ქართული ბედნიერების ლექსიკონი

ვინ თქვა, ბედნიერება არ არსებობსო?!  აი, მე ერთობ ბედნიერი ვარ,  უბედნიერესი, ზე-ბედნიერი.

დავიბადე სამყაროს ყველაზე გამორჩეულ ქვეყანაში, ძველად განვითარებულში( ასე ამბობენ და ამაყობენ) და ამჟამად  განვითარებადში, ოღონდ ეს განვითარებადობა ისეთი სამარადჟამოა, რომ იჯერებ მის განუვითარებლობას.

აქ სიტყვებს და ცნებებს სულ სხვანაირი, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მაგალითად:

განახლება ან სიახლის ძიება აქ წამხედურობას ნიშნავს( ბავშვობაში ვინმეს თუ მივბაძავდი, ბაბუა მაბრაზებდა ხოლმე:»წამხედურამ წაიხედა, ძაღლის ნაწყლში შეიხედაო»).

კარგი სამსახურის პოვნა, ან უკვე ნაპოვნის შენარჩუნება, ან ნაპოვნში დაწინაურება აიხსნება, როგორც პირში წყლის ჩაგუბება, დაბრმავ-დაყრუება, მოუღლელი ტაშის კვრა და შეძრომა( ან მცდელობა) სავარძლებზე მდებ ანალებში,პარტიულობა ან მეხოტბეობა მაინც, დამყარებული «შიში შეიქმს სიყვარულსა» პრინციპზე.

კარგი ხელფასი ნიშნავს საარსებო მინიმუმს და საარსებო მინიმუმი- გზას სულეთისკენ.

სიყვარული ნიშნავს ულტიმატუმს და კაპიტულაციას ერთდროულად.

სექსი ნიშნავს დამცირებას და ეს «დამცრობა კაცისაგან ქალისა» არის რამდენიმე სახის:  სექსი გამრავლებისთვის, სექსი სიამოვნებისთვის, სექსი საოჯახო, სექსი სამარხვო და სახსნილო. პირველი და მეორე ზოგჯერ იქნებ კიდეც მოიაზრებდნენ ერთმანეთს, თუმცა ხშირად კიდეც გამორიცხავენ. მესამე ძირითადად უკავშირდება პირველს და მეხუთეს, მეოთხე კი- მეორეს. მოკლედ, დიდი ჩახლართული ამბავია და » ნუ ვინ გაჰრევთ ერთმანეთსა, გესმათ ჩემი ნაუბარი».

მეგობრობაზე და ნათესაურ სიამტკბილობაზე ხმამაღალი საუბრები ნიშნავს საცივში თავჩაყოფილ სადღეგრძელოს, პატრიოტობაც ასევე იშიფრება, ოღონდ კიდევ აქვს სხვა ახსნაც- უსაქმური თავშეყრები და ყვირილი.

ოჯახი ნიშნავს იძულებით-ნებაყოფლობით თანამშრომლობას.

მთავრობა და საერთოდ ხელისუფლება ნამდვილად არის ხალხის თავზე მჯდომი და მაღლიდან რომ ქვევით ხედვა არაა კომფორტული, ამას რა ახსნა უნდა!

პრეზიდენტი , სანამ კანდიდატია ყოველთვის მოსაწონია და რომ მოდის თავის ადგილზე, მერე ყოველთვის უვარგისია და გადასაყენებელი, ოღონდ არაფრით და არასდროს არ გადაყენდება თავისით, სანამ ქვეშ არ წაუვა.

სიტყვა ინსტიტუტი იშიფრება, როგორც ქალიშვილობა და ყველაზე პრესტიჟულ, დაფასებულ და ძვირფას ინსტიტუტად ითვლება.

უმაღლესში სწავლა ნიშნავს ჯარიდან დახსნის ასპროცენტიან გარანტიას და პიროვნული და ოჯახური ამბიციის დაკმაყოფილებას.

სკოლა ნიშნავს 12-წლიან სასჯელს  მკაცრი აღსრულების ციხეში საკუთარი აზრის ქონა-გამოთქმის და პროტესტის უნარის საწინააღმდეგო მკურნალობითურთ.

