Mein kampf

ისტორიას სხვადასხვა ხანგრძლიობის ომები ახსოვს. მე ჩემი ომი მაქვს და მისი ხანგრძლიობა ზუსტად ემთხვევა ჩემს ასაკს… სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მაქვს ცხოვრებასთან. პირობები არათანაბარია, ის გაცილებით ძლიერია ჩემზე, მაგრამ მაინც ვიბრძვი. ჩემი ბრძოლა ძირითადად თავდაცვით ხასიათისაა, იმისი კი დამპყრობლურ-იმპერიალისტური. ხან საყვარელ ადამიანებს მაცლის გვერდიდან, ხან ისეთ ამბავს მიჩალიჩებს, რომ ფიზიკურად თუ გადავურჩი, მორალურად მომსპოს. თუ შემთხვევით რამე კარგი მოხდა, ეს იმიტომ კი არა, რომ მან გაიმეტა და დამოკიდებულება შეიცვალა ჩემ მიმართ, უბრალოდ გამოეპარა და როგორც კი შეამჩნევს, მაშინვე აღკვეთს და ისეთ საპასუხო დარტყმას გამოუშვებს, რომ ის რამდენიმე დღეც თუ საათიც სანანებელი მიხდება.ხანდახან მგონია, რომ ვიღაც ზის და მაკონტროლებს, ემანდ რამე არ გამოუვიდეს და არ იყოს ისე, როგორც უნდაო. მუდმივ კონტროლზე ვარ…

ვიხსენებ გაგონილ, ამოკითხულ თუ საუბრებიდან დარჩენილ ფრაზებს, რომ ყველა თვითონ ირჩევს გზას, რომ ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს და იმ ხარისხით, როგორითაც იბრძოლა იმისთვის, რაც უნდოდა, რომ ყველა ადამიანი თავისი ბედის მესაჭეა, რომ ყველა თვითონ აკეთებს არჩევანს და ასე გაუთავებლად… მეც ბევრჯერ დამიდანაშაულებია თავი , მაგრამ , როგორც მე ვხედავ ჩემს ცხოვრებას და  რაც ხდება მასში, უმრავლესობა სულაც არაა ჩემი ბრალი და არც ჩემი უმოქმედობის. ამას თავის გამართლების გამო არ ვამბობ. ეს ხანგრძლივი დაკვირვების და ფიქრის შედეგად გამოტანილი აზრია.

ყველაფერი ისე, როგორც არ გინდა, ყველაფერი ისე, როგორც არ მოგწონს და არაფერი ისე, როგორც შენ მოისურვებდი-ეს ჩემი ცხოვრების დევიზია. ასე შენდება. აი, ახლაც კიდევ ახალი სიურპრიზია, სულ ცხელ-ცხელი, კააარქი და საფუძვლიანი, აი მამაპაპურად რომ ჩაგცხებს და ჩაგაქვესკნელებს ისეთი, ყულფში თავის გაყოფას რომ მოგანდომებს ისეთი და კიდევ ერთხელ გაკითხვინებს რიტორიკულად: ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ასეთი ყოფნა? და ამის მერე კიდევ სამოთხე-ჯოჯოხეთზე რომ მესმის ლაპარაკი, ჭკუიდან გადავდივარ… ჯავახიშვილის არ იყოს, «ამ ცხოვრების მერე თუ იმქვეყნად კიდევ ჯოჯოხეთი არსებობს, მაშინ ღმერთი უსასტიკესი არსება ყოფილა!»

აკვიატებულად  მიტრიალებს თავში ფრაზები «სილაჟვარდედან»( როგორ მიყვარს და როგორ მძულს ერთდროულად!!! და როგორ მიხარია, რომ ამ წელს აღარ მომიწევს მისი ახსნა, უკვე გავიარეთ, თორემ ალბათ მოვკვდებოდი და ბავშვებსაც დავზაფრავდი…)… ჩემი სულიც «განაოცებია», ოღონდ არა ვედრებით და ალბათ ვერც  პეპელასავით კვდომას შეძლებს, მაგრამ თოვლით კია სავსე, ოღონდ არა მარტოობისგან…

სულ ცოტა ხანში სიახლე  იქნება ჩემს ცხოვრებაში, ოღონდ, ტრადიციულად ცუდი და მძიმედ ასატან-შესაგუებელი ჩემთვის… წინასწარ მეშინია იმის, რომ ვერ შევეგუები, მაგრამ ვმეცადინეობ… ამასაც ვისწავლი, სხვა გზა მაინც არაა.

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «Mein kampf»

  1. არ ვკითხულობ, რატომ. რისთვის? აი, ამისთვის, რომ ასე უნდა იყოს.

  2. გულზე მომხვდა, მეცნო. მაგრამ რატომღაც მგონია რომ ოდესმე აუცილებლად იქნება ყველაფერი კარგად (თუმცა ძალიან ვერ ვიტან როცა ამას მეუბნებიან, ლამის ვცოფდები).

  3. მეც, რომ მაწყნარებენ და ვითომ მაიმედებენ, სულელი ბავშვი მგონია თავი, აი კანფეტის ქაღალდში ფურცელს რომ გამოუკრავენ და ატყუებენ, ვითომ ნამდვილი კანფეტია და ასეთ დროს ისე ვბრაზობ, ლამის დავიპუტო თმები 🙂

  4. ზუსტად მასე ვარ, თუმცა მერე ვხვდები რომ უაზრო აგრესია მიჩნდება და ვწყნარდები. ამის გამო უმეტესად ჩუმად ვარ ხოლმე, იმის შიშით რომ დაწყნარება არ დამიწყონ.

  5. ხან მაგის შიშით და ხან კიდევ ისევ სხვების დაზოგვის გამო და ეს გიჟობანას და სიჩუმობანას თამაშიც მღლის და უარესად მაგიჟებს… უფ

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s