ვითომ?

ხანდახან მგონია, რომ ორი ვარ. არა, ხანდახან არა, ყოველთვის… ოღონდ ამ გა-ორებას არაფერი აქვს საერთო მიღებულ-გავრცელებულ გაორებასთან, აი, ორი » მე» რომ ხარ და მუდმივად ებრძვი ერთმანეთს… ჩემი ორი «მე» ორივე მე ვარ… ერთი ხილულია და მოქმედება შეუძლია, მეორე კი უხილავია, გონებაში ცხოვრობს და გაცილებით აქტიურია და მოქმედი, ვიდრე ეს ხილული… ჩვენ არ ვფიქრობთ განსხვავებულად, არც ვებრძვით ერთმანეთს, პირიქით, ასეთი ერთგული და გამგებ-მომსმენი არც არავინაა ირგვლივ…ხან ის იწყებს კვლევას, მერე მაწვდის იდეებს, მე ვახორციელებ და მერე ერთად ვიკვლევთ შედეგებს, ხან მე ვიწყებ ქმედებას და ის არჩევს მერე… როცა მე ვარ უმოქმედო, ის მაინც ფიქრობს, სულ, მუდამ, დღე და ღამე, სულ ერთია, ვზივარ თუ ვდგავარ, ვწევარ თუ დავდივარ, საქმეს ვაკეთებ თუ უსაქმოდ ვარ… მივეჩვიეთ, დროდადრო ჩვენ-ჩვენი საქმე ვაკეთოთ და როცა ჩემი რეალური საქმე მორჩება, მერე ერთად გავაგრძელოთ სჯა-ბაასი…მე აქ ვწერ, ის კიდევ იქ, ოღონდ მე ისე ხშირად ვერა… ანუ ვწერ თუ არ ვწერ, ის იქ, გონებაში მაინც წერს. მერე მე ხან გადმომაქვს აქ და ხან არა… როგორ მიყვარს, უსაქმური დღე თუ გამოერევა! მაშინ სულ ერთად ვართ, წამიც არ იკარგება და დასკვნებიც მალე და მრავლად კეთდება…

დღეს დილიდან პატიების თემა აირჩია, კიდევ ერთი აბსურდული და დემაგოგიური მონაჩმახი ადამიანის ფანტაზიის. ხო, მონაჩმახი, რადგან ასეთი რამ არ არსებობს და არც შეიძლება იარსებოს ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე.

ამის საპირისპიროს დასამტკიცებლად არ გამოდგება ის არგუმენტი, რომ ვინც გიყვარს, იმას ყველაფერს პატიობ. ჯერ ერთი, გააჩნია, ვინ არის ის, ვინც გიყვარს და მეორეც, გააჩნია, რა გაწყენინა. რასაკვირველია, აქ მცირე და უმნიშვნელო შეცდომებზე არ მაქვს საუბარი, თუმცა ზოგჯერ ეს უმნიშვნელოც მნიშვნელოვანი ხდება… იმასაც გააჩნია, ვინ რას თვლის საწყენად და ვინ რას ეძახის პატიებას. რომ მიივიწყებ, უფრო სწორად აიძულებ თავს  მიივიწყო, სადღაც უკან გადააგდო ის, რამაც გული გატკინა და აჩვევ თავს არ გაიხსენო, მგონია, რომ  არაა პატიება, რადგან მაინც გაქვს შენახული და როდესმე აუცილებლად ამოტივტივდება, შეგახსენებს თავს… და როცა ასე მოხდება, მორიგი წყენა, გინდაც იმაზე უმნიშვნელო იყოს, ვიდრე წინა, მივიწყებული, მაინც ორმაგად გატკენს გულს, რადგან იმ წინას, მივიწყებულს, ემატება და დიდდება…

ალბათ ვერც ის ჩაითვლება პატიებად, სამაგიეროს გადახდას რომ არ ცდილობ. ამასაც ხომ ისევ საკუთარი თავიდან გამომდინარე აკეთებ, რადგან ისევ თავს ზოგავ  და არ იმეტებ ზედმეტი უარყოფითისთვის, არ გინდა სიმწრით მიღწეული გაწონასწორებულობის დარღვევა… და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება ამბობდე, რომ შეგიძლია ის, რაც სინამდვილეში არც არსებობს, რაც შეუძლებელია?! ესეც ერთი მორიგი ტყუილია, ხან სხვებისთვის მოგონილი, ხანაც საკუთარი თავისთვის… ისე, კაცმა რომ თქვას, ვითომ ასე აუცილებელია?! რა საჭიროა იწვალო ამაზე ფიქრზე და იმაზე, აპატიო თუ არა ვინმეს. თუკი ამაზე ფიქრს იწყებ, ესე იგი ძალიან გწყენია იმ ადამიანისგან და ადამიანები რომ არ იცვლებიან, ესეც ხომ აქსიომაა! მაშინ რაღა საჭიროა ან აპატიო, ან არა?! იყო და აღარ არის-ყველაზე მარტივი გამოსავალია. გინდაც დატოვო შენც ცხოვრებაში, მაინც ხომ იმ ადგილზე ვეღარასდროს დარჩება, რაზეც იყო? ანუ მაინც გაუჩინარებულია, უბრალოდ, თვითონ ვერ გრძნობდეს ამას შეიძლება, რაკიღა შენ არ აგრძნობინებ…

მე თავს არ ვიტყუებ ამჯერად, არც სხვებს ვატყუებ- არ ვიცი პატიება, რადგან დიდი წყენა აზრს მიცვლის იმაზე, ვისი პატიება-არპატიებაც დგება დღის წესრიგში და გინდაც ვითომ მივივიწყო და აღარ გავიხსენო ეს წყენა, მაინც ზის სადღაც გულის და ტვინის კუთხეში მიკუნჭული და აღარ მანებებს ისევ იმ თვალით შევხედო საპატიებელ ობიექტს… ამის მერე კი ზოგი ქრება, ზოგი კი რჩება, ოღონდ უკვე იარუსზე…

მაინც ყველაზე ადვილად ადამიანების დაკარგვა გამომდის… ჩუმად, უხმაუროდ, უთქმელად… უცნაურია, არადა როგორი სიყვარული და ნდობა ვიცი. თუმცა, ეგებ სწორედ ამიტომაა ასე, ეს რომ ვიცი…

ვითომ სხვებმა იციან პატიება? მომკალი და არ მჯერა…

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «ვითომ?»

  1. აღმოგაჩინე, მიყვარს ნაცნობ ემოციებზე კითხვა

  2. მეც იმავეს ვიტყოდი 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s