მოქალაქე ნიშნავს რომელიმე ქუჩაზე მცხოვრებს.

პიროვნება იგივეა, რაც ადამიანი.

რწმენა იგივეა, რაც დემაგოგია.

მედიცინა ნიშნავს  ყულფს, რომელშიც ნებაყოფლობით ყოფ თავს და უკან ან გამოყოფ და ან ვერა და თუ გამოყავი, თავიდან მოგინდება ისევ ჩამოიცვა კისერზე, ოღონდ ახლა უკვე არაფიგურალურად.

სამართალდამცავი ნიშნავს მოძალადეს, სასამართლო-რეკეტს.

მასმედია ნიშნავს მას, მედეას, გალენჩებულმა რომ დახოცა შვილები.

ინტელექტი იგივეა, რაც ცინიზმი.

ღირსება იგივეა, რაც ქონება, თანამდებობა, ჩაცმა-დახურვა და მისთანები.

საქართველო  ნიშნავს  პატარა, ლამაზ  ქვეყანას, რომელსაც ყველაფერი კარგი აქვს ადამიანების გარდა.

ვინ თქვა ბედნიერება არ არსებობსო?! ამ ლექსიკონში ის საქართველოში ცხოვრებასთან ასოცირდება.

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

20 комментариев на «ქართული ბედნიერების ლექსიკონი»

  1. Jane:

    მაგარია პოსტია კატერინა!!!!!
    გული მომფახანა რა. ზუსტად ასეა

  2. მადლობა. მეც გულს ვიფხანდი ალბათ, მეტი რა დამრჩენია 🙂

  3. რაღაცის გამო მოგაწვა ეს ემოცია? მეც მჭირს ხოლმე ასე. ემოციური პოსტია, განწყობა იგრძნობა.

  4. თუ არ მომაწვა, ვერც ვწერ… კონკრეტულად არაფერი, ეტყობა დაგროვდა, ვიცი ხოლმე ასე

  5. მერე შეცვალე, თხის რქა ტყუილად ხარ? ვშიშობ, ვენერის გამო უცხო პლანეტაზე არ გადაცხოვრდე ამ ბედნიერ-ბედნიერებაში 🙂

  6. თხის რქა არა, ლომი ვარ.

  7. რომ გიდევს ის შენი რუკა მეგონა.

  8. რა ვიცი, გუგლემ ასე მითხრა ბედნიერების რუკააო 🙂

  9. პირადი ჰოროსკოპია. ვისთვის ბედნიერი, ვისთვის უბედური 🙂

  10. მადლობა. გამოვცვლი 🙂 მაგის გამოცვლა მაინც შეიძლება ადვილად 🙂

  11. დავიბადე სამყაროს ყველაზე გამორჩეულ ქვეყანაში, ძველად განვითარებულში( ასე ამბობენ და ამაყობენ) და ამჟამად განვითარებადში, ოღონდ ეს განვითარებადობა ისეთი სამარადჟამოა, რომ იჯერებ მის განუვითარებლობას — ჰოოო, ამ ორს შორის უკვე უაზროდ გაწელილმა დრომ წაშალა ზღვარი…
    სექსი ნიშნავს დამცირებას და ეს “დამცრობა კაცისაგან ქალისა” არის რამდენიმე სახის: სექსი გამრავლებისთვის,სექსი სიამოვნებისთვის,სექსი საოჯახო, სექსი სამარხვო და სახსნილო — სახსნილო, ალბათ, ყველაზე ველური და ამაღელვებელია დანარჩენ არაველურებს და არაამაღელვებლებს შორის.
    მასმედია ნიშნავს მას, მედეას, გალენჩებულმა რომ დახოცა შვილები — მედეას შვილების დახოცვა მგონი ერთმა ბერძენმა დრამატურგმა, ევრიპიდემ თუ ესქილემ მოუგონა, სინამდვილეში ის ბავშვები კორინთელებმა დახოცეს, როცა კრეუსასმკვლელ მედეას შვილებს ქუჩაში მისდევდნენ. ბავშვები ტაძარში შევიდნენ და საკურთხეველს შემოეხვივნენ — არ მოგვკლავენო, მაგრამ მაინც მოკლეს და მერე მწერალი მოისყიდეს, რომ ეს სირცხვილი მათთვის ჩამოერეცხათ და მედეასთვის მიეცხოთ, თუმცა, რას გაიგებ…
    ინტელექტი იგივეა, რაც ცინიზმი — გარკვეულწილად ინტელექტს ახლავს ცინიზმი, იმიტომ, რომ ცინიკოსად ყოფნა ინტელექტს საჭიროებს,აი , შენც ცინიკოსი ხარ, კატერინა, ყოველ შემთხვევაში მე, რასაც შენ წერ, იმას ცინიზმად მივიჩნევ და ეს მე მომწონს! განა, უარყოფ, რომ ინტელექტუალი ხაარ?!
    საქართველო ნიშნავს პატარა, ლამაზ ქვეყანას, რომელსაც ყველაფერი კარგი აქვს ადამიანების გარდა — მასიურად ცუდი ადამიანების გარდა…

