კუმშვა

მე შევიკუმშე. კუმშვა სიტყვიდან ხმოვნის ამოვარდნაა. ჩემგანაც ამოვარდა რაღაც, ოღონდ გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე რაღაც სულელური ხმოვანია და მე, კუმშვადი სიტყვისგან განსხვავებით, ვერასდროს დავიბრუნებ იმას, რაც ამოვარდა, ვერც  იგივე დავრჩები, რაც მანამდე ვიყავი, სანამ ამოვარდებოდა…

მე დავიფლითე, უფრო სწორად, კი არ დავიფლითე, დავისერე,  აი, რაღაც მოწყობილობაში რომ ჩაუშვებენ ხოლმე გადასაგდებ ქაღალდს და დაჭრის წვრილ-წვრილ ზოლებად, ისე. ოღონდ ასეთ  ქაღალდზე ან შეცდომით წერია რაღაც , ან აღარაა საჭირო და იმიტომ აგდებენ , აქ კი მე ვწერივარ ჩემი ცხოვრებით და განცდებით. თუმცა ალბათ დიდი სხვაობა არცაა. არც აქაა რამე გასაკუთრებული და შესანახი…

დავპატარავდი, ძაფის გორგალი რომ ილევა და ბოლოს პატარა, აბურდული კვანძი რჩება, ისე…

მე მოვკვდი, ოღონდ არა ისე, როგორც მკვდრები, არა  ისეთი სიკვდილით, როგორც საერთოდ კვდებიან. მე ჩემში კვდომით  მოვკვდი, თუმცა ცოცხალზე ცოცხალი ვარ…

რასაც ვერ შეცვლი, შეეგუეო- მე დავმარცხდი და ვერ ვცვლი ამას, ვაღიარებ და ვეგუები და ეს შეგუება კიდევ უფრო მაპატარავებს და ზიზღს მიჩენს საკუთარი უმწეობის მიმართ…

მე დავდუმდი და ამ დუმილის უკან გადავმალე კივილი, რომ თავიდან ავიცილო სხვების ხმაური…

მე აქ ვარ, სინამდვილეში კი  ვუყურებ, როგორ გავრბივარ, როგორ ვქრები,ვუჩინარდები…

მე დავდივარ, ვჯდები, ვდგები, ვმოძრაობ, სინამდვილეში კი  ვიკეცები და ვიჩუტები შიგთავსგამოცლილი ფიტულივით…

მე დავიკარგე და აღარც ვიცი, მინდა მოვძებნო ჩემი თავი თუ არა…

შევიკუმშე.

Запись опубликована в рубрике ჩანახატები с метками , , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «კუმშვა»

  1. Jane:

    შეიძლება ის ვერ დაიბრუნო რაც უკვე ამოვარდა კატერინა, მაგრამ იქნებ ახალმა ცაანაცვლოს მისი ადგილი და იმაზე მეტად გაფართოვდე და გაიფურჩქნო, ვიდრე იმ «ხმოვნის» ამოვარდნამდე

  2. რა ვიცი, ვნახოთ, დიდად ოპტიმიზმით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ვეცდები დავიტოვო სიტყვა «იქნებ» :*

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s