებრძოლო ადამიანი…

  4. საერთოდ კი, მასეა, მაგრამ აქ კონკრეტული ამბავი იყო და ამასთან შეგუება ერთადერთი სწორი გზა იყო…

  5. ხანდახან, აღმოჩნდება-ხოლმე, რომ ჩვენს ზოგიერთ პრინციპს მოცემულ სიტუაციაში ვერ გამოვიყენებთ, ხოომ?!

  6. კი, სამწუხაროდ…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s