  12. მედეას ამბავი და ვერსიები კარგად ვიცი, მაგრამ მაინც არ იმსახურებს ჩემს სიმპათიას, თუნდაც იმიტომ, რომ გადამთიელს გადააყოლა მამაც და ქვეყანაც. მე როგორც ვწერ, ამას ცინიზმი არ ჰქვია, ეს უფრო ირონიასა და გროტესკს შუაა. მიყვარს ილია 🙂

  13. შენ უფროსი ხარ და გამოცდილი, ამიტომ, ამიხსენი , რა განსხვავებაა ცინიზმსა და ირონიას შორის? მგონია, რომ ერთი გვარის არიან… მედეა არც ჩეს სიმპათიას არ იმსახურებს — 15 წლის სულელი პრინცზე მეოცნებე გოგონა; რაც მან ჩაიდინა, იმას მეცკი არ გავაკეთებდი! და რა მიიღო ? იხმარეს და მიაგდეს! ამიტომ, პატარა გოგონებს ვურჩევ, რომ პრინცებს და თან უცხო ქვეყნიდან მოსულ გაღლეტილ პრინცებს არსად გაჰყვნენ, იმიტომ, რომ ისინი, როგორც წესი, იმაზე ამბიციურები აღმოჩნდებიან-ხოლმე, ვიდრე გვეგონა!!!

  14. ვოლტერმა თქვა, ცინიზმი პატარა ადამიანების იარაღია საკუთარი არასრულფასოვნების დასამალადო. მე ადამიანებთან ურთიერთობაში არასდროს ვარ ცინიკოსი. აქ კიდეც თუა, ეს ჩემი ფიქრებია და რასაც დავცინი, დასაცინია.

  15. შენეული თხრობის სტილი: ,,სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს», მარტო შენ შეგიძლია ასე!

  16. და მარტო შენ შეგიძლია გიყვარდე ასე და მიცნობდე ასე :*

  17. მართალი იყავი, ეხლა მივხვდი რატომაც მოგეწონა ჩემი პოსტი :), ძალიან მომეწონა, საინტერესო წერის სტილი გაქვს))

  18. 🙂 მადლობა. მიხარია თანამოაზრისგან ასეთი შეფასება.

  19. Tuxtuxa:

    udavod nchieri xar, mara mainc ragacis ukan imalebi … an vigacis … mtavari ki isaa, rom vgrdznob martla giyvars sheni kveyana da sheni xalxi, gaghelvebs misi momavalic …

  20. რასაკვირველია, მიყვარს, არც მისი ბედია ჩემთვის უმნიშვნელო. როგორც ნიკო ლორთქიფანიძე იყტოდა «უძლური ჭირისუფალი» ვარ, თუმცა თამამდ ვიტყვი, რომ არასდროს არაფერი დამიშავებია მისთვის, ის კი არა, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული და მე მევალებოდა, ყველაფერი ბოლომდე კეთილსინდისიერად მიკეთებია, მგონი სამშობლოს სიყვარულიც ესაა. მადლობა შექებისთვის და იმისთვისაც, რომ სტრიქონებს მიღმა თავმდაბალი და ერთგული გულშემატკივარი დაინახე ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s